საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 07.09.2021
საქმის ნომერი
2კ-664აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.09.2021

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003232307

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

N664აპ-21 7 სექტემბერი, 2021 წელი

ჩ-ა ნ, 664აპ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს განცხადებები, რომლითაც შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენით:

1.1. ნ. ჩ-ა, - დაბადებული …. წლის … აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 26 ივნისიდან.

1.2. ს. ს-ე, - დაბადებული …. წლის … დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. მჯავრდებულ ს. ს-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 ივლისიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს, მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ა და პროკურორ დიმიტრი ჩაფიჩაძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ-მ, რომლითაც ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენის გაუქმება ნ. ჩ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილში და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. 2021 წლის 6 აგვისტოს მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ-მ, ხოლო 2021 წლის 3 სექტემბერს მსჯავრდებულმა ნ. ჩ-მ წარმოდგენილი განცხადებებით, იშუამდგომლეს - არ იქნეს განხილული ადვოკატ მ. ქ-ს საკასაციო საჩვარი და ითხოვეს მისი განუხილველად დატოვება.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება; ამასთან, საჩივრის განმეორებით შეტანა არის დაუშვებელი.

6. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. ჩ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენზე არ იქნეს განხილული, მსჯავრდებულ ნ. ჩ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი