გაუქმდა და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/295 25 თებერვალი, 2000 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე მ. Eისკაძე მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ნ. ხ-ის საკასაEიო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 3
სექტემბრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე ნ. ხ-ის სარჩელით მოპასუხე შ.პ.ს.
„პ-თან“ დამფუძნებლის წილის და თანამდებობრივი უფლებების აღდგენის შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზანესი სასამართლოს მოსამართლის ქეთევან გაბელაიას მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ნ. ხ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შ.პ.ს.
„პ-ის“ დამფუძნებლების და თანამდედობრივი უფლებების აღდგენა. შემ-დეგი საფუძვლით: იგი იყო შ.პ.ს. „პ-ის“ დამფუძნებელი 1997 წლის 24 აპ-რილს დამფუძნებელთა კრების მიერ გარიEხული იქნა პარტნიორთა რიგებიდან შენატანის გადაუხდელობის და საზოგადოების საქმიანობისათვის თავის არიდების გამო. მას კრებაში მონაწილეობა არ მიუღია გარიEხვის შესახებ მისთვის Eნობილი გახდა ნაძალადევის რაიონის პროკურორისაგან 1998 წლის ნოემბერში. მის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა რადგან გადახდილი აქვს საწესდებო ფონდის და წარმოების მოდერნიზაEიის თანხები წილის შესაბამისად. გარდა ამისა მოსამართლის განჩინებით, მოპასუხეს ბრალით დარჩა უმუშევრად და არ აძლევენ საშუალებას იმუშაოს წარმოებაში.
ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით
დაკმაყოფილდა ხ-ის სარჩელი, გაუქმდა ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის
21 აგვისტოს დადგენილება შ.პ.ს. „პ-ის“ სამეწარმეო რეესტრში Eვლილებების შეტანის შესახებ და ხოხაშვილი აღდგენილ იქნა თავისი უფლება-მოვალეობების შესასრულებლად.
სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაEიო საჩივარი შეიტანა შ.პ.ს.
„პ-ის“ დამფუძნებელმა ლ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა ლ-ის სააპელაEიო საჩივარი. გაუქმდა ნაძალადევის რაიონის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ნ. ხ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
ნ. ხ-მა სააპელაEიო პალატის გადაწყვეტილებაზე შეიტანა საკასაEიო საჩივარი, სადაE ითხოვს საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მას სარჩელი ჰქონდა არა დამფუძნებელთა კრების ოქმის შესახებ არამედ თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს
21.08.97 დადგენილების შესახებ. ამდენად საოლქო სასამართლოს მიერ მეწარმეთა შესახებ
კანონის 15.2 მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა; მეწარმეთა შესახებ კანონის 47.3 „ლ“ პუნქტის თანახმად პარტნიორის საზოგადოებიდან გარიEხვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ამდენად ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს უფლება არ ჰქონია 24.04.97წ. პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე 21.08.97წ. დადგენილებით შეეტანა Eვლილება შ.პ.ს.
„პ-ის“ სამეწარმეო რეესტრში. საკასაEიო საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ შ.პ.ს. „პ-ი“ იგი
მუშაობდა წარმოების უფროსად და მოპასუხემ 1997 წლის მაისში ყოველგვარი მოტივაEიის გარეშე, შენიშვნისა და საყვედურის შესახებ ჩამოაშორა დაკავებულ თანამდებობას, დატოვა უმუშევარი. კასატორის აზრით მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 422 და 40
მუხლის მოთხოვნები.
საკასაEიო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები საკასაEიო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაEიო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 3
სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნულ პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: როგორE სასარჩელო განEხადებიდან და საკასაEიო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა მოსარჩელე სასამართლოში აყენებდა ორ მოთხოვნას შ.პ.ს. „პ-ის“ დამფუძნებლად აღდგენის და ასევე მისი თანამდებობრივი უფლებების აღდგენის შესახებ.
ნაძალადევის რაიონის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ხოხაშვილი აღადგინა თავისი უფლებამოვალეობების შემსრულებლად.
სააპელაEიო სასამართლომ გააუქმა რა აღნიშნული გადაწყვეტილება იმ-სჯელა სააპელაEიო საჩივარში დასმულ საკითხებზე და ახალი გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ გადაწყვიტა ხ-ის მიერ სასარჩელო განEხადებაში დასმული ორივე საკითხი. კერძოდ, სასამართლოს არაფერი უთქვამს ხოხაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რითაE დაარღვია სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნა.
საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაEიო პალატამ უნდა იმსჯელოს ხ-ის
ორივე მოთხოვნაზე და კანონის შესაბამისად გადაწყვიტოს დაყენებული საკითხები.
საკასაEიო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი სასარჩელო განEხადებით ითხოვდა არა 1997 წლის 24 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმებას, არამედ თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 21 აგვისტოს იმ დადგენილების გაუქმებას, რომლითაE Eვლილებები შევიდა შ.პ.ს. „პ-ის“ სამეწარმეო რეესტრში. ამდენად, სარჩელზე უარის თქმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15-2 მუხლით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო არაკანონიერია.
საქმის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ უნდა იმსჯელოს თუ რამდენად კანონიერად მოახდინა ნაძალადევის რაიონის სასამართლომ Eვლილებების შეტანა შ.პ.ს.
„პ-ის“ სამეწარმეო რეესტრში 1997 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 412-ე მუხლის I ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.