საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.07.2026
საქმის ნომერი
2კ-179აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №179აპ-26 10 ივლისი, 2026 წელი

ა-ი ა., №179აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ა-ს - ბრალად ედებოდა:

1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (11 ეპიზოდი).

1.1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით (13 ეპიზოდი).

1.2. ა. ა-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ა-მა, 2024 წლის 2 დეკემბერს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, 87 წლის დედას, ამ უკანასკნელზე გაბრაზებულმა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, შეკრული მუშტი ერთხელ დაარტყა სახის არეში. შედეგად, ა. შ-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ა-ი, 2024 წლის 2 დეკემბერს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, 87 წლის დედაზე – ა. შ-ოზე – გაბრაზებული, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, კერძოდ, პირზე ხელი ააფარა და უთხრა, რომ, თუ კივილს არ შეწყვეტდა, მოკლავდა, რა დროსაც ა. შ-ოს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ა-მა, 2024 წლის 3 დეკემბერს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, 87 წლის დედას – ა. შ-ოს – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, შეკრული მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში ერთხელ. შედეგად, ა. შ-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ა-ი 2024 წლის 3 დეკემბერს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 87 წლის დედას – ა. შ-ოს, კერძოდ, უთხრა, რომ მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობის თაობაზე თუ ვინმეს მოუყვებოდა, მოკლავდა, რა დროსაც ა. შ-ოს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ა-მა, 2024 წლის 31 დეკემბერს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, დედას – ა. შ-ოს – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ყელზე ხელი და შეკრული მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში ერთხელ, რა დროსაც ა. შ-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ა-ი, 2024 წლის 31 დეკემბერს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 87 წლის დედას – ა. შ-ოს, კერძოდ, უთხრა, რომ მისი ძალადობის შესახებ არავისთვის ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდა, რა დროსაც ა. შ-ოს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ა-მა, 2025 წლის 14 იანვარს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, 87 წლის დედას – ა. შ-ოს – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, შეკრული მუშტი ძლიერად დაარტყა ზურგის არეში ერთხელ. შედეგად, ა. შ-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ა-ი 2025 წლის 14 იანვარს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 87 წლის დედას – ა. შ-ოს, თუ ეს უკანასკნელი დაიყვირებდა ან დასახმარებლად უხმობდა ვინმეს, მოკლავდა, რა დროსაც ა. შ-ოს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.9. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ა-მა, 2025 წლის 15 იანვარს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ა. ა-მა 87 წლის დედას – ა. შ-ოს – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, შეკრული მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში ერთხელ. შედეგად, ა. შ-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.10. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ა-ი 2025 წლის 15 იანვარს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 87 წლის დედას – ა. შ-ოს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც ა. შ-ოს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.11. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ა-მა, 2025 წლის 2 თებერვალს, წ. ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, 87 წლის დედას – ა. შ-ოს – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, შეკრული მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში ერთხელ. შედეგად, ა. შ-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.12. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ა-ი, 2025 წლის 2 თებერვალს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 87 წლის დედას – ა. შ-ოს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც ა. შ-ოს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.13. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ა-მა, 2025 წლის 14 თებერვალს, წ. ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, 87 წლის დედას – ა. შ-ოს – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხის ჯოხი ძლიერად დაარტყა ზურგის არეში ერთხელ. შედეგად, ა. შ-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.14. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ა-ი, 2024 წლის 14 თებერვალს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედამისს – ა. შ-ოს, კერძოდ, უთხრა, რომ მისი ძალადობის შესახებ არავისთვის ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდა, რა დროსაც ა. შ-ოს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.15. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ა-მა, 2025 წლის 27 თებერვალს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში 87 წლის დედას – ა. შ-ოს – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, შეკრული მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში ერთხელ. შედეგად, ა. შ-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.16. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ა-ი, 2025 წლის 27 თებერვალს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 87 წლის დედას – ა. შ-ოს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც ა. შ-ოს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.17. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ა-მა, 2025 წლის 3 მარტს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, 87 წლის დედას, ამ უკანასკნელზე გაბრაზებულმა უთხრა: „შენ რა დედა ხარ, ციხეში ჩამსვი!“, რა დროსაც ა. შ-ოს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა სახის არეში ერთხელ. შედეგად, ა. შ-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.18. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ა-ი, 2025 წლის 3 მარტს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 87 წლის დედას – ა. შ-ოს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც ა. შ-ოს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.19. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ა-მა, 2025 წლის 10 მარტს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, 87 წლის დედას – ა. შ-ოს – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ყელზე ხელი და გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა სახის არეში ერთხელ, რა დროსაც ა. შ-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.20. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ა-ი, 2025 წლის 10 მარტს, წ. ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 87 წლის დედას – ა. შ-ოს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც ა. შ-ოს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.21. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ა-მა, 2025 წლის 12 მარტს, წ. ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, 87 წლის დედას – ა. შ-ოს – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა სახის არეში ერთხელ. შედეგად, ა. შ-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.22. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ა-ი, 2025 წლის 12 მარტს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 87 წლის დედას – ა. შ-ოს, კერძოდ, უთხრა, რომ მისი ძალადობის შესახებ არავისთვის ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდა, რა დროსაც ა. შ-ოს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.23. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ა-მა 2025 წლის 24 მარტს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, 87 წლის დედას – ა. შ-ოს – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ყელზე ხელი და შეკრული მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში ერთხელ, რა დროსაც ა. შ-ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.24. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ა-ი, 2025 წლის 24 მარტს, წ-ში, ზ-ას დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 87 წლის დედას – ა. შ-ოს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც ა. შ-ოს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, ა. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ა-ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შორენა გვილავამ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. კერძოდ, ა. ა-ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ყველა მუხლით.

2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, გამართლებულ ა. ა-ის ადვოკატმა, ზ. ქ-ამ, წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის განაჩენით, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი – შორენა გვილავა – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. კერძოდ, ა. ა-ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი ყველა მუხლით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, გამართლებულ ა. ა-ის ადვოკატმა, ზ. ქ-ამ, წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ა-ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიმე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე დაზარალებულმა – ა. შ-ომ – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, შვილის – ა. ა-ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება.

4.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებები არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა ა. ა-ის მიერ დაზარალებულის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ან მუქარას. შესაბამისად, ირიბია აღნიშნულ მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელთა გამოყენებაც, პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გათვალისწინებით, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

4.5. მართალია, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ა. შ-ოს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, თუმცა მხოლოდ აღნიშნული დაზიანებების არსებობა ვერ დაადასტურებს, რომ ისინი დაზარალებულს ა. ა-მა მიაყენა. რაც შეეხება შეტყობინების რეგისტრაციის ბარათს, პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს ა. ა-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების უტყუარად დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებას.

4.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).

4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის განაჩენი ა. ა-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე