საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №120100125010933668
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №383აპ-26 ქ. თბილისი
კ. გ., 383აპ-26 13 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 18 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ქ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. საკასაციო სასამართლომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის მე-10, 182-ე მუხლების, 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ქ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 18 მარტის განაჩენზე;
2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე