შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-551-შ-11-2021
8 აპრილი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ.ხ–ი
განხილვის საგანი – ლატვიის რესპუბლიკის, რიგის საოლქო სასამართლოს ნაფიცი ნოტარიუსის მიერ გაცემული განქორწინების მოწმობის (რეგისტრაციის N9466) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი:
ლატვიის რესპუბლიკის, რიგის საოლქო სასამართლოს ნაფიცი ნოტარიუსის დ.ტ–უს N9466 განქორწინების მოწმობით შეწყდა 2019 წლის 12 მარტს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება რ.ხ–სა და კ.ხ–ს შორის.
რ.ხ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ლატვიის რესპუბლიკის, რიგის საოლქო სასამართლოს ნაფიცი ნოტარიუსის მიერ გაცემული განქორწინების მოწმობის (რეგისტრაციის N9466) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
რ.ხ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ლატვიის რესპუბლიკის, რიგის საოლქო სასამართლოს ნაფიცი ნოტარიუსის განქორწინების მოწმობის (რეგისტრაციის N9466) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული განქორწინების მოწმობის შესწავლით ირკვევა, რომ ლატვიის რესპუბლიკის, რიგის საოლქო სასამართლოს ნაფიც ნოტარიუსს, განქორწინების მოთხოვნით, ერთობლივი განცხადებით, მიმართეს რ.ხ–მა და კ.ხ–მა.
ლატვიის რესპუბლიკის, რიგის საოლქო სასამართლოს ნაფიცი ნოტარიუსის დ.ტ–უს N9466 განქორწინების მოწმობით შეწყდა 2019 წლის 12 მარტს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება რ.ხ–სა (პ/ნ .....; დაბადების ადგილი - თბილისი; დაბადების თარიღი 08.07.1987) და კ.ხ–ს (პ/ნ ......; დაბადების ადგილი - რიგა, დაბადების თარიღი 16/04.1987) შორის.
შუამდგომლობაზე თანდართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ლატვიის რესპუბლიკის, რიგის საოლქო სასამართლოს ნაფიცი ნოტარიუსის განქორწინების მოწმობა (რეგისტრაციის N9466) ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. რ.ხ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ლატვიის რესპუბლიკის, რიგის საოლქო სასამართლოს ნაფიცი ნოტარიუსის დ.ტ–უს მიერ გაცემული N9466 განქორწინების მოწმობა, რომლითაც შეწყდა 2019 წლის 12 მარტს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება რ.ხ–სა (პ/ნ 3....; დაბადების ადგილი - თბილისი; დაბადების თარიღი 08.07.1987) და კ.ხ–ს (პ/ნ ....; დაბადების ადგილი - რიგა, დაბადების თარიღი 16/04.1987) შორის.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე