დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100119003164040
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №854აპ-20 ქ. თბილისი
ა. ა., 854აპ-20 13 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ - ილია ჯანგულაშვილის,ადვოკატების - ლ. ზ–ს, ბ. ძ–ს,მსჯავრდებულ - ა. ა–ს,თარჯიმნების - ი. ნ–ს, ა. ს–ს
მონაწილეობით დახურულ სასამართლო სხდომაზე, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი ა. ა–ს მიმართ დარჩეს უცვლელად;
3. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე