დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 10.04.2009
საქმის ნომერი
ას-232-557-09
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-232-557-09 10 აპრილი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა,მოსამართლე რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ღ-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით ა. ღ-შვილს კერძო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 50 ლარის ოდენობით.

აღნიშნული განჩინების ასლი ა. ღ-შვილს გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით.

2009 წლის 31 მარტს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსებულად ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ იგი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული ნორმით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ექვემდებარებიან ფიზიკური პირები სარჩელებზე ხელფასისი გადახდევინების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ითხოვს საქმის წარმოების განახლებას, რაც არ ექვემდებარება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-შვილმა სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში ხარვეზი ვერ გამოასწორა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.