საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100123007922760
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №256აპ-26 ქ. თბილისი
მ. გ. 256აპ-26 8 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ–ის მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზის აღმოფხვრის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველ ადვოკატ ნ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიეცა 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად. განჩინებით კასატორს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგიც.
2. ზემოაღნიშნული განჩინება მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს – ნ. გ–ს ჩაჰბარდა 2026 წლის 7 მაისს. ადვოკატმა საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა 2026 წლის 13 მაისს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5 დღიანი ვადის დარღვევით.
3. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 86-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებს. ასევე იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს ხარვეზის აღმოფხვრის ვადას – 5 დღე, არ ითვალისწინებს აღნიშნული ვადის გაგრძელების სამართლებრივ საფუძველს. იმავდროულად, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის არც აღნიშნული ვადის აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე