საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100118002584694
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №168აპ-19 ქ. თბილისი
ა–ი ა., 168აპ-19 4 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - მაია სილაგაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მაია სილაგაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულების - ა. ა–ის, ბ. კ–ის, ი. ჰ–ის, ა. მ–ის, დ. ნ–ისა და ფ. ბ–ათვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით:
ა. ა–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
გაუქმდა ა. ა–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ბ. კ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი.
გაუქმდა ბ. კ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
ი. ჰ–ი, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20000 ლარი.
გაუქმდა ი. ჰ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივლისის განჩინებით გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღადადებულ უძრავ ქონებას (მესაკუთრე: ი. ჰ–ი, პ/ნ .........; მდებარე: ......... რაიონი, სოფელი ა–ის მევენახეობა, დაზუსტებული ფართობი: 12971.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 83.06.11.847) უნდა მოეხსნას ყადაღა.
ა. მ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20000 ლარი.
გაუქმდა ა. მ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
დ. ნ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20000 ლარი.
გაუქმდა დ. ნ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ფ. ბ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.
გაუქმდა ფ. ბ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. .......ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა - ვ. ხ–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ა. ა–ის შსს ორგანოებში წელთა ნამსახურობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, ა. ა–ი შსს-ში მუშაობდა 29 წელი 10 თვე და 24 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ. ხ–მა გადააგზავნა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ა. ა–ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და იგი 2002 წლის 1 ივლისიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 22839.12 ლარს.
ქ. .............. ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა - ვ. ხ–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ბ. კ–ი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოსდა ბ. კ–ი შსს-ში მუშაობდა 31 წელი 8 თვე და 3 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ. ხ–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ბ. კ–ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და იგი 2010 წლის 5 ოქტომბრიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 13537.97 ლარს.
ქ. .............ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა - ვ. ხ–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ი. ჰ–ი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, ი. ჰ–ი შსს-ში მუშაობდა 27 წელი 6 თვე და 22 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ. ხ–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ი. ჰ–ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და იგი 2004 წლის 1 ნოემბრიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 17725.80 ლარს.
ქ. ..................ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა - ვ. ხ–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ა. მ–ი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოსდა ა. მ–ი შსს-ში მუშაობდა 25 წელი 9 თვე და 16 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ. ხ–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ა. მ–ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და იგი 2001 წლის 17 ივლისიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 19308.06 ლარს.
ქ. ..........ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა - ვ. ხ–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი დ. ნ–ი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, დ. ნ–ი შსს-ში მუშაობდა 26 წელი 3 თვე და 5 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ. ხ–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც დ. ნ. დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და იგი 2003 წლის 21 აპრილიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 18531.70 ლარს.
ქ. .............ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა - ვ. ხ–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ფ. ბ–ი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, ფ. ბ–ი შსს-ში მუშაობდა 31 წელი 4 თვე და 29 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ. ხ–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ფ. ბ–ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და იგი 2009 წლის 26 ივნისიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 16336.71 ლარს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულთათვის სასჯელის დამძიმებასა და დანიშნული ჯარიმის გაზრდას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულებს - ა. ა–ს, ბ. კ–ს, ი. ჰ–ს, ა. მ–ს, დ. ნ–სა და ფ. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან; მათი წარსული არაფრითაა შებღალული; ამასთან, მსჯავრდებულებს - ა. ა–სა და ფ. ბ–ს მიყენებული ზიანი ანაზღაურებული აქვთ, ხოლო დ. ნ–ს, ი. მ–სა და ბ. კ–ს დაწყებული აქვთ ზიანის ანაზღაურება; რაც შეეხება ი. ჰ–ს, მას ზიანი ანაზღაურებული არ აქვს, თუმცა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ის აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - მაია სილაგაძის საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე