საკასაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო

სისხლის სამართლის 05.07.2017
საქმის ნომერი
2კ-11აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.07.2017

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №11აპ-17 5 ივლისი, 2017 წელი

ვ-ი ს, 11აპ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ვ-ის მიმართ ადვოკატ ტ. მ-ის მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საკითხი.

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ვ-ის ადვოკატს - ტ. მ-ს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მიეცა 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად. განჩინებით კასატორს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგიც.

2. საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება ადვოკატ ტ. მ-ს ჩაჰბარდა 2017 წლის 27 ივნისს, მაგრამ მან არ შეავსო საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი არ შეესაბამება სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს განუხილველად ტოვებს, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ადვოკატ ტ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე