საკასაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო

სისხლის სამართლის 02.06.2020
საქმის ნომერი
2კ-959აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.06.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100113384562

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№959აპ-19 ქ. თბილისი

გ. მ., 959აპ-19 2 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ-ს მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საკითხი.

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. გ-ს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიეცა 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად. განჩინებით კასატორს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგიც.

2. საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება მსჯავრდებულ მ. გ-ს ჩაჰბარდა 2020 წლის 26 მაისს, მაგრამ მან არ შეავსო საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი არ შეესაბამება ამავე კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს განუხილველად ტოვებს, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი