საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 22.12.2025
საქმის ნომერი
2კ-1109აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100125011059383

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№1109აპ-25 ქ. თბილისი

პ. ი., 1109აპ-25 22 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. პ–ის შუამდგომლობა, რომლითაც იგი ითხოვს, არ იქნეს განხილული მისი ინტრესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის განაჩენით, ი. პ–ი, – დაბადებული .... , – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. პ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2025 წლის 3 იანვარს, დაახლოებით, 22:20 საათზე მ–ს რაიონის სოფელ ი–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი

ნაწილით, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა, მთვრალმა ი. პ–მა, არაერთგზის, არარეგისტრირებულ ქოწინებაში მყოფ შ. ო–ს, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც, შ. ო–მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. პ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. დ–მა და გ. შ–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. პ–ის ინტრესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ–მა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ ი. პ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

6. 2025 წლის 24 ნოემბერს, მსჯავრდებულ ი. პ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – გ. დ–მა, ხოლო 2025 წლის 24 ნოემბერსა და 8 დეკემბერს – მსჯავრდებულმა ი. პ–მა მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივარის განუხილველად დატოვება.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. პ–ის ინტრესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე