საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №289აპ-26 8 ივნისი, 2026 წელი
ლ- მ., №289აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების, საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 25-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ო-ის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი;
3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, დაზარალებულებს – ა. ლ-ს, ბ. ლ-ს, ლ.ი ლ-ს, მ. ლ-ს, დ. ლ-ს, ს. ლ-სა და მათ კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები, ასევე, ეცნობოთ, რომ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე