დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 31.12.2002
საქმის ნომერი
3კ/1287-02
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.12.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3კ-1287-02 3კ-1287-02 31 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლსო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე

დავის საგანი: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა უფლებების დაცვა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე და მოპასუხე თბილისში, ... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები არიან. მოსარჩელეს _ ნ. გ.-ს, აღნიშნულ სახლში 1998წ. 9 დეკემბერს ბაბუამ აჩუქა სამოთახიანი ბინის ერთი ოთახი, დანარჩენი ორი ოთახი და სათავსო ეკუთვნის მოპასუხე მხარეს – გ. ჯ.-ს, ხოლო დამხმარე სათავსოები: სამზარეულო, სააბაზანო, ტუალეტი და ჰოლი, საერთო საკუთრებაშია. Mმოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი ოთახის ფანჯრის წინ მოპასუხის კიბეა, რომლის არსებობაც ლახავს მის საყოფაცხოვრებო პირობებს. Mმოსარჩელეს მიაჩნია, რომ ტექნიკურად შესაძლებელია კიბე სახლს მეორე მხრიდან მოეწყოს, მიპასუხის ბინის გასწვრივ, მისივე ოთახის კედელზე. Nნ. გ.-ი საარჩელით მოითხოვს კიბის აღებას. Aამასთან, იგი თანახმაა, რომ კიბის გადატანა მოხდეს მისივე ხარჯებით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო კიბე 1953 წლიდან, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებიდან დღემდე, არსებობს. Kკიბე საკუთრებას წარმოადგენს და ათეული წლების მანძილზე იგი ამ კიბით სარგებლობს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. გ.-ს დაეკისრა გადაკეთებასთან დაკავშირებული ხარჯების _ 760 ლარის გადახდა.

გ. ჯ.-მ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

აპელანტმა მიუთითა, რომ სადავო კიბე წარმოადგენს 1953 წელს აშენებული სახლის არქიტექტურულ მთლიანობას, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული და მას არ მიუშენებია. აგრეთვე მიუთითებს, რომ ნ.გ.-მ ბინა მიიღო 1998 წელს, ჩუქების ხელშეკრულებით იმ სახით რა სახითაც ის არსებობდა გამჩუქებელთან. Aამასთან, გასულია ხანდაზმულობის ვადა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის საასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში და აღნიშნული პერიოდიდან კიბე, რომლის აღებასაც მოსარჩელე ითხოვს, წარმოადგენს სახლის შემადგენელ ნაწილს, ანუ სადავო კიბე საამშენებლო პროექტით არის გათვალისწინებული და არ წარმოადგენს უკანონო ნაგებობას, ე.ი აღნიშნული კიბე გ. ჯ.-ის მიერ თვითნებურად მიშენებული არ არის; დადგენილია, რომ მოსარჩელე 1998 წლიდან გახდა აღნიშნული სახლის მობინადრე;Uუდავოა, რომ მოპასუხეს საკუთარ ბინაში შესვლა მხოლოდ ამ კიბით შეუძლია. ამასთან, გ. ჯ.-ს მისი საკუთრების ბინაში შესვლა შეუძლია მხოლოდ სადავო კიბით. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო კიბე არის გ. ჯ.-ის ინდივიდუალური საკუთრება.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ თითქოს სადავო კიბიდან, რომელიც ფანჯარასთან გადის, ზემოქმედება ხდება მის საცხოვრებელ ბინაზე. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა დავის გადასაწყვეტად სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული სკ-ს 170-ე მუხლი და 172-ე მუხლის მეორე ნაწილი, რადგან, ჯერ ერთი, ორივე მხარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები არიან და კანონი თანაბრად იცავს მათ საკუთრებას. მეორე, 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. Mმოცემულ შემთხვევაში ნ. გ.-ი ხელშემშლელ გარემოებად მიუთითებს კიბიდან ჩახედვას (დაცქერას), მაგრამ ის ითხოვს კიბის სხვაგან გადატანას და არა ასეთი ხელშეშლის აღკვეთას, რასაც კანონის აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, თავისთავად, საამშენებლო პროექტით გათვალისწინებული კიბე ხელშემშლელ გარემოებას არ წარმოადგენს და მის აღებაზე პრეტენზია ბინის ადრინდელ მესაკუთრეებს ათეული წლების განმავლობაში არ გამოუთქვამთ. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს შენობის გარეგნული იერსახის შეცვლას და ამისთვის მხოლოდ მოპასუხის თანხმობა საკმარისი არ არის.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესეთ გაასაჩივრა ნ. გ.-მ. Kკასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. საკასაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულია შემდეგი გარემოებანი:

სასამართლომ არასწორად დაასაბუთა გადაწყვეტილება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახლი აშენებულია 50-იან წლებში, სადავო კიბე არის სახლის შემადგენელი ნაწილი და იგი მოპასუხეს არ მიუშენებია; სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა 171-ე მუხლი და მიუთითა, რომ კიბე არის გ. ჯ.-ის საკუთრება. Gგ. ჯ.-ს საკუთრეაბაზე არავინ ედავება და ეს კიბე სხვაგან გადატანის შემთხვევაშიც მისი საკუთრება იქნება. სასამართლომ არასწორად განმარტა 172-ე მუხლის მეორე ნაწილი, რადგან მიიჩნია, რომ ამ ნირმის საფუძველზე არ შეიძლება კიბის სხვა ადგილზე გადატანის მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, უკანონოა. Dსააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეები მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები არიან; სადავო კიბე მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრებაა და იგი რამდენიმე ათეული წელია ამ კიბით სარგებლობს და ამით რაიმე ზიანი არ მიუყენებია მოსარჩელესათვის. სკ-ს 218-ე მუხლით ბინის მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები და გამორიცხოს სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება. Aამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უფლება აქვს დაიცვას კანონით გათვალისწინებული ინტერესები და სხვა პირებს (მათ შორის მოსარჩელეს) არ მისცეს თავისი ქონების ხელყოფის უფლება; ე.ი. ეს ნორმა გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის (კიბის მოშლისა და სხვა ადგილზე გადატანის) საფუძვლიანობას. Aაღნიშნული მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს გამონაკლისს, ე.ი. ზღუდავს მესაკუთრის უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონება, თუ ამ მოქმედებით იგი ხელყოფს კანონს ან მესამე პირთა უფლებებს. სხვა პირთა უფლებებში, პირველ რიგში, იგულისხმება მობინადრის კანონით გათვალისწინებული უფლებები. Aამ უფლებებს ადგენს სკ-ს 218-219-ე მუხლები. აქედან გამომდინარე პალატა განმარტავს, რომ თუ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, არავის არა აქვს უფლება მესაკუთრეს მოთხოვოს შეიზღუდოს თავისი საკუთრებით სარგებლობა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თავის მოთხოვნას არ აფუძვნებს მითითებულ ნორმებზე და ამ ნორმით გათვალისწინებულ საფუძვლებზე, ამიტომ მისი მოთხოვნა იურიდიულად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.A

ამასთან, აღნიშნილი დავის გადაწყვეტისას საყურადღებოა სკ-ს 211-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომელიც თვით მესაკუთრესაც კი უკრძალავს ინდივიდუალური საკუთრების იმდაგვარედ გადაკეთებას (რეკონსტრუქციას), რითაც შეიძლება შენობის გარეგნული სახე შეიცვალოს. Aაქედან გამომდინარე, კიბე, რომელიც შენობის გარეგნული იერსახის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, არ შეიძლება მოიშალოს მობინადრის ინიციატივით. Aამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თანახმაც რომ იყოს კიბის რეკონსტრუქციაზე, ეს საკმარისი არაა ნ. გ.-ის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა სკ-ს 172-ე მუხლის მეორე ნაწილს. Pპალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა მესაკუთრეს უფლებას აძლევს ვინდიკაციური სარჩელით გამოითხოვოს უკანონო მფლობელიდან ნივთი და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა. Mგანსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენდა ვინდიკაცია, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა მოცემული დავის გადასაწყვეტად არ უდა იქნეს გამოყენებული.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონდარღვევის გარეშეა მიღებული და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.