დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1582-2025
31 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.თ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ხ.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
1. სს „ხ.ბ.ს–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს: შპს „დ–ეს“ (ს/ნ ........) და დ.ჭ–ძეს (პ/ნ .........) სს „ხ.ბ.ს–ოს“ (ს/ნ ........) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 248 053.94 (ორას ორმოცდარვა ათას ორმოცდაცამეტი და ოთხმოცდათოთხმეტი) აშშ დოლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ნაწილში, მოპასუხე დ.ჭ–ძის (პ/ნ ........), როგორც თავდების, პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარით
4. მოსარჩელე სს „ხ.ბ.ს–ოს“ (ს/ნ .........) სასარგებლოდ არსებული ვალდებულებების (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული დავალიანების) შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა, მოსარჩელის სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ნივთები:
4.1. ქ. თბილისში, .......... მდებარე Ø სართული 1, ფართი: 33.80 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - შპს „დ–ე“ (ს/ნ .........);
Ø სართული 1, ფართი: 25.20 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.........), მესაკუთრე - შპს „დ–ე“ (ს/ნ .........);
Ø სართული 1, ფართი: 24.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N............), მესაკუთრე - შპს „დ–ე“ (ს/ნ ..........);
Ø სართული 1, ფართი: 24.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - შპს „დ–ე“ (ს/ნ ...........);
Ø სადარბაზო 2, სართული 14, ბინა N161, ფართი: 32.60 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - შპს „დ–ე“ (ს/ნ ...........);
Ø სადარბაზო 2, სართული 10, ბინა N129, ფართი: 33.10 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - მ.ტ–ძე (პ/ნ ........);
Ø სადარბაზო 2, სართული 9, ბინა N120, ფართი: 46.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.........), მესაკუთრე - შპს „დ–ე“ (ს/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 2, ბინა N71, ფართი: 45.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - შპს „დ–ე“ (ს/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 4, ბინა N83, ფართი: 49.22 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - ა.ბ–ნი (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 1, სართული 11, ბინა N49, ფართი: 50.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - შპს „დ–ე“ (ს/ნ ..........);
Ø სადარბაზო 1, სართული 11, ბინა N50, ფართი: 51.82 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - შპს „დ–ე“ (ს/ნ ............);
Ø სადარბაზო 1, სართული 12, ბინა N53, ფართი: 46.38 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - ნ.ბ–ძე (პ/ნ ............);
Ø სადარბაზო 1, სართული 3, ბინა N10, ფართი: 51.45 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - . ნ–ი (პ/ნ ...........);
Ø სადარბაზო 1, სართული 8, ბინა N31, ფართი: 74.31 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - რ. ქ–ძე (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 1, სართული 12, ბინა N52, ფართი: 72.07 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - ე. გ–ი (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 1, სართული 13, ბინა N58, ფართი: 46.38 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - დ. მ–ვი (პ/ნ .........);
Ø სადარბაზო 2, სართული 2, ბინა N72ა, ფართი: 40.20 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.........), მესაკუთრე - ც. ს–ნი (პ/ნ .........;
Ø სადარბაზო 2, სართული 4, ბინა N85, ფართი: 67.41 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - ვ.პ–ი (პ/ნ ........);
Ø სადარბაზო 2, სართული 5, ბინა N92, ფართი: 67.41 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - შ.ლ–ი (პ/ნ .........);
Ø სადარბაზო 2, სართული 6, ბინა N100, ფართი: 45.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - გ.ა–ძე (პ/ნ .........);
Ø სადარბაზო 2, სართული 7, ბინა N05, ფართი: 63.91 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - მ.დ–ია (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 10, ბინა N125, ფართი: 39.93 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N............), მესაკუთრე - ზ.ჩ–ნი (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 10, ბინა N126, ფართი: 49.22 კვ.მ. (საკადასტრო კოდი
N...........), მესაკუთრე - ს.ტ–ნი (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 10, ბინა N128, ფართი: 46.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი
N...........), მესაკუთრე - ნ.თ–ძე (პ/ნ .............);
Ø სადარბაზო 2, სართული 11, ბინა N135, ფართი: 51.14 კვ.მ. (საკადასტრო კოდი
N..........), მესაკუთრე - დ. ს–ვა (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 12, ბინა N142, ფართი: 49.22 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N............), მესაკუთრე - თ.ბ–ძე (პ/ნ .............);
Ø სადარბაზო 2, სართული 12, ბინა N147, ფართი: 47.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - ჟ.შ–რი (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 12, ბინა N147ა (მშენებარე), ფართი: 40.20 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........ა), მესაკუთრე - ჯ. მ–ი (პ/ნ .........);
Ø სადარბაზო 2, სართული 13, ბინა N150, ფართი: 49.22 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - კ.რ–ვა (C/N .........);
Ø სადარბაზო 2, სართული 13, ბინა N154, ფართი: 45.73 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - გ. ა–ნი (პ/ნ ...........);
Ø სადარბაზო 2, სართული 14, ბინა N158, ფართი: 49.22 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - ნ. ე–რ (პ/ნ ........., C/N ......);
Ø სადარბაზო 2, სართული 14, ბინა N159, ფართი: 51.14 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - ნ.პ. (პ/ნ ...........);
Ø სადარბაზო 2, სართული 14, ბინა N160, ფართი: 46.75 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - ზ.მ–ი (პ/ნ ............);
Ø სადარბაზო 2, სართული 14, ბინა N162, ფართი: 45.73 კვ.მ. (საკადასტრო კოდი
N..........), მესაკუთრე - ქ.ღ–ძე (პ/ნ........);
Ø სართული 1, ფართი: 71.50 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - მ. შ.ხ. (C/N ..........);
Ø სართული 1, საცხოვრებელი ფართი N3ბ: 48.80 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.............ბ), მესაკუთრე - ხ. დ–ი (პ/ნ ..........);
Ø სართული 1, საცხოვრებელი ფართი: 56.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - მ. შ.ხ. (P/N ...........);
Ø სართული 1, საცხოვრებელი ფართი: 35 70 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.............), მესაკუთრე - ვ.ი. (პ/ნ ......);
Ø სართული 1, ბინა N8ბ, ფართი: 73.40 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.............ბ), მესაკუთრე - გ.კ–ი (პ/ნ ..........);
Ø სართული 1, საცხოვრებელი ფართი: 48.50 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - დ.მ–ძე (პ/ნ ..........);
Ø სართული 1, საცხოვრებელი ფართი: 41.00 კვ.მ., ბინა N12ბ (საკადასტრო კოდი N..........), მესაკუთრე - მ. შ.ხ. (P/N ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 9, ბინა N122, ფართი: 45.52 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N............), მესაკუთრე - მ.ბ–ძე (პ/ნ ...........);
4.2. ქ. თბილისში, ................., 1-ელ სართულზე მდებარე 81.30 კვ.მ. საცხოვრებელი ფართიდან 69.10 კვ.მ. ფართი, (საკადასტრო კოდი N............), მესაკუთრე - გ.ა–ი (პ/ნ ..........);
5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული, წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში აღნიშნული ქონებები არ იქნება საკმარისი ვალდებულების შესასრულებლად, გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხე შპს „დ–ეს“ (ს/ნ ...........) საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან;
6. მოპასუხეებს: შპს „დ–ეს“ (ს/ნ ...........) და დ.ჭ–ძეს (პ/ნ .............) სს „ხ.ბ.ს–ოს“ (ს/ნ ...........) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟი - 2938.88 (ორი ათას ცხრაას ოცდათვრამეტი და ოთხმოცდარვა) ლარი;
7. მოპასუხე ნ.თ–ძის შუამდგომლობა - გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე, დაკმაყოფილდეს და დადგინდეს წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის აღსრულების სპეციალური წესი:
7.1. მოსარჩელე სს „ხ.ბ.ს–ოს“ (ს/ნ ..........) სასარგებლოდ არსებული ვალდებულებების (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული დავალიანების) შესრულების მიზნით, პირველ რიგში განხორციელდეს ქ. თბილისში, ........... მდებარე, შპს „დ–ეს“ (ს/ნ ............) საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების რეალიზაცია:
Ø სართული 1, ფართი: 33.80 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.............);
Ø სართული 1, ფართი: 25.20 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N............);
Ø სართული 1, ფართი: 24.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..............);
Ø სართული 1, ფართი: 24.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.............);
Ø სადარბაზო 2, სართული 14, ბინა N161, ფართი: 32.60 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..............);
Ø სადარბაზო 2, სართული 9, ბინა N120, ფართი: 46.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..............);
Ø სადარბაზო 2, სართული 2, ბინა N71, ფართი: 45.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........);
Ø სადარბაზო 1, სართული 11, ბინა N49, ფართი: 50.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..............);
Ø სადარბაზო 1, სართული 11, ბინა N50, ფართი: 51.82 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........);
7.2. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 7.1 პუნქტში აღნიშნული უძრავი ნივთების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელე სს „ხ.ბ.ს–ოს“ (ს/ნ ...........) სასარგებლოდ არსებული ვალდებულებების (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული დავალიანების) დასაფარავად, განხორციელდეს ქ. თბილისში, ............ მდებარე შემდეგი უძრავი ნივთების რეალიზაცია:
Ø სადარბაზო 2, სართული 10, ბინა N129, ფართი: 33.10 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - მ.ტ–ძე (პ/ნ ...........);
Ø სადარბაზო 2, სართული 4, ბინა N83, ფართი: 49.22 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - ა. ბ–ნი (პ/ნ ...........);
Ø სადარბაზო 1, სართული 12, ბინა N53, ფართი: 46.38 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..............), მესაკუთრე - ნ.ბ–ძე (პ/ნ ...........);
Ø სადარბაზო 1, სართული 3, ბინა N10, ფართი: 51.45 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N............), მესაკუთრე - ს. ნ–ი (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 1, სართული 8, ბინა N31, ფართი: 74.31 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - რ.ქ–ძე (პ/ნ ............);
Ø სადარბაზო 1, სართული 12, ბინა N52, ფართი: 72.07 კვ.მ. (საკადასტრო კოდი
N............), მესაკუთრე - ე. გ–ი (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 1, სართული 13, ბინა N58, ფართი: 46.38 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N............), მესაკუთრე - დ. მ–ვი (პ/ნ ...........);
Ø სადარბაზო 2, სართული 2, ბინა N72ა, ფართი: 40.20 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.............ა), მესაკუთრე - ც. ს–ნი (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 4, ბინა N85, ფართი: 67.41 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N............), მესაკუთრე - ვ.პ–ი (პ/ნ ...........);
Ø სადარბაზო 2, სართული 5, ბინა N92, ფართი: 67.41 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N............. მესაკუთრე - შ.ლ–ი (პ/ნ ............);
Ø სადარბაზო 2, სართული 6, ბინა N100, ფართი: 45.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..............), მესაკუთრე - გ.ა–ძე (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 7, ბინა N05, ფართი: 63.91 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..............), მესაკუთრე - მ.დ–ია (პ/ნ ............);
Ø სადარბაზო 2, სართული 10, ბინა N125, ფართი: 39.93 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N............), მესაკუთრე - ზ. ჩ–ნი (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 10, ბინა N126, ფართი: 49.22 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..............), მესაკუთრე - ს.ტ–ნი (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 10, ბინა N128, ფართი: 46.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - ნ.თ–ძე (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 11, ბინა N135, ფართი: 51.14 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - დ.ს–ვა (პ/ნ ...........);
Ø სადარბაზო 2, სართული 12, ბინა N142, ფართი: 49.22 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.............), მესაკუთრე - თ.ბ–ძე (პ/ნ .............);
Ø სადარბაზო 2, სართული 12, ბინა N147, ფართი: 47.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.............), მესაკუთრე - ჟ. შ–რი (პ/ნ ............);
Ø სადარბაზო 2, სართული 12, ბინა N147ა (მშენებარე), ფართი: 40.20 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.............ა), მესაკუთრე - ჯ.მ–ი (პ/ნ .........);
Ø სადარბაზო 2, სართული 13, ბინა N150, ფართი: 49.22 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.............), მესაკუთრე - კ.რ–ვა (C/N ...........);
Ø სადარბაზო 2, სართული 13, ბინა N154, ფართი: 45.73 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - გ.ა–ნი (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 14, ბინა N158, ფართი: 49.22 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N............), მესაკუთრე - ნ.ე. (პ/ნ .........., C/N ............);
Ø სადარბაზო 2, სართული 14, ბინა N159, ფართი: 51.14 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.............), მესაკუთრე - ნ. პ. (პ/ნ ..........);
Ø სადარბაზო 2, სართული 14, ბინა N160, ფართი: 46.75 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...............), მესაკუთრე - ზ. მ–ი (პ/ნ ............);
Ø სადარბაზო 2, სართული 14, ბინა N162, ფართი: 45.73 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - ქ.ღ–ძე (პ/ნ ............);
Ø სართული 1, ფართი: 71.50 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N............), მესაკუთრე - მ.შ. ხ.(C/N ..........);
Ø სართული 1, საცხოვრებელი ფართი N3ბ: 48.80 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.............ბ), მესაკუთრე - ხ. დ–ი (პ/ნ ...........);
Ø სართული 1, საცხოვრებელი ფართი: 56.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.............მესაკუთრე - მ.შ. ხ.(P/N ..........);
Ø სართული 1, საცხოვრებელი ფართი: 35 70 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N............), მესაკუთრე - ვ.ი.(პ/ნ ...........);
Ø სართული 1, ბინა N8ბ, ფართი: 73.40 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........ბ), მესაკუთრე - გ. კ–ი (პ/ნ ..........);
Ø სართული 1, საცხოვრებელი ფართი: 48.50 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - დ.მ–ძე (პ/ნ ..........);
Ø სართული 1, საცხოვრებელი ფართი: 41.00 კვ.მ., ბინა N12ბ (საკადასტრო კოდი
N.............ბ), მესაკუთრე - მ.შ.ხ. (P/N ............);
Ø სადარბაზო 2, სართული 9, ბინა N122, ფართი: 45.52 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........), მესაკუთრე - მ. ბ–ძე (პ/ნ ..........).
8. გადაწყვეტილება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა ნ.თ–ძემ და ს. ნ–ძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მერვე პუნქტი, რომლითაც გადაწყვეტილება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებად, კერძო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრეს ნ.თ–ძემ და ს. ნ–ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ნ.თ–ძის და ს.ნ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მერვე პუნქტის გაუქმების მოთხოვნით, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.თ–ძემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.თ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო (კერძო) საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო (კერძო) საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ხ.ბ.ს–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამავე გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გადაწყვეტილება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებად. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა ნ.თ–ძემ და ს.ნ–ძემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მითითბული კერძო საჩივარი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი. განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა მოპასუხე ნ.თ–ძემ.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათის ნორმათა რიგს განეკუთვნება და ადგენს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია. კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომლებზეც პირდაპირ უთითებს კანონი. ამასთან, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის ამავე პროცესუალური წესით შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საჩივრდება (იხ. სუსგ: Nას-814-781-2016, 30.11.2016 წ.).
როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინება ნ.თ–ძისა და ს.ნ–ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესოო კოდექსის 419-ე მუხლიდან გამომდინარე საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება. შესაბამისად, აღნიშნული განჩინების კანონიერება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება და ნ.თ–ძის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ Nას-1033-2018, 30.10.20218წ; Nას-1025-986-2016, 13.01.2017წ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3-ე, 414-ე, 419-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.თ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ლევან ნემსაძე