საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო
გადაწყვეტილების ტექსტი
#62აპ-18 27 თებერვალი, 2018 წელი
ზ-ე ზ., 62აპ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დიმიტრი ჩაფიჩაძის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ ვალერი კუჭუხიძის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმებები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ ვალერი კუჭუხიძესა და მსჯავრდებულებს - ზ. ზ-ს, მ. გ-ეს, რ. ჩ-სა და მ. ლ-ეს შორის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენში ზ. ზ-ის, მ. გ-ის, რ. ჩ-სა და მ. ლ-ს მიმართ შევიდა ცვლილება:
ზ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ცხრა ეპიზოდისათვის), ამავე კოდექსის 210–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 214–ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შვიდი ეპიზოდისათვის), ამავე კოდექსის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ზ. ზ-ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41–42–ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 20 000 ლარი.
მსჯავრდებულ ზ. ზ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 აპრილიდან.
მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 214–ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის ცხრა ეპიზოდისათვის), ამავე კოდექსის 210–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ერთი ეპიზოდისათვის), ამავე კოდექსის 210–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდისათვის) და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ მ. გ-ეს, საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41–42–ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 20 000 ლარი.
მსჯავრდებულ მ. გ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 აპრილიდან.
რ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 214–ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შვიდი ეპიზოდისათვის) და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ რ. ჩ-ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41–42–ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 20 000 ლარი.
მსჯავრდებულ რ. ჩ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 აპრილიდან.
მ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 214–ე მუხლის მეორე ნაწილით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ მ. ლ-ეს საქართველოს სისხლის სამართლის ოკდექსის 41–ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი.
მსჯავრდებულ მ. ლ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 აპრილიდან.
დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2. 2018 წლის 12 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა სისხლის სამართლის საქმე ზ. ზ-ის, მ. გ-სა და რ. ჩ-ის მიმართ, პროკურორის საკასაციო საჩივრის საფუძველზე. საქმის მასალებიდან ირკვევა შემდეგი:
2017 წლის 13 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დიმიტრი ჩაფიჩაძემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენის გაუქმება მსჯავრდებულებთან - ზ. ზ-სთან, მ. გ-სა და რ. ჩ-სთან დადებული საპროცესო შეთანხმების ნაწილში და საქმის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურისთვის დაბრუნება იმ მოტივით, რომ მათ დაარღვიეს საპროცესო შეთანხმების პირობა.
2018 წლის 8 თებერვლის განცხადებით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი დიმიტრი ჩაფიჩაძე შუამდგომლობს წარმოდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან ზ. ზ., მ. გ. და რ. ჩ. შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა და ისინი გათავისუფლდნენ როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელების მოხდისგან, მათვე მოეხსნათ ნასამართლობა.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დიმიტრი ჩაფიჩაძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
4. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის -დიმიტრი ჩაფიჩაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე