დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-381-732-07 23 ივლისი, 2007 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალ.ნი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ბ. ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ ...” გაზეთი “ .. ..” რედაქციაEE(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 დეკემბერი განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარმყოფელი წერილის გამოქვეყნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “ ...” გაზეთი “ .. ..” რედაქციის მიმართ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარმყოფელი წერილის გამოქვეყნებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ბ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ბ. ს-მა და მოითხოვა, გაზეთ “.. ..” რედექციას დაევალოს ლ. ა-ის წერილის საპასუხოდ წერილის გამოქვეყნება, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის განჩინებით ბ. ს-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად. სასამართლოს განცხადებით მიმართა კასატორმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. ამავე სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით ბ. ს-ს გაუგრძელდა ხრვეზის შევსების ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის განჩინებით ბ. ს-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად, სასამართლოს განცხადებით მიმართა კასატორმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, ვინაიდან საკასაციო საჩივრით იგი არ მოითხოვს პატივის, ღირსების აღდგენასა და ზიანის ანაზღაურებას. მისი მოთხოვნაა გაზეთ “ .. ..” საშუალება მიეცეს გამოხატოს აზრი მის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის გამო. ამავე სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით ბ. ს-ს გუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად.
საქმის მასალებში წარმოდგენილი გზავნილის თანახმად, ბ. ს-ს საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა 2007 წლის 29 ივნისს. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში ბ. ს-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.