შუამდგომლობა

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
ა-3393-შ-85-2018
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
20.11.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

№ა-3393-შ-85-2018 20 ნოემბერი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე,ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ.ი–ი

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ი–ი

განხილვის საგანი – უკრაინის, ზაპოროჟსკის ოლქის ბერდიანსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 29.03.2018 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის, ზაპოროჟსკის ოლქის ბერდიანსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით რ.ი–ს, დაბადებულს 1986 წლის 26 მაისს, რეგ. მისმართზე: პოლტავსკის ოლქი, ქ. ლუბნი, .....) ვ.ი–ის (დაბადებული 1987 წლის 1 ივლისს, რეგ. მისამართზე: ზაპოროჟსკის ოლქი, ქ. ბერდიანსკ, ......) სასარგებლოდ ბავშვებთან - დ.ი–თან (დაბადებული 2012 წლის 11 აპრილს) და ნ.ი–თან (დაბადებული 2013 წლის 27 დეკემბერს) დაკავშირებით, ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად შემოსავლის 1/3-ის ოდენობით გადახდა, მაგრამ თითოეულ ბავშვზე საშუალოდ შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ისა და შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის არაუმეტეს 10 ოდენობისა, თითოეული ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, გადახდა დადგინდა 2018 წლის 28 თებერვლიდან.

2. ვ.ი–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ცნობა სს „კ.პ.კ–დან“, საიდანაც ირკვევა, რომ რ.ი–ი მუშაობს აღნიშნულ ორგანიზაციაში შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 3500 ლარს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული შუამდგომლობისა და მისი წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქმეზე დადგენილია, რომ უკრაინის, ზაპოროჟსკის ოლქის ბერდიანსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით რ.ი–ს, დაბადებულს 1986 წლის 26 მაისს, რეგ. მისმართზე: პოლტავსკის ოლქი, ქ. ლუბნი, ....., 33) ვ.ი–ის (დაბადებული 1987 წლის 1 ივლისს, რეგ. მისამართზე: ზაპოროჟსკის ოლქი, ქ. ბერდიანსკი, .....) სასარგებლოდ ბავშვებთან - დ.ი–თან (დაბადებული 2012 წლის 11 აპრილს) და ნ.ი–თან (დაბადებული 2013 წლის 27 დეკემბერს) დაკავშირებით, ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად შემოსავლის 1/3-ის ოდენობით გადახდა, მაგრამ თითოეულ ბავშვზე საშუალოდ შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ისა და შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის არაუმეტეს 10 ოდენობისა, თითოეული ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, გადახდა დადგინდა 2018 წლის 28 თებერვლიდან.

5. ამავდროულად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და იგი უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

7. ამდენად, უკრაინის, ზაპოროჟსკის ოლქის ბერდიანსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

8. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე-285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ი–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის, ზაპოროჟსკის ოლქის ბერდიანსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც:

- რ.ი–ს, დაბადებულს 1986 წლის 26 მაისს, რეგ. მისმართზე: პოლტავსკის ოლქი, ქ. ლუბნი, .....) ვ.ი–ის (დაბადებული 1987 წლის 1 ივლისს, რეგ. მისამართზე: ზაპოროჟსკის ოლქი, ქ. ბერდიანსკი, .....) სასარგებლოდ ბავშვებთან - დ.ი–თან (დაბადებული 2012 წლის 11 აპრილს) და ნ.ი–თან (დაბადებული 2013 წლის 27 დეკემბერს) დაკავშირებით, ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად შემოსავლის 1/3-ის ოდენობით გადახდა, მაგრამ თითოეულ ბავშვზე საშუალოდ შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ისა და შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის არაუმეტეს 10 ოდენობისა, თითოეული ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, გადახდა დადგინდა 2018 წლის 28 თებერვლიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე