დატოვებულია განუხილველად

სისხლის სამართლის 25.05.2026
საქმის ნომერი
2კ-19-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად

დატოვების შესახებ

საქმე №191-26 25 მაისი, 2026 წელი

გ-ე ი-, №191-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი- გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ.ჭ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2026 წლის 23 აპრილის განჩინებაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. შსს თელავის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №- საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში 2026 წლის 23 იანვარს, თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნიკა სოლომნიშვილმა და ითხოვა, რომ 12 თვით ყადაღა დაედოს – ი- გ-ის (პ/ნ -) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე – თ-ი, სოფელი ვ-ი, საკადასტრო კოდით …, დაზუსტებული ფართობი 2500.00 კვ.მ და ი- გ-ის (პ/ნ …) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე – თ-ი, სოფელი ვ-ი, საკადასტრო კოდით -, დაზუსტებული ფართობი 2525.40 კვ.მ.

2. თელავის რაიონული სასამართლოს (მოსამართლე თამარ კაპანაძე) 2026 წლის 23 იანვრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ზემოხსენებულ ქონებას.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრეს დაინტერესებულმა პირმა – ი- გ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ.ჭ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არ შეაფასა ღონისძიების აუცილებლობა, ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები, ჩარევის სიმძიმე და პროპორციულობა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2026 წლის 23 აპრილის განჩინებით დაინტერესებული პირის – ი- გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ.ჭ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს (მოსამართლე თამარ კაპანაძე) 2026 წლის 23 იანვრის განჩინება, დარჩა უცვლელი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2026 წლის 23 აპრილის განჩინება გაასაჩივრეს დაინტერესებულმა პირმა – ი- გ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 23 აპრილის განჩინების (საქმე №1გ/556-26) გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის თელავის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლისთვის გადაცემა ან/და ახალი გადაწყვეტილების მიღება და ქონებაზე ყადაღის მოხსნა.

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საჩივარს, წარმოდგენილ მასალებს და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა იქნეს განხილული შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს ი- გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ.ჭ-ის მიერ წარმოდგენილი საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2026 წლის 23 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს ი- გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ.ჭ-ის საჩივარზე.

7. ამდენად, ი- გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ.ჭ-ის საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული საკასაციო სასამართლოში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-303-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი- გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ.ჭ-ის საჩივარი დარჩეს განუხილველი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე