დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-401-2023 8 ნოემბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ტ.ვ.პ–ებ“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი)
მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ფ.დ–ა“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინება
პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ტ.ვ.პ–ები“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი, პირველი კასატორი) ფლობს განსაკუთრებულ უფლებას სიტყვიერ სასაქონლო ნიშანზე – ,,ქართული ვაზი'', სამ - ქართულ, რუსულ, ასევე ინგლისურ ენაზე (აღნიშნული გარემოება დასტურდება საქპატენტში რეგისტრაციით). 2003 წელს გამოცემულ წიგნში - „ქართული ღვინო“, დახასიათებულია ღვინის ქარხანა „ახაშენის“ მიერ წარმოებული ღვინოები, კერძოდ, ელიტარული ღვინოების ხაზი - „ქართული ვაზი“, რომელიც 2003 წლიდან უშვებს აღნიშნულ ღვინოებს. მითითებული დროისთვის ქართული ვაზის ღვინოები უკვე ცნობილი იყო მომხმარებლისთვის მისი ნიშანთვისებებით.
2. 2003 წელს გამოცემულ წიგნში - ,,ქართული ღვინო“, აგრეთვე წარმოდგენილ სარეკლამო მასალებში გამოსახულ ეტიკეტებს წარმოებული პროდუქციის მოსანიშნად იყენებდა შპს ,,ღ.ქ.ა–ი“ და შემდგომში შპს ,,ტ.ვ.პ–ები’’
3. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში შპს ,,ფ.დ–ას“ პოგრები“ (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი, მეორე კასატორი) სახელზე რეგისტრირებულია შემდეგი სასაქონლო ნიშნები: (1) საერთაშორისორეგისტრაციის ნომერი #1187228; (2) საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი #1186735; (3) რეგისტრაციის ნომერი #26954; (4) რეგისტრაციის ნომერი #28967; (5) რეგისტრაციის ნომერი #24530; (6) რეგისტრაციის ნომერი #24531; (7) რეგისტრაციის ნომერი #24532; (8) რეგისტრაციის ნომერი #24533; (9) რეგისტრაციის ნომერი #25539; (11) რეგისტრაციის ნომერი #25540; (12) რეგისტრაციის ნომერი #25751. სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებულია ნიცის კლასიფიკაციის 33-ე კლასში განსაზღვრული საქონლის - ალკოჰოლური სასმელების (ლუდის გარდა), მიმართ.
4. ქვედა ინსტანციების მიერ დადგინდა, რომ რეგისტრაციის ნომერი #24530; (2) რეგისტრაციის ნომერი #24531; (3) რეგისტრაციის ნომერი #24532; (4) რეგისტრაციის ნომერი #24533; (5) რეგისტრაციის ნომერი #25208; (6) რეგისტრაციის ნომერი #25539; (7) რეგისტრაციის ნომერი #25540; (8) რეგისტრაციის ნომერი #25751; (9) საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი #1186735; (10) რეგისტრაციის ნომერი #26954 - აღრევამდე მსგავსია იმ სასაქონლო ნიშნებისა, რომლებსაც მოსარჩელე მხარე იყენებდა თავისი პროდუქციის მოსანიშნად.
5. ქვედა ინსტანციების მიერ დადგინდა, რომ საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი #1187228 არ არის მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის - KARTULI VAZI, ასევე, საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი #28967 არ არის მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის (რომელსაც მოსარჩელე იყენებს ღვინო - საფერავის, მოსანიშნად) აღრევამდე მსგავსი.
6. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,ტ. ვ. პ–მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის შპს ,,ფ.დ–ას“ მიმართ და მოითხოვა: 1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ფ.დ–ას“ შემდეგი სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია: (1.1.1). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერი: 28967; (1.1.2). სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი: 1187228; (1.1.3). სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი: 1186735; (1.1.4). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერი: 26954; (1.1.5). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერი: 24530; (1.1.6). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერი: 24531; (1.1.7). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერი: 24532; (1.1.8). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერი: 24533; (1.1.9). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერი: 25208; (1.1.10). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერი: 25751; 1.1.11. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერი: 25539; 1.1.12. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერი: 25540;
7. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
8. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
შპს „ფ.დ–ამ“ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის - შპს „ტ.ვ.პ–ების“ მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ტ.ვ.პ–ების“ მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - რეგისტრაციის ნომერი: 14991 („ქართული ვაზი“, „КАРТУЛИ ВАЗИ‘’, „KARTULI VAZI“).
9. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ტ. ვ.პ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. (1.1.) ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ფ.დ–ას“ სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - რეგისტრაციის ნომერი #24530; (1.2). ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ფ.დ–ას“ სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - რეგისტრაციის ნომერი #24531; (1.3). ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ფ.დ–ას“ სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - რეგისტრაციის ნომერი #24532; (1.4). ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ფ.დ–ას“ სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - რეგისტრაციის ნომერი #24533; (1.5). ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ფ.დ–ას“ სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - რეგისტრაციის ნომერი #25208; (1.6). ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ფ.დ–ას“ სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - რეგისტრაციის ნომერი #25539; (1.7). ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ფ.დ–ას“ სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - რეგისტრაციის ნომერი #25540; (1.8). ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ფ.დ–ას“ სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - რეგისტრაციის ნომერი #25751; (1.9). ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ფ.დ–ას“ სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი #1186735; (1.10). ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ფ.დ–ას“ სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - რეგისტრაციის ნომერი #26954; (1.11). მოსარჩელეს უარი ეთქვა შპს ,,ფ.დ–ას“ სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობაზე - რეგისტრაციის ნომერი #28967; (1.12). მოსარჩელეს უარი ეთქვა შპს ,,ფ.დ–ას“ სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობაზე - საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი #1187228; შპს ,,ფ. დ–ას“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
11. მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხის) სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
12. მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
13.2. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი მსჯელობები.
13.3. სააპელაციო პალატის მითითებით, 2003 წელს გამოცემულ წიგნში - „ქართული ღვინო“, აგრეთვე წარმოდგენილ სარეკლამო მასალებში გამოსახული ეტიკეტებით შეფუთული ღვინოები მჭიდროდ უკავშირდება შპს „ტ.ვ.პ–ებს“, არის მის მიერ დამზადებული შესაბამისი უნიკალური ტექნოლოგიით და ამ სასაქონლო ნიშნის ქვეშ მომხმარებლისთვის ნაგულვებია სწორედ მოსარჩელის მიერ დამზადებული ღვინოები (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება). 2003 წელს გამოცემულ წიგნში „ქართული ღვინო“, აგრეთვე წარმოდგენილ სარეკლამო მასალებში გამოსახული ეტიკეტები, რომლებსაც მოსარჩელე იყენებდა და იყენებს წარმოებული პროდუქციის მოსანიშნად, აღრევამდე მსგავსია მოპასუხის მიერ რეგისტრირებული 10 სასაქონლო ნიშნისა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მოახდენს მოსარჩელის მიერ წარმოებული ღვინოების რეალიზაციას, მოპასუხეს ექნება შესაძლებლობა მის სახელზე რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშნებით
13.4. პალატამ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც აქვს პრეიუდიციული ძალა, რომ ჯერ შპს „ღ.ქ.ა–ი“, შემდეგ კი მოსარჩელე აწარმოებდა ღვინოს, რომელიც მონიშნული იყო 2003 წელს გამოცემულ წიგნში „ქართული ღვინო“ და სარეკლამო მასალაში მოცემული ეტიკეტებით. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის ეტიკეტების ერთ-ერთი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი იყო მზის გამოსახულება. აღნიშნული გამოსახულება წარმოადგენს სტილიზებულ მზის გამოსახულებას, მასში ჩახატული ადამიანის სახის გამოსახულებით, ასევე მზის სხივებით და მზის გარშემო განთავსებული ვაზის ფოთლებით. მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანიც წარმოადგენს სტილიზებულ მზის გამოსახულებას. ამ ორ ნიშანს შორის მსგავსება იმაში გამოიხატება, რომ აღრევამდე მსგავსია მზეში ჩახატული ადამიანის სახის სტილიზებული გამოსახულება, მზის სხივები და მზის გარშემო განთავსებული ვაზის ფოთლები. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშანი აღრევამდე მსგავსია მოსარჩელის მიერ ეტიკეტებზე გამოყენებული მზის გამოსახულებისა დასტურდება საქპატენტის 2018 წლის 29 მაისის 13 ბრძანებითაც, რომლითაც მოპასუხის მიერ სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გამო, მოსარჩელეს უარი ეთქვა მის მიერ წლების განმავლობაში გამოყენებული მზის გამოსახულებით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე.
14. მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხის) საკასაციო საჩივარი
განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
15. მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისისა და 14 ივლისის განჩინებებით ორივე საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
16.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით როგორც შპს „ი.ჯ–ის“, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
24. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელიც იდენტური, ხოლო ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. მე-6 მუხლის ძალით, სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას, ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. ეს დაცვა მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპის მიხედვით უფრო ახალ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით და დროის პრიორიტეტის მიუხედავად დაცულ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით. კანონი განსაზღვრავს უფლების დარღვევის შემადგენლობას და ადგენს განსაკუთრებული უფლების მქონე პირის უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც მისი დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია.
25. სასაქონლო ნიშნის სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგლამენტირებულია ასევე 1994 წლის 14 აპრილს დადებული საერთაშორისო შეთანხმებით ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ’’, რომლის მე-15 მუხლის შესაბამისად, ,,სასაქონლო ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი და მომსახურება სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან განასხვავოს’’. ამავე შეთანხმების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ამ მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთი საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც იდენტური ნიშნის გამოყენება ხდება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით.
26. სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელს ენიჭება ერთგვაროვან ან მსგავს საქონელზე ამ ნიშნის ან მისი ვარიანტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა. სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო აქტების შინაარსიდანგამომდინარე სასაქონლო ნიშნის მთავარი დანიშნულებაა განასხვავოს საქონელი სხვა საქონლის ან მომსახურებისაგან ან განასხვავოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან. იგივე კონვენციის მე-10bis მუხლის თანახმად „(1) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. (2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. (3) კერძოდ, აკრძალულია: 1. ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ; 2. კომერციული საქმიანობისას ისეთი ხასიათის ყალბი განცხადებების გაკეთება, რომლებიც იწვევს კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციულ საქმიანობის დისკრედიტაციას; 3. ისეთი აღნიშვნების გამოყენება ან განცხადებების გაკეთება, რამაც კომერციული საქმიანობისას შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება საქონლის გვარეობის, დამზადების ხერხის, მახასიათებლების, დანიშნულებით გამოსაყენებლად ვარგისიანობის შესაბამისობის, ან რაოდენობის მიმართ“.
27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობებს და აღნიშნავს, რომ 3 წელს გამოცემულ წიგნში - „ქართული ღვინო“, აგრეთვე წარმოდგენილ სარეკლამო მასალებში გამოსახული ეტიკეტებით შეფუთული ღვინოები მჭიდროდ უკავშირდება შპს „ტ.ვ.პ–ებს“, არის მის მიერ დამზადებული შესაბამისი უნიკალური ტექნოლოგიით და ამ სასაქონლო ნიშნის ქვეშ მომხმარებლისთვის ნაგულვებია სწორედ მოსარჩელის მიერ დამზადებული ღვინოები (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება). სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წელს გამოცემულ წიგნში „ქართული ღვინო“, აგრეთვე წარმოდგენილ სარეკლამო მასალებში გამოსახული ეტიკეტები, რომლებსაც მოსარჩელე იყენებდა და იყენებს წარმოებული პროდუქციის მოსანიშნად, აღრევამდე მსგავსია მოპასუხის მიერ რეგისტრირებული 10 სასაქონლო ნიშნისა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მოახდენს მოსარჩელის მიერ წარმოებული ღვინოების რეალიზაციას, მოპასუხეს ექნება შესაძლებლობა მის სახელზე რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშნებით მონიშნოს სხვა ღვინო, რაც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას გამოიწვევს.
28. რაც შეეხება დანარჩენ ორ ნიშანს, პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებებს და არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ზემოთმითითებულ ორივე ნიშანში პირველი სიტყვა იდენტურია, ხოლო მეორე - მსგავსი, რაც ქმნის ამ ორ სასაქონლო ნიშანს შორის აღრევის შესაძლებლობას, რამეთუ სიტყვიერი აღნიშვნა - KARTUWINE, წარმოადგენს ფანტაზიურ სიტყვას 33-ე კლასის საქონლისთვის და არ მიუთითებს საქონლის ბუნებაზე. KARTUWINE წარმოადგენს ერთსიტყვიან სასაქონლო ნიშანს, რომელსაც არ გააჩნია სემანტიკური მნიშვნელობა და ფანტაზიურია. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნიშანი ფანტაზიურია, მოსარჩელის მითითება სადავო სასაქონლო ნიშანსა და მის სასაქონლო ნიშანს შორის მსგავსების თაობაზე მოკლებულია საფუძველს. აღსანიშნავია, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი ფანტაზიურად იქნა მიჩნეული ასევე საქპატენტის სააპელაციო პალატის 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებითაც .
29. გასაჩივრებულ განჩინებაში სწორად აღინიშნა, რომ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს #05 ბრძანებით დამტკიცებული ,,სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ‘’ დამტკიცებული ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი არის კომპინირებული სასაქონლო ნიშანი, რომელიც შედგება შავ-თეთრ ფერებში შესრულებული სიტყვიერი გამოსახულებებისაგან - ALGETI VELI და „ალგეთის ველი“ და ასევე ქართული ისტორიული ძეგლის - გრემის, გამოსახულებისგან. მართალია, მოსარჩელის სასაქონლო ნიშანიც შეიცავს იგივე ისტორიული ძეგლის გამოსახულებას, თუმცა, ამ შემთხვევაში გამოსახულება მოცემულია მართკუთხედის ფორმის ჩარჩოში, რომელსაც გვერდებზე გაჰყვება ყავისფერი ტონალობის, დამახასიათებელი ფორმის ხაზები. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში სიტყვიერ გამოსახულებებს, ასევე ნიშნების დიზაინს შორის მსგავსება არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო შთაბეჭდილებით დასახელებული ორი ნიშანი აღრევამდე მსგავსად ვერ იქნება მიჩნეული.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ.ვ.პ–ებისა“ და შპს „ფ.დ–ას“ საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ტ.ვ.პ–ებს“ (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №9533, გადახდის თარიღი16/03/2023), 600 ლარის 70% - 420 ლარი;
3. შპს „ფ.დ–ას“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №2098, გადახდის თარიღი24/04/2023), 600 ლარის 70% - 420 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე