შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-961-შ-61-03 29 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,თ. კობახიძე
დავის საგანი: დონეცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
დონეცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ საწარმო ფირმა “ვ. პ-ას” სოფლისმეურნეობის შპს “დ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდებული პროდუქციის ღირებულება: ძირითადი თანხა 8420 აშშ დოლარი, საურავი გადახდის ვადის გადაცილებისათვის – 3084.30 აშშ დოლარი, სასამართლო ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი – 115.04 აშშ დოლარი, სულ 11619.34 აშშ დოლარი. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2001წ. 7 აგვისტოს.
სოფლისმეურნეობის შპს “დ-მა” შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლის “ბ" პუნქტის, აგრეთვე “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის თანახმად არსებობს საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს დონეცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილება.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლით, "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 62-63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სოფლისმეურნეობის შპს “დ-ის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნეს დონეცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილება და დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
დაეკისროს ინდივიდუალურ საწარმო ფირმა “ვ. პ-ას” სოფლისმეურნეობის შპს “დ-ის” სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდებული პროდუქციის ღირებულება: ძირითადი თანხა 8420 აშშ დოლარი, საურავი გადახდის ვადის გადაცილებისათვის – 3084.30 აშშ დოლარი, სასამართლო ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი – 115.04 აშშ დოლარი, სულ 11619. 34 აშშ დოლარი.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გადაეგზავნოს შუამდგომლობის ავტორს.