დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 10.05.2011
საქმის ნომერი
ას-383-363-2011
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.05.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-383-363-2011 10 მაისი, 2011 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

წარმომადგენელი – ე. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი –ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 23 ივლისს ლ. გ-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ბრძანების ბათილად ცნობის, ბოლნისის რაიონის სოფ. ...ს საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ლ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. გ-შვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტროს 2008 წლის 10 სექტემბრის ბრძანება, ლ. გ-შვილი აღდგენილ იქნა სსიპ სოფ. ...ს საჯარო სკოლის დირექტორად და განხორციელდა მისი დირექტორად რეგისტრაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹543 ბრძანებით განსაზღვრულ დანართში.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. ბოლნისის რაიონის სოფელ ...ს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ 2007 წლის 5 ოქტომბერს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სკოლის დირექტორად ლ. გ-შვილი აირჩია;

2. 2008 წლის 22 ივლისს ბოლნისის რაიონის, სოფელ ...ს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ ლ. გ-შვილთან შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო;

3. ბოლნისის რაიონის სოფელ ...ს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 10 სექტემბრის ¹775 ბრძანებით გაუქმდა ბოლნისის რაიონის სოფელ ...ს საჯარო სკოლის დირექტორად ლ. გ-შვილის რეგისტრაცია, შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის ¹543 ბრძანების დანართში და ამოღებულ იქნა პუნქტი ¹ 656 ლ. გ-შვილის დირექტორად რეგისტრაციასთან დაკავშირებით;

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბოლნისის რაიონის, სოფელ ...ს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება ლ. გ-შვილთან შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება შესულ. კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სკოლის დირექტორთან მიმართებით დამსაქმებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, ხოლო სკოლის სამეურვეო საბჭოს ფუნქცია განისაზღვრება არა მატერიალურ-სამართლებრივი, არამედ პროცედურული უფლებამოსილებებით. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბოლნისის რაიონის სოფელ ...ს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობით აღდგა მის გამოცემამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო გასაჩივრებულ 2008 წლის 10 სექტემბრის ¹775 ბრძანებასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის ¹543 ბრძანებას, ბრძანების დანართიდან დანართიდან პუნქტი ¹656 პუნქტის ამოღების თაობაზე, გამოეცალა საფუძველი, რის გამოც ორივე ბრძანება, როგორც 2008 წლის 22 ივლისის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი, უნდა გაუქმებულიყო და აღდგნილიყო მათ გამოცემამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორმა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ წანამძღვრებზე მიუთითა:

1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დირექტორთან მიმართებით დამსაქმებელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ასევეა სკოლის სამეურვეო საბჭო, ამდენად ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება ზოგადად დამსაქმებელის მიმართაა გამოტანილი, შესაბამისად, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში, პრეიუდიციული ძალა უნდა მინიჭებოდა;

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე არასწორია სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილშიც, რადგანაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.