დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2015 წელი
№ას-458-437-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – თ.ჯ.-ი, ე.ქ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ვ.-ე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, სარგებლობის შეწყვეტა, ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. ზ. ხ. და ლ. ვ.-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა;
1.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გ. კ.-სათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 35.77 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება 35 090.37 ლარის ოდენობით;
გ. კ.-ძეს სარგებლობა შეუწყდა მის მიერ ქ. ბათუმში, ქ. №..-დან მე-2 სართულზე დაკავებულ №.., №..5, და N.. ოთახებზე და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდათ ლ. ვ.-ძეს და ზ.ვ.-ეს.
1.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ე. ქ.-ისა და თ.ჯ.-ისათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 57კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 25547 ლარის ოდენობით და ე.ქ.-ს და თ.ჯ.-ს შეუწყდათ სარგებლობა მათ მიერ ქ.ბათუმში, ქ...N მე-2 სართულზე დაკავებულ №.., .., და №..ოთახებზე და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ზ.ვ.-ეს.
1.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ი. კ.-თვის დაკაებული საცხოვრებელი სადგომის 38 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულების 31 464 ლარის ანაზღაურება; ი კ.-ეს, შეუწყდა სარგებლობა მის მიერ ქ. ბათუმში, ქ. ..-დან მე-.. სართულზე დაკავებულ №. და №.. ოთახებზე და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდათ ლ. ვა.-ძეს და ხ. ვ.-იძეს.
1.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ლ. ვ.-სათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 37 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულების 32 967 ლარის ანაზღაურება; ლ. ვ.-ას, შეუწყდა სარგებლობა მის მიერ ქ. ბათუმში, . ქ. ..-დან მე-.. სართულზე დაკავებულ №..1 და №.. ოთახებზე და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ზ.ვ.-ეს.
1.5 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ე. ლ.-სათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 22,06 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულების 18 265,68 ლარის ანაზღაურება; ე. ლ.-ს, შეუწყდა სარგებლობა მის მიერ ქ. ბათუმში, ქ. ..-დან მე-. სართულზე დაკავებულ №.. და №.. ოთახებზე და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ხ. ვ.-ძეს.
1.6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა მ.ზ.-სათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 23,8 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულების 21 919,8 ლარის ანაზღაურება; მ. ზ.-ძეს შეუწყდა სარგებლობა მის მიერ ქ. ბათუმში, ქ. ..-დან მე-.. სართულზე დაკავებულ №.. ოთახზე და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ხ. ვ.-ძეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მ.ზ.-ძემ, ი. კ.-ძემ, თ.ჯ.-მა და ე.ქ.-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით თ.ჯ.-ის და ე.ქ.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თ.ჯ.-მა და ე.ქ.-მა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით თ.ჯ.-ის და ე.ქ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ.ზ.-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ.ჯ.-მა და ე.ქ.-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ჯ.-ისა და ე.ქ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ამავე კოდექსის 391-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი. მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის წინააღმდეგაა გამოტანილი.
განსახილველ შემთხვევაში, საკასციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ობიექტი, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინება, რომელსაც საკასაციო საჩივრით ასაჩივრებენ თ.ჯ.-ი და ე.ქ.-ი, გამოტანილია არა ამ უკანასკნელთა სააპელაციო საჩივრის განხილვის, არამედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მურმან ზოიძის სააპელაციო საჩივრების განხილვის შედეგად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არაა გამოტანილი თ.ჯ.-ისა და ე.ქ.-ის წინააღმდეგ და, შესაბამისად, ისინი არ არიან უფლებამოსილნი საკასაციო საჩივარი შეიტანონ ამ განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე თ.ჯ.-ისა და ე.ქ.-ის საკასაციო საჩივრის შინაარსს, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ისინი ფაქტიურად ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც არ არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო საჩივრის და არა საკასაციო საჩივრის შეტანა (სსკ-ის 364-ე მუხლი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ წაგებულ მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია ან შეიტანა, მაგრამ მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მაშინ მას ამავე გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის შეტანა აღარ შეუძლია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თ.ჯ.-სა და ე.ქ.-ს გასაჩივრებული ჰქონდათ სააპელაციო საჩივრით, მაგრამ ეს საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.ჯ.-ისა და ე.ქ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ჯ.-ისა და ე.ქ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე