განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 16.09.2024
საქმის ნომერი
2კ-618აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.09.2024

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100122006110665

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №618აპ-24 ქ. თბილისი

ბ. რ. 618აპ-24 16 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ბ–ის მიმართ.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ბ–ს - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, რ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 24 ოქტომბერს, დღის საათებში, ხ..ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში, ზ. მ–ს საცხოვრებელი სახლიდან, რ. ბ–ს-მ, გ. მ–სისათვის სამშენებლო დგარების ქირის გადახდის ცრუ დაპირებით, თითქოსდა, ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-სა და სოფელ ლ-ში არსებულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად წაიღო და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა გ. მ–სის კუთვნილ დიდი ოდენობით, 19400 ლარის საერთო ღირებულების 388 ცალ სამშენებლო დგარს;

2.2. 2021 წლის ნოემბრში, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში, ე. ძ-ის საცხოვრებელი სახლიდან, რ. ბ–ს-მ, ე. ა-ისათვის სამშენებლო დგარების ქირის გადახდის ცრუ დაპირებით, თითქოსდა, ქალაქ ს-ში არსებულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად წაიღო და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით, დაეუფლა ე. ა–ის კუთვნილ დიდი ოდენობით, 12500 ლარის საერთო ღირებულების 250 ცალ სამშენებლო დგარს;

2.3. 2021 წლის 9 დეკემბრიდან 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ქ. ბ–ში, ლ. გ--ს ქუჩის №..ში მდებარე ჯ. ხ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, რ. ბ–ს-მ, ჯ.ხ-ისათვის სამშენებლო დგარებისა და ხარაჩოს კონსტრუქციების ქირის გადახდის ცრუ დაპირებით, თითქოსდა, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ პ-სა და ქ–ს მუნიციპალიტეტში არსებულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად წაიღო და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა ჯ. ხ-ის კუთვნილ დიდი ოდენობით, 75 510 ლარის საერთო ღირებულების 810 ცალ სამშენებლო დგარსა და 1250 კვადრატულ მეტრ ხარაჩოს კონსტრუქციებს;

2.4. 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის 17 მაისის ჩათვლით პერიოდში, ქ. ბ–ში, რ. ბ–ს-, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, იყო რა მამაკაცი, შესაბამისად, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მისი ქცევის კონტროლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, სისტემატურად შეურაცხყოფდა, ამცირებდა და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა ოჯახის წევრის - მეუღლის, ს. ბ–სის მიმართ, რამაც მსხვერპლის - ს. ბ–სის ტანჯვა გამოიწვია;

2.5. 2022 წლის 3 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ბ-ში, ნ. მ–ს ქუჩის №..ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ბ–ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებიობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, იყო რა მამაკაცი, შესაბამისად, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მისი ქცევის კონტროლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს - მეუღლეს, ს. ბ–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.6. 2022 წლის 10 მაისიდან 2022 წლის 17 მაისის ჩათვლით პერიოდში, ქ. ბ–ში, რ. ბ–ს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, იყო რა მამაკაცი, შესაბამისად, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მისი ქცევის კონტროლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ოჯახის წევრთა მეშვეობითა და უშუალო კომუნიკაციით, სატელეფონო თუ სოციალური ქსელით ზარებითა და მიმოწერით, ოჯახის წევრთან - მეუღლესთან, ს. ბ–ს-სთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, რომელიც სისტემატურად ხორციელდებოდა და იწვევდა მის ფსიქიკურ ტანჯვას, რამაც ს. ბ–ს- აიძულა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი;

2.7. 2022 წლის 17 მაისს, დაახლოებით 09:25 საათზე, ქ. ბ–ში, ფ. ხ-ის გამზირის №–ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, რ. ბ–ს-, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, იყო რა მამაკაცი, შესაბამისად, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მისი ქცევის კონტროლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღის - დანის დემონსტრირებითა და ყელის არეში მიდებით, ფიზიკურად და ფსიქიკურად - სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედებით აიძულებდა ოჯახის წევრს – მეუღლეს, ს. ბ–ს-ს გაჰყოლოდა სალაპარაკოდ;

2.8. 2022 წლის 17 მაისს, დაახლოებით 09:25 საათზე, ქ. ბ-ი, ფ. ხ–ს გამზირის №...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, რ. ბ–ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, იყო რა მამაკაცი, შესაბამისად, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მისი ქცევის კონტროლის, მასზე უპირატები მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, თანნაქონი ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, მოკვლის მიზნით, მუცლის არეში ჭრილობის მიყენების მცდელობითა და მარცხენა ბეჭის არეში, გულმკერდის უკანა კედელზე ნაკვეთი ჭრილობის მიყენებით ცდილობდა ოჯახის წევრის – მეუღლის, ს. ბ–სის მკვლელობას, მაგრამ დაზარალებულის წინააღმდეგობისა და მოქალაქეთა შეკრების გამო დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:

3.1. რ. ბ–ს-, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. რ. ბ–სის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილი ბრალდება, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილზე;

3.3. რ. ბ–ს- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. რ. ბ–ს- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. რ. ბ–ს- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. რ. ბ–ს- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. რ. ბ–ს- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.8. რ. ბ–ს- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.9. რ. ბ–ს- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის დეკემბრისა და 2022 წლის თებერვლის ჩათვლით ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად რ. ბ–ს განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.11. რ. ბ–ს-ს, სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 17 მაისიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

4.1. 2021 წლის 24 ოქტომბერს, დღის საათებში, რ. ბ–მ, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, გ. მ–სე მოატყუა, რომ სამშენებლო დგარები სჭირდებოდა ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–სა და სოფელ ლ–აში არსებულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად. სამშენებლო დგარების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის შეჰპირდა ქირის გადახდას და ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ–ში, ზ. მ–ს საცხოვრებელი სახლიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა გ. მ–სის კუთვნილ, დიდი ოდენობით 19 400 ლარის საერთო ღირებულების 388 ცალ სამშენებლო დგარს;

4.2. 2021 წლის ნოემბერში, რ. ბ–ს-მ, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ე. ა–ე მოატყუა, რომ სამშენებლო დგარები სჭირდებოდა ს-ში არსებულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად. სამშენებლო დგარების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის შეჰპირდა ქირის გადახდას და ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში, ე. ძ–ის საცხოვრებელ სახლში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ე. ა–ის კუთვნილ, დიდი ოდენობით 12 500 ლარის საერთო ღირებულების 250 ცალ სამშენებლო დგარს;

4.3. 2021 წლის 9 დეკემბრიდან 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, რ. ბ–ს-მ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ჯ. ხ–ს მოატყუა, რომ სამშენებლო დგარები და ხარაჩოს კონსტრუქცია სჭირდებოდა ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ პ–სა და ქ–ს მუნიციპალიტეტში არსებულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად და ქირის გადახდის ცრუ დაპირებით ქ. ბ-ში, ლ. გ-ს ქუჩა №..ში მდებარე ჯ. ხ–სის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ჯ. ხ–სის კუთვნილ, დიდი ოდენობით 75 510 ლარის საერთო ღირებულების 810 ცალ სამშენებლო დგარსა და 1250 კვადრატულ მეტრ ხარაჩოს კონსტუქციებს;

4.4. 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის 17 მაისის ჩათვლით პერიოდში, რ. ბ–ს- ქ. ბ-ში, გენდერული ნიშნით სისტემატურად შეურაცხყოფდა, ამცირებდა და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა ოჯახის წევრზე - მეუღლეზე, ს. ბ–ს-ზე, რამაც მსხვერპლის - ს. ბ–სის ტანჯვა გამოიწვია;

4.5. 2022 წლის 10 მაისიდან 2022 წლის 17 მაისის ჩათვლით დროის პერიოდში, რ. ბ–ს-, ოჯახის წევრთა მეშვეობით და უშუალო კომუნიკაციით, სატელეფონო თუ სოციალური ქსელით, ზარებითა და მიმოწერით, ოჯახის წევრთან - მეუღლესთან, ს. ბ–ს-სთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, რაც სისტემატურად ხორციელდებოდა და იწვევდა მის ფსიქიკურ ტანჯვას, რამაც ს. ბ–ს- აიძულა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი;

4.6. 2022 წლის 17 მაისს, დაახლოებით 09:25 საათზე, ქ. ბ–ში, ფ. ხ–სის გამზირი №..ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ცივი იარაღის - დანის დემონსტრირებითა და ყელის არეში მიბჯენით ფიზიკურად და ფსიქიკურად - სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედებით აიძულებდა ოჯახის წევრს - მეუღლეს, ს. ბ–ს-ს, გაჰყოლოდა სალაპარაკოდ;

4.7. 2022 წლის 17 მაისს, დაახლოებით 09:25 საათზე, ქ. ბ–ში, ფ. ხ–სის გამზირი №...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, რ. ბ–ს-მ ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, მარცხენა ბეჭის არეში, გულმკერდის უკანა კედელზე ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა ოჯახის წევრს - მეუღლეს, ს. ბ–ს-ს, რამაც მისი მსუბუქი დაზიანება გამოიწვია;

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

5.1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და რ. ბ–სის დამნაშავედ ცნობა მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. ამასთან, ყველა მსჯავრად შერაცხილი დანაშაულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

5.2. მსჯავრდებულ რ. ბ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ჯ–მ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ გასაჩივრებული განაჩენი იყო მეტისმეტად მკაცრი და ასაჩივრებდა ნაწილობრივ. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე კი დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა რ. ბ–სისათვის სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე - 6 წლამდე შემცირება, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული რ. ბ–ს-.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის განაჩენით:

6.1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

6.2. მსჯავრდებულ რ. ბ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჯ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

6.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

6.3.1. რ. ბ–ს- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

6.3.2. რ. ბ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

6.4. რ. ბ–ს- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

6.4.1. საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.4.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6.4.3. საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.4.4. საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.4.5. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.4.6. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2021 წლის ნოემბრის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.4.7. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2021 წლის 9 დეკემბრიდან 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ბ–ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.6. მსჯავრდებულ რ. ბ–ს-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 17 მაისიდან.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და რ. ბ–სის დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. ამასთან, ყველა მსჯავრად შერაცხილი დანაშაულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორ რ. შანიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს რ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. ამასთან, ყველა მსჯავრად შერაცხილი დანაშაულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

2.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს რ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ მუხლებთან მიმართებით, დავის საგანია მხოლოდ მსჯავრდებულ რ. ბ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოც მხოლოდ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს.

3. კასატორის მოთხოვნაზე რ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ დაზარალებულ ს. ბ–ს ყოფილმა მეუღლემ, რ. ბ–მ დანის გამოყენებით მიაყენა გულმკერდის უკანა კედლის ღია ჭრილობა. მარცხენა ბეჭის არეში ნაკვეთი ჭრილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით (იხ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 24 ივნისის №....- დასკვნა – ტ.4, ს.ფ. 115-118). თუმცა, მოცემულ შემთხვევაში სადავოა ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, ანუ რ. ბ–სის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, თუ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, ოჯახის წევრის მიმართ.

3.1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რ. ბ–ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებებში – გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. ბ–სის მიმართ წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით) საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რ. ბ–სის განზრახვა – განზრახ მკვლელობის ჩადენა, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით.

4.1. სასამართლო ითვალისწინებს, დაზარალებულ ს. ბ–ს განმარტებას, რომლის თანახმადაც, რ. ბ–ი არის მისი მეუღლე. ისინი, როგორც ცოლ-ქმარი, ერთად ცხოვრობდნენ 2007 წლიდან 2022 წლის 10 მაისამდე. თანაცხოვრების პერიოდში რ. ბ–ს ფიზიკურ შეურაცხყოფას არ აყენებდა, მაგრამ სისტემატურად აგინებდა, ლანძღავდა და ამცირებდა. ბოლო პერიოდში მათ საცხოვრებელ მისამართზე ხშირად მიდიოდნენ უცხო პირები და რ. ბ–ს სთხოვდენ ვალის დაბრუნებას. ამის გამო მეუღლეს მოსთხოვა აეხსნა, როგორ დაედო ეს ვალები. ამაზე რ–ი გაბრაზდა, უთხრა, რომ მისი საქმე არ იყო და აგინა დედის მისამართით. საბოლოოდ, სტრესისა და ნერვიულობის გამო გადაწყვიტა წასულიყო მისგან და 2022 წლის 10 მაისს საცხოვრებლად გადავიდა თავის ძმასთან. 2022 წლის 17 მაისამდე რ. ბ–ს-მ რამდენჯერმე სთხოვა შერიგება. მიუხედვად მისი თხოვნებისა, დაზარალებული არ აპირებდა რ. ბ–ს-სთან შერიგებს. რ. ბ–ს- მუდმივად სწერდა სმს გზავნილებს და ტელეფონზე ურეკავდა, რის გამოც იძულებული გახდა შეეცვალა ტელეფონის ნომერი და დაებლოკა იგი სოციალურ ქსელში. ამ გზით თავიდან აირიდა რ. ბ–ს-სთან კომუნიკაცია. 2022 წლის 17 მაისს, დაახლოებით 08:30 საათზე, შვილი - ა. ბ. წაიყვანა ქ. ბ–ში, ფ. ხ–ს გამზირზე, მე-.. ჩიხის №..ში მდებარე საბავშვო ბაღში. როდესაც ბავშვი ბაღში დატოვა, უკან დაბრუნებისას ჩიხში შეხვდა რ. ბ–ს-, რომელმაც უთხრა, რომ მასთან საუბარი სურდა და მოსთხოვა გაჰყოლოდა. ვინაიდან, არ სურდა რ. ბ–ს-სთან საუბარი, გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ რ-ი გადაუდგა წინ, ძალით შეაჩერა და არ მისცა გაქცევის საშულება. მან მოსთხოვა სასაუბროდ გაჰყოლოდა მე-.. ჩიხის ბოლოში, შენობის უკან. მიხვდა, რომ რ. ბ–ს-ს ხალხმრავალი ადგილიდან მისი გაყვანა უნდოდა, რის გამოც შეეშინდა და უარი უთხრა გაყოლაზე. ამის შემდეგ რ. ბ–მ მხარში ჩაავლო ხელი და ძალის გამოყენებით სცადა მე-12 ჩიხის ბოლოსკენ მისი წაყვანა. მიუხედავად ამისა, ის მაინც არ გაჰყვა. ამ დროს რ. ბ–ს-მ მარცხენა ხელის სახელოდან გამოიღო შავსახელურიანი სამზარეულოს დანა, რომელიც მარჯვენა ხელით ყელზე მიადო და დაემუქრა, რომ თუ არ გაჰყვებოდა, მოკლავდა. იფიქრა, რომ თუ ხალხისგან მოშორებით გაჰყვებოდა, რ. ბ–ს შეიძლებოდა მოეკლა, რის გამოც მარჯვენა მუხლი ამოარტყა მას საზარდულში. რ-ი დარტყმაზე ჩაიკეცა, რა დროსაც დაუსხლტდა მას და გაიქცა ფ. ხ–ს გამზირისკენ. რ. ბ. დაედევნა, ფ. ხ–ს გამზირზე გასვლამდე დაეწია და თმებით დაიჭირა. იგი შეეცადა თავის გათავისუფლებას და შეებრძოლა. ფიზიკური დაპირისპირებისას, როდესაც ცდილობდა რ. ბ–სისაგან გაქცევას, რ. ბ–მ დანიანი ხელი მოუქნია მუცლის მიმართულებით, თუმცა მან მოახერხა და ორივე ხელით შეძლო მისი დანიანი ხელის დაჭერა. პარალელურად საშველად უხმობდა ხალხს. რ. ბ–მ დანიანი ხელის გათავისუფლების მიზნით ძლიერად უბიძგა, რის შედეგადაც წაიქცა. რ. ბ-მ დანიანი ხელი გაითავისუფლა. წაქცევის დროს თავი დაარტყა, თუმცა წაქცეულიც ცდილობდა თავის დაცვას, წამოდგომას და გაქცევას. წამოდგომისას რ. ბ–ს-მ დანა დაარტყა ზურგის არეში მარცხენა მხარეს, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5.2. მოწმეთა: ს. ფ-ის, ხ. ე–ის, დ. ა–ის, ე. ა-ის, რ. ე-ის ჩვენებებით დგინდება, რომ როდესაც მათ გაიგეს ქალის კივილის ხმა და გაემართნენ მისი მიმართულებით, რ. ბ–ს- ჩიხიდან გამორბოდა, შესაბამისად, ს. ბ–ს- და რ. ბ–ს- არავის არ გაუშველებია. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარებისა და მოვლენათა განვითარების გათვალისწინებით, რ. ბ–ს-ს სურვილის შემთხვევაში ხელს არავინ უშლიდა და მკვლელობის განზრახვის არსებობისას ჰქონდა შესაბამისი დრო და შესაძლებლობა განზრახვა სისრულეში მოეყვანა.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ მსჯავრდებულ რ. ბ–ს-ს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა. თუმცა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულმა განზრახვის სისრულეში მოყვანის ნაცვლად დატოვა შემთხვევის ადგილი და სცადა მიმალვა.

7. სასამართლო იზიარებს ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას რ. ბ–სის ბრალდებიდან გენდერული დისკრიმინაციის მოტივის ამორიცხვის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გენდერული მოტივით დანაშაულის ჩადენა.

8. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, რ. ბ–სის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე(დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია).

9. რ. ბ–სისათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ 2022 წლის 3 მაისის მუქარის ფაქტზე წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ ს. ბ–სის ჩვენება, რომელმაც მიუთითა, რომ 2022 წლის 3 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ბ–ში, ნ. მ–სის ქუჩა №..ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ბ–ს-ს მოსთხოვა აეხსნა რატომ ჰქონდა ვალები, რაზეც რ. ბ–ს- გაბრაზდა და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა. ს. ბ–ს-მ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ რ. ბ–ს- სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია, ეუბნებოდა რომ თუ მისგან წავიდოდა არ გაახარებდა, მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობას არ მისცემდა. თუმცა მის მიმართ განხორციელებული მუქარა რეალურად არ აღუქვამს და ამ მუქარის არ შეშინებია, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში არ გასჩენია (იხ.: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 სექტემბრის სხდომის ოქმი 14:13:13- 14:17:09; 14:17:40 – 14:18:33).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის, სისხლის სასამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება ( მათ შორის არც დაზარალებულის ჩვენებით).

10.1. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა რ. ბ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

11. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ რ. ბ–ს-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა რ. ბ–ს-მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაულები, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით რ. ბ–სისათვის განსაზღვრული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის დამძიმების საფუძველი წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ. ბ–ს-ს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილი აქვს ცივი იარაღის, დანის გამოყენებით (რომელიც ამოიღეს 2022 წლის 17 მაისს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას (იხ.: 2022 წლის 17 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ტ.2, ს.ფ. 23-45) და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ქარხნული წესით დამზადებული დანა წარმოადგენს ცივ იარაღს (იხ.: ტ. 7, ს.ფ. 10-21)), საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ასევე ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოცემული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

13.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია(სასჯელის სახით ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით (საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წელი ) თავისუფლების აღკვეთა.

14. საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელთან მიმართებით კი სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი მითითებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

14.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ. ბ–ს-მ საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – ადევნება, ჩაიდინა ოჯახის წევრის – ყოფილი მეუღლის მიმართ.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს – ჯარიმას (ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის) ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შესაბამისად, რ. ბ–ს-ს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნათა დაცვით სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

16. იმავდროულად, სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას რ. ბ–სისათვის საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრად შერაცხილი ქმედებებიდან გენდერული დისკრიმინაციის მოტივის ამორიცხვის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გენდერული მოტივით დანაშაულის ჩადენა.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ რ. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კანონშეუსაბამოა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესს, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილში კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და რ. ბ–ს-ს საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. რ. ბ–ს- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

4. რ. ბ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია);

5. რ. ბ–ს- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. რ. ბ–ს- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

7. რ. ბ–ს- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

8. რ. ბ–ს- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

9. რ. ბ–ს- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

10. რ. ბ–ს- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2021 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

11. რ. ბ–ს- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2021 წლის 9 დეკემბრიდან 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრის – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

13. მსჯავრდებულ რ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2022 წლის 17 მაისიდან;

14. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

15. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე