დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124010172703
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად
დატოვების შესახებ
საქმე №803აპ-25 26 იანვარი, 2026 წელი
ლ–ი დ., №803აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განაჩენზე ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენით დ. ლ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.
დ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის ამნისტიის განჩინებით მოსახდელად დარჩენილი სასჯელიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ლ–ს განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ლ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ლ–ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, დ. ლ–ის სრულად უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ. ლ–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განაჩენით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიასა და მსჯავრდებულ დ. ლ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ–ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.
5. 2025 წლის 28 ივლისს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
6. 2026 წლის 21 იანვარს წარმოდგენილი განცხადებით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით ხვედელიძემ მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო.
7. საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, იმსჯელა განცხადების საფუძვლიანობაზე და მიაჩნია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ,,კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია“. სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას მოთხოვნა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესს და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განაჩენზე, მსჯავრდებულ დ. ლ–ის მიმართ დარჩეს განუხილველი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე