საკასაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო

სისხლის სამართლის 06.05.2019
საქმის ნომერი
2კ-691აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002336089

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №691აპ-18 6 მაისი, 2019 წელი

გ–ი ლ. 691აპ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ–ის მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საკითხი.

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. გ–ს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მიეცა 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად. განჩინებით კასატორს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგიც.

2. საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება მსჯავრდებულ ლ. გ–ს ჩაჰბარდა 2019 წლის 25 აპრილს, მაგრამ მან არ შეავსო საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი არ შეესაბამება სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს განუხილველად ტოვებს, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე