დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 08.05.2008
საქმის ნომერი
ას-158-427-08
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.05.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-158-427-08 8 მაისი, 2008წ.

¹

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. შ-ვი

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.შ-ვი

მოპასუხეები _ ჟ. და ტ. შ-ევები

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქ.Q-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ საქმეზე წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

20.. წ. .. ივნისს ბ-ის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს.შ-ვიმა მოპასუხეების _ ჟ. და ტ. შ-ევების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მხარეთა საკუთრებაში არსებული ოროთახიანი ბინის იძულებითი გასხვისება და მიღებული თანხის თანაბარ წილად განაწილება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქ. ბ-ში, ....... ქ. ¹../..-ში მდებარე ოროთახიანი ბინა მიიღეს მან, მისმა მეუღლეჟ. შ-ვამ და მათმა შვილებმა: ტ. და გ. შ-ვებმა. 19.. წ. მეუღლეთა შორის ქორწინება შეწყდა. ვაჟიშვილი აღსაზრდელად დარჩა მამასთან, ხოლო ქალიშვილი _ დედასთან. სასამართლო გადაწყვეტილებით 11.40 კვ.მ-ის ერთი ოთახი მიეკუთვნა მოსარჩელეს ვაჟთან ერთად, ხოლო მეორე 15.80 კვ.მ ოთახი _ მის ყოფილ მეუღლეს. 19.. წ. მხარეებმა მოახდინეს მათ სარგებლობაში არსებული ოთახების პრივატიზება, სათავსები დარჩა საერთო სარგებლობაში.

მოსარჩელის განმარტებით, მართალია, იგი მოპასუხისაგან იზოლირებულად ცხოვრობს, მაგრამ მათ შორის უკმაყოფილება მაინც არსებობს, შესაბამისად, მათი თანაცხოვრება შეუძლებელია. ამას ემატება მოპასუხეთა მიერ საერთო სარგებლობის ფართში შექმნილი ანტისანიტარია, რის გამოც მოსარჩელეს არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს აღნიშნული ფართით (ტომი 2, ს.ფ. 2-3).

20.. წ. .. სექტემბერს იმავე სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა გ. შ-ვის წარმომადგენელმა ტ. შ-ვამ მოპასუხეების _ ს.შ-ვიის, ნოტარიუს მ.მ-ძის, აჭარის ა/რ-ის მშენებლობის სამინისტროს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მიმართ და მოითხოვა ს.შ-ვიის სახელზე სადავო ბინის ნაწილის პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაუქმება და მისი ცნობა ბინის ამ ნაწილის თანამესაკუთრედ ს.შ-ვითან ერთად.

გ. შ-ვის განმარტებით, ს.შ-ვიის მიერ ბინის პრივატიზაცია მოხდა უკანონოდ “საქართველოს რესპუბლიკაში ბინის პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 19.. წ. . თებერვლის ¹... დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ბინის პრივატიზება განხორციელდა ოჯახის სრულწლოვანი წევრის თანხმობის გარეშე. ბინის პრივატიზაციის დროს იგი ოჯახის სრულწლოვანი წევრი იყო, რასაც ადასტურებს მის მიერ 19.. წ. ნოემბერში პირადობის მოწმობის აღება და 19.. წ-დე საზღვაო სანაოსნოში მუშაობა (ტომი 2, ს.ფ. 50).

ბ-ის საქალაქო სასამართლოს 20.. წ. . ივლისის გადაწყვეტილებით გ. შ-ვის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა 19.. წ. .. აგვისტოს ს.შ-ვიის სახელზე ქ. ბ-ში, ........ ქ. ¹../..-ში მდებარე ¹.. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინის ერთი 11.4 კვ.მ ფართობისგან შემდგარი ოთახის მესაკუთრეებად თანაბარი წილით ცნობილ იქნენ სტეფანე და გ. შ-ვები; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს.შ-ვიის სარჩელი, გაუქმდა მოსარჩელე ს.შ-ვიის, მოპასუხე ჟ. შ-ვასა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის _ გ. შ-ვის საზიარო უფლება მათ თანასაკუთრებაში რიცხული ბინის აუქციონზე რეალიზაციისა და ამონაგების განაწილებით, იმის გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელი ბინის 11.4 კვ.მ ფართისგან შემდგარი ოთახის თანამესაკუთრეები არიან ს. და გ. შ-ვები, ბინის მეორე ოთახის _ჟ. შ-ვა, დამხმარე ფართი საერთო სარგებლობაშია (ტომი 2, ს.ფ. 167-169).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ს.შ-ვიმა, ისეჟ., გ. და ტ. შ-ვებმა.

ს.შ-ვიმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. შ-ვისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 2, ს.ფ. 172-176), ხ., გ. და ტ. შ-ვებმა ითხოვეს მითითებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქ. ბ-ში, ........ ქ. ¹../..-ში მდებარე ¹26 ბინის აუქციონზე რეალიზაცია (ტომი 2, ს.ფ. 181).

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილებით ს.შ-ვიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბ-ის საქალაქო სასამართლოს 20.. წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. შ-ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ს.შ-ვიის სარჩელი, გაუქმდა სადავო ბინაზე ჟ. შ-ვასა და ს.შ-ვის შორის არსებული საზიარო უფლებები, დადგინდა აღნიშნული ბინის იძულებითი წესით გაყიდვა აუქციონზე და ამონაგები თანხის მხარეთა შორის თანაბარწილად განაწილება; ჟ. და გ. შ-ვების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ს.შ-ვის უარი ეთქვაჟ. შ-ვასათვის 1000 ლარის დაკისრების მოთხოვნაზე (ტომი 2, ს.ფ. 2..-233).

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. და გ. შ-ვების წარმომადგენელმა ტ. შ-ვამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო ს.შ-ვიის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 2, ს.ფ. 238-240).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინებით ჟ. შ-ვასა და გ. შ-ვის წარმომადგენელ ტ. შ-ვას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი 2, ს.ფ. 338-349).

“სერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 884 მუხლში 20.. წ. .. ნოემბრის ორგანული კანონით შეტანილი ცვლილების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სააპელაციო სასამართლო და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცა ქ.Q-ს სააპელაციო სასამართლოს.

ქ.Q-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. სექტემბრის გადაწყვეტილებით სტეფანე, გ., ჟ. და ტ. შ-ევების სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბ-ის საქალაქო სასამართლოს 20.. წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს.შ-ვიის სარჩელი მასა დაჟ. შ-ვას შორის თანასაკუთრებაში რიცხული ქ. ბ-ში, ....... ქ. ¹../..-ში მდებარე ¹.. ბინაზე საზიარო უფლების გაუქმებაზე არ დაკმაყოფილდა; გ. შ-ვის სარჩელი 19.. წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივი გაუქმებისა და საცხოვრებელი ბინის 11.4 კვ.მ ერთი ოთახის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. შ-ვმა სააპელაციო სასამართლოში დავის საგანი შეცვალა, კერძოდ, პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების ნაცვლად, თანამესაკუთრედ ცნობა და წილზე მისი უფლების აღიარება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ს.შ-ვიის წარმომადგენელმა წარადგინა ბ-ის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის მიერ 20.. წ. .. ივლისს გაცემული ცნობა და 20.. წ. . აგვისტოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ. მითითებული მტკიცებულებების თანახმად, ბ-ის პროკურატურაში განხილულ იქნა სისხლის სამართლის საქმე ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ტ. შ-ვამ გამოიყენა და დაამზადა ყალბი ცნობა, რომ გ. შ-ვი ..92-96 წლებში მუშაობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე, მაშინ როცა იგი 19.. წლიდან გადასულია საცხოვრებლად უკრაინაში. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლად დადგენილებაში კანონით დადგენილი წესით ხანდაზმულობის ვადის გასვლაა მითითებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. შ-ვი 19.. წ-დან ჩაწერილი იყო ჩერკასკის ოლქის ჩიგირინის რაიონის სოფელ ივანოვკაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ. შ-ვს სადავო ბინაზე უფლება დაკარგული ჰქონდა და, შესაბამისად, იგი ვერც პრივატიზების მონაწილე გახდებოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გ. შ-ვი რომც ყოფილიყო პრივატიზების დროისათვის სადავო ბინაში ჩაწერილი და იქ მცხოვრები, აღნიშნული მაინც ვერ გახდებოდა პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 19.. წ. . აგვისტოს ¹... დადგენილებით, პრივატიზაციის ხელშეკრულება არ საჭიროებდა გ. შ-ვის თანხმობის სანოტარო წესით დამოწმებას (ტომი 3, ს.ფ. 92-103).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გ., ჟ. და ტ. შ-ევებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. შ-ვის სარჩელი 19.. წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმებისა და საცხოვრებელი ბინის 11.4 კვ.მ ერთი ოთახის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე (ტომი 3, ს.ფ. 122-124).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.. წ. .. სექტემბრის განჩინებით გ., ჟ. და ტ. შ-ევების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.Q-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი 3, ს.ფ. ..7-204).

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გ. შ-ვის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თ-ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გ. შ-ვის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 20.. წ. .. იანვრის ¹... ბრძანების (რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული აქტი გ. შ-ვის ბ-ში, ....... ქ. ¹../..-ში მდებარე ¹.. ბინაზე რეგისტრაციის ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულის დასტურად მან წარადგინა თ-ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.. წ. . მაისის განჩინება და ამავე სასამართლოს 20.. წ. .. მაისის სხდომის ოქმი ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებად ცნობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ს.შ-ვიის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რათა შეჩერებულიყო მოცემული დავის განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სარჩელის გადაწყვეტამდე, რადგან ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას შემდგომში პრეიუდიციული მნიშვნელობა ექნებოდა განსახილველი დავის მიმართ (ტომი 4, ს.ფ. 39-43).

ქ.Q-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინებით ს.შ-ვიის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა ს.შ-ვიის სააპელაციო საჩივრის განხილვა ბ-ის საქალაქო სასამართლოს 20.. წ. . ივლისის გადაწყვეტილებაზე გ. შ-ვის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართ თ-ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ-ს საქალაქო სასამართლოს მიერ განსახილველ ადმინისტრაციულ დავაზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეიძლებოდა პრეიუდიციული მნიშვნელობა მისცემოდა განსახილველი სამოქალაქო დავის გადაწყვეტისათვის. თ-ს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავას უნდა გადაეწყვიტა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად კანონშესაბამისი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 20.. წ. .. იანვრის ¹... ბრძანება, რომლითაც თავის მხრივ ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული აქტი გ. შ-ვის პირადობის დადასტურებისა და რეგისტრაციის შესახებ (ტომი 4, ს.ფ. 48-51; 74-76).

აღნიშნულ განჩინებაზე გ. შ-ვმა იმავე სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი მოტივებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაჩერა განსახილველ სამოქალაქო საქმეზე წარმოება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 20.. წ. .. იანვრის ¹... ბრძანების გაუქმების მოთხოვნით აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. კონკრეტული სამოქალაქო დავის განხილვა შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვის დასრულებამდე, რასაც ვერ ვიტყვით საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში მყოფ საქმეზე, რომლის შედეგიც დამოკიდებულია აღნიშნული სამოქალაქო დავის გადაწყვეტაზე (ტომი 4, ს.ფ. 86-87).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქ.Q-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, საქმის წარმოება შეაჩეროს, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას გადამწყვეტია, არსებობდეს საქმეთა შორის აუცილებელი კავშირი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზემოაღნიშნულ ორ საქმეს შორის აუცილებელი კავშირის არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

გ. შ-ვის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი თ-ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის .......წ. განჩინებითა და ........წ. სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ თ-ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო და დასაშვებად ცნო გ. შ-ვის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 20.. წ. .. იანვრის ¹... ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე (ტომი 4, ს.ფ. 45-47). აღნიშნული ბრძანებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული აქტი გ. შ-ვის პირადობის დადასტურებისა და რეგისტრაციის შესახებ, კერძოდ, გ. შ-ვის ბ-ში, ........ ქ. ¹../..-ში მდებარე ¹26 ბინაზე რეგისტრაციის ნაწილში (ტომი ს.ფ. 153-159). სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე გ. შ-ვის მოთხოვნას წარმოადგენს ბ-ში, ერას ქ. ¹../..-ში მდებარე ¹.. ბინის ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობა. შესაბამისად, ვიდრე არ გაირკვევა ბ-ში, ......... ქ. ¹../..-ში მდებარე სადავო ბინის პრივატიზაციის დროისათვის აღნიშნულ ბინაზე გ. შ-ვის რეგისტრაციის კანონიერება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გადაწყვიტოს ამავე ქონებაზე მისი საკუთრების უფლების საკითხი.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, შეჩერებულია წარმოება მხოლოდ ს.შ-ვიის სააპელაციო საჩივარზე, მაშინ როდესაც სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში იყო როგორც ს.შ-ვიის, ისე ჟ. და გ. შ-ვების სააპელაციო საჩივარი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ს.შ-ვიის წარმომადგენელი შუამდგომლობით ითხოვდა მთელ საქმეზე წარმოების შეჩერებას და საპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სწორედ აღნიშნული შუამდგომლობაა დაკმაყოფილებული, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული უზუსტობა ტექნიკური ხასიათისაა და ეს გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოება შეჩერებულია კანონიერი საფუძვლით, რის გამოც კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 4..-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. შ-ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქ.Q-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.