დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-199-534-07 29 მაისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ,მოსამართლე: როზა ნადირიანი
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ძ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
2007 წლის 30 მარტს გ. ძ-მ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი, მაგრამ არ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც საკასაციო პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზი შევსების საპროცესო ვადა.
2007 წლის 16 აპრილს გ. ძ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა მდებარეობს ბათუმში და მისი აუდიტორული შეფასების პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.
საკასაციო პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით გ. ძ-ს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა.
2007 წლის 4 მაისს გ. ძ-მ წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად სადავო სახლისა და მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 201000 ლარს. აღნიშნული თანხის 5% შეადგენს 10050 ლარს, რის გამოც კასატორმა მოითხოვა დამატებითი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
საკასაციო პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებით გ. ძ-ს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2007 წლის 15 მაისს (ს.ფ.198). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში გ. ძ-მ ხარვეზი არ გამოასწორა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ძ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩეს.
კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.