საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 15.05.2018
საქმის ნომერი
2კ-192აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.05.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056931

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №192აპ-18 ქ. თბილისი

ხ-ი ვ-ი, 192აპ-18 15 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ-ი ხ-ის განცხადება, რომლითაც შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ვ-ი ხ-ი, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის განაჩენით ვ-ი ხ-ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ვ-ი ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 9 ოქტომბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ:

ვ-ი ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 9 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

ვ-ი ხ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 9 ოქტომბრიდან.

პენიტენციური დაწესებულებიდან ვ-ი ხ-ის განთავისუფლების შემდეგ მის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ-ი ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ-ი ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

4. 2018 წლის 8 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული ვ-ი ხ-ი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენზე.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ვ-ი ხ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ-ი ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-ი ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი