დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-659-2020 25 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,ლევან მიქაბერიძე
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის (ი.გ–ის (პ/ნ:.......), ა.ბ–ას (პ/ნ:.......), რ.ბ–ის (პ/ნ:.......), ნ.ბ–ას (.......), ს.მ–სა (პ/ნ:.......) და გ.ე–ას (პ/ნ:......), საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის ნოემბრის განჩინებით ი.გ–ის, ა.ბ–ას, რ.ბ–ის, ნ.ბ–ას, ს.მ–სა და გ.ე–ას საკასაციო საჩივარი შპს „მ.ო.რ.ე–ის“ წინააღმდეგ დაუშვებლად იქნა ცნობილი (საქმე №ას-659-2020).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
საკასაციო სასამართლო საკუთარი ინიციატივით, მიიჩნევს, რომ გაასწოროს, 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არსებული უსწორობა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში, შესავალ ნაწილში, საკასაციო საჩივრის ავტორებში შეცდომითაა მითითებული ერთ-ერთი კასატორის გვარი - „ე–ი“, აგრეთვე, სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში, შეცდომითაა მითითებული - იმავე კასატორის გვარი - „ე–ი“ და იმავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში შეცდომითაა მითითებული - „კასატორს“.
დასახელებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინების შესავალ ნაწილში საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი ავტორის გვარი და „ე–ის“ ნაცვლად მიეთითოს „ე–ა“, ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში, იმავე კასატორის გვარი „ე–ი“ ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად - „ე–ა“ და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად - „ი.გ–ს (პ/ნ:.......), ა.ბ–ას (პ/ნ:......), რ.ბ–ს (პ/ნ:......), ნ.ბ–ას (......), ს.მ–ს (პ/ნ:......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ნ.ბ–ას (პ/ნ:.......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N9906929558, გადახდის თარიღი 2020 წლის 29 სექტემბერი), 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტებში დაშვებული უსწორობა;
2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინების შესავალ ნაწილში საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი ავტორის გვარი და „ე–ის“ ნაცვლად მიეთითოს „ე–ა“, ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში, იმავე კასატორის გვარი „ე–ი“ ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად - „ე–ა“ და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად - „ი.გ–ს (პ/ნ:......), ა.ბ–ას (პ/ნ:......), რ.ბ–ს (პ/ნ:......), ნ.ბ–ას (........), ს.მ–ს (პ/ნ:.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ნ.ბ–ას (პ/ნ:.....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N9906929558, გადახდის თარიღი 2020 წლის 29 სექტემბერი), 70% – 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე