საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.01.2016
საქმის ნომერი
2კ-414აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.01.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №414აპ-15 ქ. თბილისი

ლ-ი ზ, 414აპ-15 20 იანვარი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორის მოადგილე ვასილ ოსიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განაჩენით ზ. ლ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლითა და 3711-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

ზ. ლ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილ შ. ლ-ს (პ/ნ №....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ბ-ი, თ-ს ქ. №....-ში, სარეგისტრაციო ზონა ბ-ი 64; სექტორი ბ-ი 23; კვარტალი №03, ნაკვეთის №378 უნდა მოეხსნას ყადაღა და დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

საქმეზე არსებული დოკუმენტური მტკიცებულება (ორი ცალი სდ დისკი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №4/172-11, №4/173–11, №4/174–11 საქმეები, შინაგან საქმეთა ოგანოებში დანაშაულისა და საგანგებო შემთხვევების შესახებ შემოსული განცხადებებისა და შეტყობინებების აღრიცხვის წიგნი №2) შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორის მოადგილე ვასილ ოსიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი