საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.12.2020
საქმის ნომერი
2კ-399აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100119002997380

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №399აპ-20 ქ. თბილისი

ნ–ი რ., 399აპ-20 2 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მაია ჟვანიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რ. ნ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ნ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 9 აპრილს, ღამის საათებში, ...........ში, .............ის გამზირის N..-ში მდებარე ,,.........“ არსებული სავარჯიშო დარბაზის - ,,.........“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ნ–მა დ. ნ–თან პირადი ურთიერთობიდან წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ჯგუფურად გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, იძალადა დ. ნ–ზე, კერძოდ, სახის არეში ხელის დარტყმით, სცემა. რ. ნ–ის ქმედების შედეგად დ. ნ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 9 აპრილს, ღამის საათებში, ........ში, ..........ის გამზირის N..-ში მდებარე ,,........“ არსებული სავარჯიშო დარბაზის - ,,....“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ნ–მა დ. ნ–თან პირადი ურთიერთობიდან წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ჯგუფურად, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, დ. ნ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენით რ. ნ–ი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გაუქმდა რ. ნ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, რ. ნ–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, რ. ნ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა რ. ნ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა; სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კი წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

8. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ.გაბინაშვილი

მ. ვასაძე