დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 17.10.2011
საქმის ნომერი
ას-776-726-2010
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.10.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-776-726-2010 17 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე:

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. ქ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ი-ი, ლ. დ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ქ-მა, კ. ბ-მა, დ. მ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ლ. დ-ისა და ბ. ი-ის მიმართ, მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების, ა. ქ-ის, კ. ბ-ის და დ. მ-ის სარჩელი ბ. ი-ისა და ლ. დ-ის მიმართ, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ა. ქ-მა, კ. ბ-მა და დ. მ-მა გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით ა. ქ-ის, კ. ბ-ის, დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით ა. ქ-ის, კ. ბ-ისა და დ. მ-ის წარმომადგენელმა ელდარ გვალიამ გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ა. ქ-ს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დაევალა. ხარვეზის განჩინება მხარეს 30 სექტემბერს ჩაბარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარვეზის შევსების ვადა 2011 წლის 10 ოქტომბერს ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ შეავსო, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი