გაუქმდა და შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-956-1235-09 20 სექტემბერი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი გარეშე საკასაციო პალატამ განიხილა შპს ,,ს-ისა” და სს ,,... ბანკის“ ერთობლივი განცხადება მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,ს-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე შპს "ს-ის” სარჩელის გამო მოპასუხე სს "... ბანკი"-ს თაობაზე. ამავე პალატის 2010 წლის 11 იანვრის განჩინებით მირებული იქნა განსახილველად მიღებული შპს ,,ს-ის“ საკასაციო საჩივარი.
2010 წლის 23 აპრილს მხარეთა მორიგების მიზნით დაინიშნა სასამართლოს სხდომა. საქმისს განხილვა არაერთხელ გადაიდო მხარეთა ინიციატივით მორიგების პირობების შესათანხმებლად.
2010 წლის 10 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და განაცხადეს, რომ ისინი უარს ამბობენ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების შესრულებაზე, ხოლო და მათ შორის ურთიერთობა მოწესრიგდება 2010 წლის 3 სექტემბერს შპს ,,ს-ას,” სს ,,... ბანკს,” შპს სადაზღვევო კომპანია ,,...,” სს ,, ...” და შპს ,,...” შორის დადებული ხელშეკრულებით (მორიგების აქტი).
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.
ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ს-ასა“ და სს ,,... ბანკს“ შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
შპს ,,ს-ამ’’ უარი განაცხადა სს ,,... ბანკის” 618211-693937 და ¹618211-693939 საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე (თანხის გადახდაზე).
მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, რომ მათ შორის არსებული უფლება-მოვალეობანი დარეგულირდეს 2010 წლის 3 სექტემბერს შპს ,,ს-ას,” სს ,,... ბანკს,” შპს სადაზღვევო კომპანია ,,...,” სს ,, ...” და შპს ,,...” შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად (შპს ,,ს-ის’’ საკუთრებაში არსებული ორი სადგურის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.)
საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი სახით:
შპს ,,ს-ამ’’ უარი განაცხადა სს ,,... ბანკის” ¹ 618211-693937 და ¹618211-693939 საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე (თანხის გადახდაზე).
მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, რომ მათ შორის არსებული უფლება-მოვალეობანი დარეგულირდეს 2010 წლის 3 სექტემბერს შპს ,,ს-ას,” სს ,,... ბანკს,” შპს სადაზღვევო კომპანია ,,...,” სს ,, ...” და შპს ,,...” შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად ( შპს ,,ს-ის’’ საკუთრებაში არსებული ორი სადგურის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.)
გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს.
განემარტოთ მხარეებს, რომ იგივე მხარეებს შორის იგივე დავაზე სასამართლოსათვის მომართვა დაუშვებელია.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.