საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001944943
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №657აპ-20 ქ. თბილისი
მ–ე თ., 657აპ-20 6 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. მ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენით თ. მ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი დაკავების შემთხვევაში შესახლებულ უნდა იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 1 მარტიდან იმავე წლის 3 ნოემბრის ჩათვლით თ. მ–ე მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მოქალაქეების - ლ. ლ–ას, ზ. შ–ას, მ. კ–ის, ი. ა–ის, ვ. ბ–ის, ი. ვ–ის, ა. შ–ის, შ. ჩ–ის, ლ. ბ–ის, ა. კ–ის, გ. ჯ–ის, ი. მ–ის, ბ. გ–ის, დ. გ–ის, დ. ბ–ის, ა. ჭ–ის, ლ. ს–ის, ბ. კ–ის, გ. გ–ისა და ბ. ჭ–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საბანკო დაწესებულებების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - ჯამში 21 900 ლარს, კერძოდ: შპს „..............ს“ - 12 400 ლარს, შპს „........“ - 1 000 ლარს, შპს „.........“ - 4 500 ლარს, შპს „.........“ - 850 ლარს, შპს „.........“ - 600 ლარს, სს „..........“ - 1 950 ლარს და სს „........ ბანკის“ - 600 ლარს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. მ–მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ თ. მ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის წარმომადგენლების - გ. გ–ის, ლ. ჭ–ს, ი. ფ–ისა და ე. გ–ის ჩვენებებით, მოწმეების - ნ. ქ–ს, ი. მ–ის, ნ. ყ–ს, ლ. ლ–სა და სხვათა ჩვენებებით, დათვალიერების ოქმით, ელექტრონული საინფორმაციო საშუალებების დათვალიერების ოქმით, სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულებებით, საბანკო ამონაწერებითა და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია თ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე