შეწყდა

სამოქალაქო 14.11.2013
საქმის ნომერი
ას-889-847-2013
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

# as-734-1103-06 ** *****, 2007 w საქმე №ას-889-847-2013 14 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. მ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. მ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე ქ.გორი, თ-ის ქ.№3, საკადასტორ კოდი №..., ერთ მეორედ ნაწილზე მოსარჩელე ვ. მ-ის მესაკუთრედ აღიარება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. მ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, ვ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2013 წლის 12 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მომართეს კერძო საჩივრის ავტორმა ვ. მ-ემ და მისმა წარმომადგენელმა ე. პ-მა. წარმოდგენილი განცხადებით დგინდება, რომ ვ.მ-ე უარს ამბობს კერძო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია უარი თქვას სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, აღნიშნული კი თავის მხრივ გამორიცხავს სააპელაციო წესით ხელმეორედ გასაჩივრების შესაძლებლობას.

2013 წლის 12 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მომართეს კერძო საჩივრის ავტორმა ვ. მ-ემ და მისმა წარმომადგენელმა ე. პ-მა. წარმოდგენილი განცხადებით დგინდება, რომ ვ.მ-ე უარს ამბობს კერძო საჩივარზე, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

ზემოარნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყფილდეს და უნდა შეწყდეს წარმოება კერძო საჩივარზე, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 378-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. მ-ის კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე