დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802219003152799
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№37I-19 ქ. თბილისი
ა. რ. 37I-19 12 სექტემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას
ადვოკატ - ა. თ-ს
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ა-ს
თარჯიმან - თ. ც-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ-ს ფ-დან მოწოდებული მასალების თანახმად:
2016 წლის 8 ივნისს რ-ს ფ-ს საგამოძიებო კომიტეტის ჩ-ს რ-ში საგამოძიებო სამმართველომ გამოიტანა დადგენილება რ. ა-ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, რ. ა-ს ბრალი დაედო რ-ს ფ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 205.1-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
იმავე დღეს რ-ს ფ-ს საგამოძიებო კომიტეტის ჩ-ს რ-ში საგამოძიებო სამმართველოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა რ. ა-ს ძებნა.
2016 წლის 8 ივლისს რ-ს ფ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. გ-ს სამმართველოს პოლიციის განყოფილების გადაწყვეტილებით გამოცხადდა რ. ა-ს საერთაშორისო ძებნა.
2016 წლის 14 ივლისს რ-ს ფ-ს ჩ-ს რ-ს ქ. გ-ს ს-ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით რ. ა-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
2017 წლის 18 აპრილს რ-ს ფ-ს საგამოძიებო კომიტეტის ჩ-ს რ-ში საგამოძიებო სამმართველომ გამოიტანა დაზუსტებული დადგენილება რ. ა-ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, რ. ა-ს ბრალი დაედო რ-ს ფ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 205.1-ე მუხლის პირველი ნაწილით, 205.5-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
2018 წლის 26 სექტემბერს გამოცხადდა რ. ა-ს ძებნა ინტერპოლის არხებით.
2019 წლის 14 იანვარს რ-ს ფ-ს საგამოძიებო კომიტეტის ჩ-ს რ-ში საგამოძიებო სამმართველომ გამოიტანა დაზუსტებული დადგენილება რ. ა-ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, რ. ა-ს ბრალი დაედო რ-ს ფ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 205.1-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის დაყოლიება უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებაზე ან მასში მონაწილეობაზე), 205.5-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (იმ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, რომელიც რ-ს ფ-ს კანონმდებლობით აღიარებულია ტერორისტულად) და ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით (უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მონაწილეობა შეიარაღებულ ფორმირებაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული
სახელმწიფოს კანონმდებლობით, იმ მიზნებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რ-ს ფ-ს ინტერესებს) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
2. მოწოდებული მასალების თანახმად, რ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
რ. ა., მოქმედებდა რა პირდაპირი განზრახვით და ითვალისწინებდა მისი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, გამოძიებით კონკრეტულად დაუდგენელ დროს, 2013 წლის სექტემბერში, გაემგზავრა ს-ს ა. რ-ში, სადაც გაწევრიანდა აღნიშნული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში და მონაწილეობდა მის საქმიანობაში 2015 წლის თებერვლის ჩათვლით.
გარდა ამისა, 2015 წლის მარტიდან 2015 წლის ივლისამდე დროის მონაკვეთში რ. ა., რომელიც მოცემული დროისთვის იყო საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ,,ი. ს-ს“ წევრი, იმყოფებოდა რ-ს ფ-ში. რ. ა-მ, მოქმედებდა რა ,,ი. ს-ს“ ერთ-ერთი ლიდერის - ა. ჩ-ს მითითებით, დაიყოლია ა. ი., რომ რ-ს ფ-ს ჩ-ს რ-აში, ვ-ს რ-ს ტერიტორიაზე, შეექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელიც მოგვიანებით სტრუქტურული ერთეულის სახით შევიდოდა ,,ი. ს-ს“ შემადგენლობაში. ამასთან, რ. ა. დაჰპირდა ა. ი-ს ჯგუფის დაფინანსებასა და თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფას, რითიც ხელი შეუწყო ,,ი. ს-ს“ რიგების შევსებას და მის უკანონო საქმიანობას.
გარდა აღნიშნულისა, 2015 წლის თებერვლიდან, რ. ა. იმყოფებოდა რა ს-ს ა. რ-ს ტერიტორიაზე, ,,ი. ს-ს“ სახელით ნებაყოფლობით მონაწილეობდა აღნიშნული სახელმწიფოს სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. რ. ა., ტერორისტული ორგანიზაცია ,,ი. ს-ს“ სტრუქტურული დანაყოფის - შეიარაღებული ფორმირების სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, ახორციელებდა ,,ი. ს-ს“ კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების საზღვრებზე განთავსებული პოსტების შეიარაღებულ დაცვას და ამოწმებდა იმ პირთა დოკუმენტაციას, რომლებიც კვეთდნენ აღნიშნულ საზღვარს.
3. 2018 წლის 20 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ-ს ფ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ა.
4. 2018 წლის 22 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით რ. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
5. 2019 წლის 5 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი რ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 22 დეკემბრის განჩინების შეცვლის თაობაზე.
6. 2019 წლის 25 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო რ. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე რ-ს ფ-ს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
7. 2019 წლის 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით რ. ა-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 20 ივნისამდე.
8. 2019 წლის 22 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი რ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 18 მარტის განჩინების შეცვლის თაობაზე.
9. 2019 წლის 17 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით რ. ა-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 20 სექტემბრამდე.
10. 2019 წლის 20 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი რ. ა-ს რ-ს ფ-ში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ-ს ფ-ს საგამოძიებო კომიტეტის ჩ-ს რ-ში საგამოძიებო სამმართველოს 2019 წლის 14 იანვრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ-ს ფ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 205.1-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის დაყოლიება უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებაზე ან მასში
მონაწილეობაზე), 205.5-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (იმ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, რომელიც რ-ს ფ-ს კანონმდებლობით აღიარებულია ტერორისტულად) და ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით (უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მონაწილეობა შეიარაღებულ ფორმირებაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული სახელმწიფოს კანონმდებლობით, იმ მიზნებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რ-ის ფედერაციის ინტერესებს).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინებით დასაშვებად ცნო რ. ა-ს რ-ს ფ-ში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ-ს ფ-ს საგამოძიებო კომიტეტის ჩ-ს რ-ში საგამოძიებო სამმართველოს 2019 წლის 14 იანვრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ-ს ფ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 205.1-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის დაყოლიება უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებაზე ან მასში მონაწილეობაზე), 205.5-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (იმ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, რომელიც რ-ს ფ-ს კანონმდებლობით აღიარებულია ტერორისტულად) და ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით (უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მონაწილეობა შეიარაღებულ ფორმირებაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული სახელმწიფოს კანონმდებლობით, იმ მიზნებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რ-ს ფ-ს ინტერესებს).
12. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ა-ს ადვოკატი ა. თ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: ექსტრადიციის შემთხვევაში რ. ა. დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; მის მიმართ დაირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება; არ არის წარმოდგენილი მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება; მიმდინარეობს სასამართლო განხილვა საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხზე; ასევე - მხედველობაშია მისაღები, რომ რ. ა-ს ქ-ში ჰყავს ოჯახი - მეუღლე და ოთხი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც სწავლობენ ქ-ს საჯარო სკოლაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. რ-ს ფ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ა. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 20 დეკემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი რ. ა-ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები.
5. დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მითითება იმის შესახებ, რომ ა. ა-ს ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს რ-ს ფ-ში, ვინაიდან არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით დასტურდება, რომ იქ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მძიმე მდგომარეობაა და შესაძლოა, ა. ა. დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, კერძოდ:
ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას და აღნიშნულის თაობაზე მტკიცების ტვირთი აკისრია დაცვის მხარეს (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, ECHR [GC], 73).
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ისეთი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიდა არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ა. ა-ს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება მისი რ-ს ფ-ში ექსტრადიციის შემთხვევაში, კასატორის ზოგადი განცხადება და სხვადასხვა სტატია იმის შესახებ, რომ რ-ს ფ-ში მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, არ წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.
6. ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ასევე საერთაშორისო დაცვის საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესი, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას. გარდა ამისა, საკასაციო პალატის სდომაზე პროკურორმა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული პროცესი დასრულებულია და ა. ა-ს უარი ეთქვა სტატუსის მინიჭებაზე.
7. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის მითითებას ა. ა-ს მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შესახებ, ვინაიდან რ-ს ფ-ს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ რ. ა-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც არსებით საფუძველს შექმნიდა ვარაუდისთვის, რომ რ. ა. რ-ს ფ-ში დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას.
8. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ რ-ს ფ-ს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტია, რომ ,,ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად რ. ა-ს პოლიტიკური მოტივით დევნას მისი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნების ან პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით“ და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში რ. ა. უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობით. იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. გარდა აღნიშნულისა, 2019 წლის 30 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, რ-ს ფ-ს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, რ-ს ფ-ში ექსტრადიციის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, რ-ს ფ-ს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ იქნება ყველა საჭირო ზომა სამართალწარმოების, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის, ხოლო მსჯავრდების შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსების მთელი დროის განმავლობაში რ. ა-ს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. რ. ა. არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ
მოპყრობას ან დასჯას. სისხლის სამართალწარმოების პროცესში არ მოხდება მისი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია. გარდა ამისა, რ. ა-ს მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული ყველა უფლებით. რ-ს ფ-ს ტერიტორიაზე რ. ა.. განთავსებული იქნება 1950 წლის ევროპული კონვენციითა და 2006 წლის ევროპული ციხის წესებით დადგენილი სტანდარტების შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. პალატა მიუთითებს, რომ რ-ს ფ-ს მიერ წარმოდგენილი გარანტიები არის საკმარისად კონკრეტული და არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (Klein v. Russia, no. 24268/08, ECHR, 55), ისინი გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v. The United Kingdom, no 22414/93, ECHR 105-107; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, ECHR, 344; Kordian v. Turkey , no. 6575/06, Decision, ECHR), გარანტიების გამცემი სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილეა (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR), რის გამოც, სასამართლოს არ გააჩნია მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
9. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებითაც პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივებს და მიუთითებს:
საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოში ცხოვრობენ რ. ა-ს მეუღლე და ოთხი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც არიან რ-ს ფ-ს მოქალაქეები. ამჟამად რ-ს ფ-ში ცხოვრობენ რ. ა-ს მშობლები, სამი და და ძმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის მონაცემებით, რ. ა. საქართველოში იმყოფება 2017 წლის 18 აპრილიდან. იგი ამ ქვეყანაში შემოვიდა თ-ს რ-დან, ხოლო მანამდე საქართველოში ნამყოფი არ არის. რ. ა-ს მეუღლე და შვილები საქართველოში იმყოფებიან 2017 წლის 27 აპრილიდან და ისინი საქართველოში შემოვიდნენ რ-ს ფედერაციიდან. ამასთან, რ. ა-ს ოჯახის წევრები საქართველოში შემოსვლიდან დღემდე პერიოდულად კვეთენ საქართველოსა და რ-ს ფ-ს შორის სახელმწიფო საზღვარს. ამასთან, რ. ა-ს განმარტებით საქართველოში ჩამოსვლამდე მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ რ-ს ფ-ში.
ამდენად, რ. ა-ს ოჯახის წევრები არ არიან მჭიდროდ დაკავშირებული საქართველოსთან და არ აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრების გამოცდილება, არიან რ-ს ფ-ს მოქალაქეები, რ-ს ფ-ში ცხოვრობენ აგრეთვე რ. ა-ს მშობლები და და-ძმა. რ. ა-ს ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველოში მყოფი მისი ოჯახის წევრები
დაბრკოლების გარეშე შეძლებენ რ-ს ფ-ში დაბრუნებასა და რ. ა-ს მონახულებას.
გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია რ. ა-ს მიმართ რ-ს ფ-აში ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივ ქმედებათა ხასიათი და საშიშროება. მას ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელთან ბრძოლაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც შიდა სახელმწიფოებრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებად ითვლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის სახელმწიფოთა შორის არსებული თანამშრომლობა ექსტრადიციის საკითხებზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირადი ან ოჯახური ცხოვრება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის კანონიერ მიზანს, რომელსაც პირის ექსტრადიცია მიემართება. ანალოგიურ შემთხვევებში უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შესაფასებლად სასამართლო მხედველობაში იღებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმესა და უფლებაში ჩარევის ინტენსივობას (King v. The United Kingdom, no. 9742/07).
ზემოხსენებული ფაქტორების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ა-ს რ-ს ფ-ში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
10. პალატა არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის მითითებებს რ. ა-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი არ ითვალისწინებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში არ იხილება რ. ა-ს ბრალეულობის საკითხი. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმაზე, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები (იხ. სუსგ №20I-17, №17I-18, №34I-18, №6I-19).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ა-ს რ-ს ფ-ში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც
აღწერილია რ-ს ფ-ს საგამოძიებო კომიტეტის ჩ-ს რ-ში საგამოძიებო სამმართველოს 2019 წლის 14 იანვრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ-ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის დაყოლიება უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებაზე ან მასში მონაწილეობაზე), 205.5-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იმ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, რომელიც რ-ს ფ-ს კანონმდებლობით აღიარებულია ტერორისტულად) და ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით (უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მონაწილეობა შეიარაღებულ ფორმირებაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული სახელმწიფოს კანონმდებლობით, იმ მიზნებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რ-ს ფ-ს ინტერესებს), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე