დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 10.04.2007
საქმის ნომერი
ას-173-510-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-173-510-07 10 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ მ. ქ-ი, ბ. ტ-ი (ძირითად სარჩელში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჯ-ეE (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი: ძირითად სარჩელში _ უკანონო მშენებლობის აღკვეთა, შეგებებულ სარჩელში _ უკანონო მიშენების მოშლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჯ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ. ქ-სა და ბ. ტ-ს მიმართ საერთო საკუთრებაში არსებულ ეზოში მშენებარე საპირფარეშოს მოშლის შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს ლ. ჯ-ის მიერ უკანონო მიშენებისა და ლითონის კონსტრუქციის მოშლა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ ქ.ბათუმში, კ-ის ¹8 შესახვევში მდებარე საერთო ეზოში მშენებარე საპირფარეშოს მოშლა, მ. ქ-სა და ბ. ტ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ქ-მა და ბ. ტ-მა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ქ-მა და ბ. ტ-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და კასატორებს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღეში დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, მ. ქ-სა და ბ. ტ-ს ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდათ 2007 წლის 20 მარტს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მათ ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავთ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-სა და ბ. ტ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ მითითებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მისი გამოსწორება.

საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, მ. ქ-სა და ბ. ტ-ს ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდათ 2007 წლის 20 მარტს. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავთ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში კასატორებმა ხარვეზი არ გამოასწორეს, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ქ-სა და ბ. ტ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.