საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 17.12.2025
საქმის ნომერი
2კ-830აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№830აპ-25 17 დეკემბერი, 2025 წელი

ლ. გ., 830აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განაჩენით გ. ლ-ი -ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 24 სექტემბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ-მა.

4. 2025 წლის 16 დეკემბერს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებულის ადვოკატი შუამდგომლობს, განუხილველად დარჩეს მისი საკასაციო საჩივარი.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ გ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე