დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-122-465-07 5 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი),როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. თ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ თ. გი-ე
მოწინააღმდეგე მხარე –თ. გუ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საერთო სარგებლობის აივანზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 4 დეკემბრს თ. გუ-მ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს ქ. თ-ის წინააღმდეგ, საერთო საკუთრების ფართით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2001 წლის 12 ივნისს შეიძინა საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. თბილისის .... ქ. ¹ 3. შესაბამისად, საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში მის სახელზე.
მოსარჩელე, თ. გუ-ე მიუთითებდა, რომ როგორც მისი, ასევე მოპასუხის, საცხოვრებელი სახლი მდებარეობს პირველ სართულზე. მათ საერთო საკუთრებაში გააჩნიათ სახლის აივანი, რომელსაც ფლობს მოპასუხე და არ აძლევს მას საშუალებას ისარგებლოს აივნით, რაც ხელყოფს მის კანონით მინიჭებულ უფლებებს და მოითხოვა აივნით სარგებლობაში ხელშემშლელი მოქმედებების აღკვეთა.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რიონულ სასამართლო 2003 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ. გუ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმოყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით. აპელანტი მოითხოვა, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ქ. თ-ის წარმომადგენლმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. თ-ის. თ-ის წარმომადგენლმის საჩივარი უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რადგან მთავარ სხდომაზე არ გამოცხადა მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც სასამართლო უწყებები ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით. გამოუცხადებლობის მიზეზი ცნობილი არ იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თ-ის წარმომადგენლმა.
კასატორის განმარტებით 2006 წლის 11 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში მის მიერ ჩაბარებული იქნა განცხადება იმჟამინდელი წარმომადგენლის გ. გ-ის ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომის დღის გადადების მოთხოვნით, აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების. განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ ქ. თ-ის საკასაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. თ-ის საჩივარი. ძალაში დარჩა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, რომლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებ მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული მუხლებით, ასევე სწორი სამრთლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს, ვინაიდან ქ. თ-ის წარმომადგენლის მიერ დასახელებული გარემოებები –ქ. თ-ის 2005 წლის 12 ივლისს დანიშნულ სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ შეფასდება. ასევე საქმეში არ მოიპოვება ქ. თ-ის წარმომადგენლის გ. გ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადება 2005 წლის 12 ივლისს დანიშნული სხდომის გადადების შესახებ. შესაბამისად საპელაციო პალატამ სწორად უთხრა უარი ქ. თ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თ-ის წარმომადგენლის თ. გი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.