საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №319აპ-15 ქ. თბილისი
მ-ე დ, 319აპ-15 1 დეკემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ვ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით:
კ. კ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
კ. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლზე.
კ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
კ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას კ. კ-ს (პირადი #....) უძრავ ქონებას, 3000 ლარის ღირებულების ნაწილში, მდებარეს ქალაქ თ-ი, მ-ს ქუჩაზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 22.70 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 53.17.46.004; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; სხვა ფართი: გაშენების ფართი 22.7 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ზონა: თი-53 სექტორი: ქ. თ-ი 2, კვარტალი 44, ნაკვეთი-007.
დ. მ-ე საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
დ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლზე.
დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
დ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას კ. კ-ს (პირადი №.....) უძრავ ქონებას, 3000 ლარის ღირებულების ნაწილში, მდებარეს - ქალაქ თ-ი, მ-ს ქუჩაზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტუბული ფართობი: 22.70 კვ. მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 53.17.46.004; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; სხვა ფართი: გაშენების ფართი 22.7 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №53.20.44.007, ზონა: თ-ი-53, სექტორი: ქ. თ-ი-20, კვარტალი-44, ნაკვეთი-007.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განაჩენით:
გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენი კ. კ-ა და დ. მ-ს მიმართ.
კ. კ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
მხედველობაში იქნა მიღებული, რომ კ. კ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას კ. კ-ს (პირადი №.....) უძრავ ქონებას, 3000 ლარის ღირებულების ნაწილში, მდებარეს – ქალაქ თ-ი, მ-ს ქუჩაზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტუბული ფართობი: 22.70 კვ. მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 53.17.46.004; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; სხვა ფართი: გაშენების ფართი 22.7 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...., ზონა: თ-ი-53, სექტორი: ქ. თ-ი-20, კვარტალი-44, ნაკვეთი-007.
დ. მ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლითა და 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მხედველობაში იქნა მიღებული, რომ დ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას კ. კ-ს (პირადი №....) უძრავ ქონებას, 3000 ლარის ღირებულების ნაწილში, მდებარეს - ქალაქ თ-ი, მშვიდობის ქუჩაზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტუბული ფართობი: 22.70 კვ. მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 53.17.46.004; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; სხვა ფართი: გაშენების ფართი 22.7 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №....., ზონა: თ-ი-53, სექტორი: ქ. თ-ი-20, კვარტალი-44, ნაკვეთი-007.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი