დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.03.2009
საქმის ნომერი
ას-13-351-09
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-13-351-09 26 მარტი 2009წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. ა-იანი (მოსარჩელე)

კასატორის წარმომადგენელი – ა. ბ-ია

მოწინააღმდეგე მხარე –ი. ვ-შე (მოპასუხე)

წამომადგენელი – შ. ა-იანი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი თანხების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 7 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ა-იანმა, მოპასუხედ დაასახელა ი. ვ-შემ და საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის მიზნით, მის მიერ გადახდილი 3700 აშშ დოლარის, ასევე თანხის გადაცემის დროიდან, 1995 წლის 29 მარტიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში, ყოველთვიურად 3700 დოლარის 3%-ის, სულ 16 872 აშშ დოლარის ოდენობით მოპასუხეზე მის სასარგებლოდ დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა, როგორც უსაფუძვლო გამდიდრება, ისე მიუღებელი შემოსავლის სახით წარმოშობილი ზიანი.

Mმოპასუხემ სარჩელი არ სცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ა-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ი. ვ-შეს ნ. ა-იანის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხის გადახდა 3400 აშშ დოლარის ოდენობით. სარჩელის სხვა ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

Dაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ა-იანმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ნ. ა-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები შეთანხმდნენ უძრავი ქონების ნასყიდობაზე. ამასთან ნ. ა-იანი „ბეს“ სახით გადაუხდიდა 1200 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ თანხას გადაუხდიდა მას შემდეგ, რაც სახლს მყიდველზე გააფორმებდნენ იურიდიულად.

1995 წელს გამყიდველმა, მყიდველდისაგანი ნ. ა-იანისაგან, როგორც „ბე“ მიიღო 1200 აშშ დოლარი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ა-იანმა, ი. ვ-შეს გადაუხადა 3400 აშშ დოლარი, ხოლო ი. ვ-შემ ნასყიდობის ხელშეკრულება არ გააფორმა.

2007 წლის 23 ოქტომბრის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ უძრავ ქონებაზე ნასყიდობა არ შედგა „ა-იანის მხრიდან გარკვეული მიზეზების გამო“ და ი. ვ-შემ აიღო ვალდებულება 2008 წლის 20 დეკემბრამდე ნ. ა-იანისათვის დაებრუნებინა მიღებული 3400 აშშ დოლარი.

Pპალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის გარიგება დაიდო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქციის მოქმედების პერიოდში, თუმცა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა 1997 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რაც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია და გადაწყვეტილება დასაბუთებული იქნა აღნიშნულ ნორმათა გამოყენებით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან მხარეთა შორის 1995 წელს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მარტივი წერილობიტი ფორმით, როგორც 1964 წელს მოქმედი, ისე 1997 წლის რედაქციით. იგი ბათილს წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 1995 წლიდან სარჩელის წარდგენის დრომდე, 2007 წლამდე გასულია რა 12 წელი, აქედან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა 16872 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელი და ხანდაზმულია.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ა-იანმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი რის შედეგადაც მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება.

კასატორის აზრით ხელწერილი, რომლითაც ი. ვ-შემ აიღო ვალდებულება ნ.ა-იანის მიმართ, შეეხებოდა იმ ნივთთან დაკავშირებულ გარიგებას და საჭიროებდა გარიგებისათვის კანონით დადგენილ იმ კანონის დაცვას, რომელიც გათვალისწინებული იყო უძრავ ნივთებზე გარიგების დადების დადასტურების ნამდვილობისათვის. შესაბამისად ხელწერილის საფუძველზე უძრავი ქონების გაცემის ვალდებულება არ წარმოშობილა და შესაბამისად ვალდებულების წარმომშობი გარიგებისათვის ი. ვ-შის მიერ მიღებული თანხები მიეკუთვნება უსაფუძვლო გამდიდრების დროს.

კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა ხანდახმულად მიჩნეული პროცენტის სახით გადასახადი თანხის მოთხოვნა მისი დაბრუნებისას ძირითად თანხასთან ერთად.

კასატორმა განმარტა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქმის გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის 1964 წლის რედაქცია, როდესაც მიუთითა, რომ „უსაფუძვლოდ გადაცემულ თანხაზე პროცენტის გადახდას გარიგების დადებისათვის არ ითვალისწინებდა მოქმედი სამოქალაქო კანონი”.

კასატორის განმარტებით, ი.ვ-შის მიერ ნ. ა-იანისათვის გადასახდელი თანხები გარიგების ვალდებულების არ არსებობის გამო წარმოადგენდა მის ვალს, ხოლო ფულად ვალზე გადახდილი უნდა იქნეს პროცენტი, რომლის ოდენობის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო გონივრული შესაბამისობის ფარგლებში სასამართლოს მიერ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოდენობის ფარგლებში.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ა-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ა. ბ-იას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1404.59 ლარის 70% - 983.213 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ა-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს ა. ბ-იას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 983.213 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.