საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #820100118002329807
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №592აპ-18 ქ. თბილისი
კ–ა ი., 592აპ-18 16 სექტემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ. კასატორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასადა ი. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა იაშა კორძაიას ბრალეულობას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. კ–მ ჩაიდინა ოჯახისერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
ი. კ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევმა ი. კ–მ პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში, 2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ............. მუნიციპალიტეტის სოფელ .......ში, საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკურად იძლადა თავის მეუღლზე- ლ. ბ–ზე მიმართ, კერძოდ: ი. კ–მ სამჯერ ძლიერად ჩაარტყა მუცელში ხელი და ძალის გამოყენებით ათრია იატაკზე, რის შედეგადაც ლ. ბ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენით ი. კ–ა, - დაბადებული ..... წელს,- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდასაქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ი. კ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
გამართლებულ ი. კ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ. აპელანტმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და იაშა კორძაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6.საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ი. კ–ს ბრალეულობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ლ. ბ–მ, ისევე როგორც შემთხვევის მეორე თვითმხილველმა პირმა, მოწმე ე. ბ–მ არ დაადასტურეს მათ მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია და განმარტეს, რომ ი. კ–ს ფიზიკურად არ უძალადია დაზარალებულზე. მათ შორის იყო მხოლოდ სიტყვიერი კამათი და ხმამაღალი ლაპარაკი, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ი. კ–ს მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს უტყუარად დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი