დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1544-2025 23 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორები – შპს „მ–ი“ (ს/ნ …..), შპს „მ–ი“ (ს/ნ ........), თ.ჩ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ-ჯ“, შპს „ჭ–ძე ..,“ გ.გ–ი, ზ.ბ–ძე, დ.ბ–ძე, ლ.ჭ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისისა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით თ.ჩ–ის, შპს „მ–ისა“ (ს/ნ .......) და შპს „მ–ის“ (ს/ნ .........) სარჩელი, მოპასუხეების - შპს „ბ-ჯ–ს“, შპს „ჭ–ძე ..“-ის, გ.გ–ის, ზ.ბ–ძის, დ.ბ–ძისა და ლ. ჭ–ძის მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებით თ.ჩ–ის, შპს „მ–ის“ (ს/ნ ........) და შპს „მ–ის“ (ს/ნ ......) სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
2025 წლის 4 ივნისს თ.ჩ–ის, შპს „მ–ისა“ (ს/ნ ........) და შპს „მ–ის“ (ს/ნ ......) წარმომადგენელმა დ.ა–ძემ წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში, რომელიც შეიცავდა შემდეგ შუამდგომლობას: საჯარო რეესტრში ყადაღა დაედოს სადავო მიწის ნაკვეთს - ს/კ ....... და ნაკვეთზე შპს „მ–ის“ მიერ გადახდილი მოსაკრებლებით და მოპოვებული ახალი გაზრდილი განაშენიანების კოეფიციენტით კ2=8,0 აშენებულ შენობას - აიკრძალოს სადავო უძრავი ქონების გასხვისება და სხვადასხვა ვალდებულებებით დატვირთვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განჩინებით თ.ჩ–ის, შპს „მ–ისა“ (ს/ნ ......) და შპს „მ–ის“ (ს/ნ ......) საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა თ.ჩ–ის, შპს „მ–ისა“ (ს/ნ .......) და შპს „მ–ის“ (ს/ნ .......) წარმომადგენელმა დ.ა–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინებით თ.ჩ–ის, შპს „მ–ისა“ (ს/ნ .......) და შპს „მ–ის“ (ს/ნ .......) საჩივარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
2025 წლის 18 დეკემბერს თ.ჩ–ის, შპს „მ–ისა“ (ს/ნ ......) და შპს „მ–ის“ (ს/ნ .......) წარმომადგენელმა დ.ა–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და უარი განაცხადა საჩივრის განხილვაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ჩ–ის, შპს „მ–ისა“ (ს/ნ …….) და შპს „მ–ის“ (ს/ნ ………) საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. შემდეგ გარემოებათა გამო:
ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით [სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილი]. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი]. საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს [სსსკ-ის 399-ე მუხლი]. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით [სსსკ-ის 372-ე მუხლი].
ამრიგად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორი უარს აცხადებს საჩივარზე.
სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით [სსსკ-ის 378-ე მუხლი]. სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე [სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი].
სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
საჩივრის ავტორმა საჩივარზე უარის თქმით განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. შესაბამისად, სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ.ჩ–ის, შპს „მ–ისა“ (ს/ნ ......) და შპს „მ–ის“ (ს/ნ ........) განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. თ.ჩ–ის, შპს „მ–ისა“ (ს/ნ .........) და შპს „მ–ის“ (ს/ნ .......) საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე