დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1624-2025
29 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს ,,ბ.ქ–უ'' (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს ,,ა.გ–ო'', შპს ,,ბ–ი'', შპს ,,თ–ა'', თ.ს–ძე, მ.ა–ძე, ნ.ხ–ძე, ვ.ხ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის და გირავნობის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „ბ.ქ–უს“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების - შპს ,,A. G’’-ს, შპს „ბ–ის“, შპს „თ–ას“, ვ.ხ–ძის, მ.ა–ძის, ნ.ხ–ძის, თ.ს–ძის მიმართ, საბანკო კრედიტის ხელშეკლრულებიდან გამოდინარე, დავალიანების დაკისრების, იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სს „ბ.ქ–უს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,A.G’’-ს, შპს „ბ–ის“, შპს „თ–ას“, ვ.ხ–ძის, მ.ა–ძის, ნ.ხ–ძის, თ.ს–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, სს ,,ბ.ქ–უს“ სასარგებლოდ, ყოველდღიური სარგებლისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1.2, 1.2.2 და 2 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1, 2, 1.1.2; 1.2.2; 2, 3 და 5 პუნქტების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 08 იანვრის განჩინებით სს ,,ბ.ქ–უს'' დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა და არაუმეტეს საპროცესო კოდექსით განსაზღვრული იურიდიული პირებისათვის დადგენილი მაქსიმალური ოდენობის – 8 000 ლარისა.
აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა 2026 წლის 09 იანვარს, თუმცა ვერ ჩაბარდა მისამართზე (თბილისი, .......) მოუძიებლობის გამო.
2026 წლის 16 იანვარს კასატორის წარმომადგენელმა ე.ყ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივარს გახმობა.
2026 წლის 22 იანვარს კასატორის წარმომადგენელმა ნ.ჩ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
2026 წლის 28 იანვარს კასატორის წარმომადგენლებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მიუთითეს, რომ 2026 წლის 16 იანვრის განცხადება (რომლითაც კასატორის წარმომადგენელი ე.ყ–ი ითხოვდა საკასაციო საჩივრის გახმობას) დარჩეს რეაგირების გარეშე და სასამართლოს განეხილა 2026 წლის 22 იანვრის განცხადება სს ,,ბ.ქ–უს'' საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო რომ წარმოდგენილი განცხადებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1, 2, 1.1.2; 1.2.2; 2, 3 და 5 პუნქტების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 08 იანვრის განჩინებით სს ,,ბ.ქ–უს'' დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა და არაუმეტეს საპროცესო კოდექსით განსაზღვრული იურიდიული პირებისათვის დადგენილი მაქსიმალური ოდენობის – 8 000 ლარისა.
აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა 2026 წლის 09 იანვარს, თუმცა ვერ ჩაბარდა მისამართის (თბილისი, ნ. ა–ას 8) მოუძიებლობის გამო.
2026 წლის 22 იანვარს კასატორის წარმომადგენელმა ნ.ჩ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე (იხ. ტომი 2, ს.ფ. 205-208).
სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26.09.2019 წელი; №ას-1793-2019, 12.03.2020 წელი; №ას-1238-2022, 04.10.2022 წელი).
კასატორმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან კასატორმა იქამდე განაცხადა უარი საკასაციო საჩივარზე, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა მის წარმოებაში მიღებაზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ამდენად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ Nას-37-36-2014, 17.02.2014). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 284-ე, 285-ე, 396.4 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,ბ.ქ–უს'' საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია