დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 16.05.2009
საქმის ნომერი
ას-104-437-09
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.05.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-104-437-09 16 მაისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა მ. ბ-შვილის (წარმომადგენელი ზ. გ-ევა) საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განჩინებით მ. ბ-შვილს (წარმომადგენელი ზ. გ-ევა) დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი მ. ბ-შვილს (წარმომადგენელი ზ. გ-ევა) გაეგზავნა რამოდენიმეჯერ, მაგრამ არ ჩაჰბარებია საქმეში მითითებულ მისამართზე არყოფნის გამო, ხოლო მის წარმომადგენელს ზ. გოგოევას ჩაბარდა 2009 წლის 21 აპრილს, შესაბამისად, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2009 წლის 28 აპრილს. კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც საკასაციო საჩივრი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე 73-ე მუხლის პირველი ნაწილის და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ-შვილის (წარმომადგენელი ზ. გ-ევა) საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება