საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002392394
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
N798აპ-18 ქ. თბილისი
ქ-ი მ., 798აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ქ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით მ. ქ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით -საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით;
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მარტის განჩინებით მ. ქ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
ნივთიერი მტკიცებულება:
2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნა მისი შენახვის ვადით;
მ. ქ-ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული გლობუსი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა განადურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მარტის განჩნებით მ. ქ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა; გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება უნდა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება:
2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნა მისი შენახვის ვადით;
მ. ქ-ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული გლობუსი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებით განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინება მ. ქ-ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე.
მსჯავრდებული მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით შეეცვალა ჯარიმით და მ. ქ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი.
ჯარიმის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ქ-მა და ითხოვა მსჯავრდებულ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. 2019 წლის 30 ივლისს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული მ. ქ-ი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ მ. ქ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებული მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე