საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.09.2018
საქმის ნომერი
2კ-171აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010141318700056466

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№171აპ-18 ქ. თბილისი

ხ. ი. 171აპ-18 24 სექტემბერი, 2018წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმათბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლისგანაჩენზეთბილისის პროკურატურის პროკურორ გოჩა ქორაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ი. ხ., – დაბადებული 19-- წლის 17 ივლისს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 12 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018წლის 22 თებერვლისგანაჩენითდარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ხ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 10:00 საათზე, თ. მდინარე მ-ის მარჯვენა სანაპიროზე, გ. მ-ს სახელობის საავტომობილო ხიდის ქვეშ, ავტომანქანა „ფოლკსვაგენ პოლოში“, ი. ხ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა ი. უ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი გოჩა ქორაია საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ი. ხ-სათვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ისარ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7.საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, მათ შორის – მოწმეების: ზ. ხ-ს, ჯ.რ-ს, ლ. რ-ს, ი. ღ-ს, დ. ე-ს, მ.შ-სა და ი. ჯ-ს ჩვენებებით, ბრალდებულის აღიარებით, ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ი.ხ-სა და დ. ე-ს საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის, ი.უ-ას გვამის დათვალიერების ოქმებით, ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 11 ივლისის №... და ბიოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 18 ივლისის №... დასკვნებით, ამოღებული ნივთმტკიცებებითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ი. ხ-მ ნამდვილად ჩაიდინაი. უ-ს განზრახ მკვლელობა.

8. ბრალდების მხარე ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას.სასჯელის პროპორციულობის, ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. სასამართლოს მიერ დანიშნულმა პროპორციულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე, სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ბრალდებული თვითონ გამოცხადდა სამართალდამცავებთან ბრალის აღიარებით, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია ჩადენილი ქმედება) და დამამძიმებელი გარემოებების, ასევე პირის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ი. ხ-ს განუსაზღვრა სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რომლის დამძიმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ გოჩა ქორაიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ გოჩა ქორაიას საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე