საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 21.11.2016
საქმის ნომერი
202აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.11.2016

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №202აგ-16 თბილისი

რ-ი დ. 202აგ-16 21 ნოემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. რ-ს განცხადება, რომლითაც შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. 2016 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ.რ-მ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის განაჩენის გადასინჯვა და მასზე კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ დ. რ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

3. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. რ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

4. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული დ. რ-ი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ დ. რ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. რ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი