არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-866-2025
14 იანვრი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორები - ხ.მ–ი, ვ.დ–ი, გ.დ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.მ–ი, ვ.დ–ი, გ.დ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სარჩელით მიმართეს გ.დ–მა, ხ.მ–მა, დ.ს–მა, ვ.დ–მა მოპასუხე სს „ს.ბ–ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. კერძოდ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს, სს „ს.ბ–ს“ დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ ხელშეკრულებების შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანის, ჯამურად 1 298 693.80 ლარის ანაზღაურება.
2. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ბანკმა მათ ხელშეკრულებათა ცალმხრივად შეწყვეტის შედეგად ზიანი მიაყენა, ამიტომ მოითხოვენ ყველა არაკანონიერად დაფარული სესხის 11% და ანაბრების უმიზეზოდ დახურვის გამო მიუღებელ პროცენტს. მხარე არაკანონიერად შეწყვეტილად მიიჩნევს საკრედიტო ხელშეკრულებების ნაწილის შეწყვეტას.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, კვალიფიციური შედავება წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობები არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებები საფუძვლიანად შეწყდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.დ–ის, ხ.მ–ის, დ.ს–ის, ვ.დ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ.დ–მა, ხ.მ–მა, ვ.დ–მა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, გ.დ–ისა და ხ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ვ.დ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება ვ.დ–ის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ.დ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს „ს.ბ–ს“ ვ.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 489 023,45 ლარის (საიდანაც სუბსიდირების თანხას წარმოადგენს 121 023,45 ლარი და ანაბარს - 368 000 ლარი) გადახდა; ვ.დ–ის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სს „ს.ბ–ს“ ვ.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2670 ლარის გადახდა სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
5.3. 2019 წლის 03 ივნისს, ბანკს, გ.დ–სა და ი/მ ხ.მ–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის გენერალური ხელშეკრულება NGCLOO0357492-8680015, რომლის 2020 წლის 03 ნოემბრის დამატებითი პირობები N2, GCLO00357492-8680015-6-ის თანახმად, გენერალურ ხელშეკრულებას სოლიდარულ მოვალედ/თანამსესხებლებად დაემატა ინდმეწარმე დ.ს–ი.
5.4. 2019 წლის 03 ივნისის გენერალური ხელშეკრულება გაფორმდა შემდეგი პირობებით: გენერალური საკრედიტო ხაზის მოცულობა - 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი ან/და ექვივალენტი სხვა ვალუტაში; გენერალური საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა - 240 თვე; საპროცენტო სარგებელი განისაზღვრება გენერალური საკრედიტო ხაზის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით. წინამდებარე გენერალური ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო ბანკსა და მოსარჩელე მხარეებს (ასევე ლ.ლ–ს) შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებებით.
5.5. დადგენილია, რომ 2019 წლის 03 ივნისის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების #GLC0003574492-8680015 საფუძველზე და ამ ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის გაფორმებული იყო შემდეგი ხელშეკრულებები:
5.6. 2019 წლის 18 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #NCLA#003600477-6229159- 1027489 (მსესხებელი - ი/მ ხ.მ–ი, კრედიტის პროგრამული ნომერი 6229159);
5.7. 2019 წლის 03 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #GLCA000357915-6199244 (ი/მ ხ.მ–ი, კრედიტის პროგრამული ნომერი 6199244);
5.8. 2019 წლის 03 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #NCLAO00357910-6199125 (ი/მ ხ.მ–ი, კრედიტის პროგრამული ნომერი 6199125);
5.9. 2020 წლის 03 ნოემბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CLA00045151595-6926249- 10763335 (მსესხებელი - დ.ს–ი, კრედიტის პროგრამული ნომერი 6926249).
5.10. ბანკსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება და შესაბამისად, მისგან გამომდინარე ყველა ხელშეკრულება, უზრუნველ-ყოფილი იყო ბანკსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის გაფორმებული გირავნობის შემდეგი ხელშეკრულებებით:
5.11. გირავნობის ხელშეკრულება #CAP000357760: დამგირავებელი - მ.ხ.; გირავნობის საგანი - ანგარიშზე არსებული და სამომავლო თანხის მოცულობა, ანაბრის #CD25607872, სერტიფიკატის #cd12494427;
5.12. გირავნობის ხელშეკრულება #CAP000357769: დამგირავებელი - მ.ხ.; გირავნობის საგანი - ანგარიშზე არსებული და სამომავლო თანხის მოცულობა, ანაბრის #CD25607872, სერტიფიკატის #cd12104524;
5.13. გირავნობის ხელშეკრულება #CAP000357779, დამგირავებელი - ხ.მ–ი; გირავნობის საგანი - ანგარიშზე არსებული და სამომავლო თანხის მოცულობა, ანაბრის #CD25607872, სერტიფიკატის #cd11843185;
5.14. გირავნობის ხელშეკრულება #CAP000451598, დამგირავებელი - ს.დ.; გირავნობის საგანი - ანგარიშზე არსებული და სამომავლო თანხის მოცულობა, ანაბრის, სერტიფიკატის #CD18391092;
5.15. გირავნობის ხელშეკრულება #CAP000451600; დამგირავებელი - დ.ვ.; გირავნობის საგანი - ანგარიშზე არსებული და სამომავლო თანხის მოცულობა, ანაბრის, სერტიფიკატის #CD18141155;
5.16. ბანკსა და მოსარჩელეებს შორის, გენერალური ხელშეკრულებისგან დამოუკი-დებლად, ასევე გაფორმებული იყო შემდეგი სახის საბანკო კრედიტის ხელშეკრუ-ლებები:
5.17. 2018 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CA000282659-5563490 (მსესხებელი - ი/მ ხ.მ–ი; კრედიტის პროგრამული ნომერი 5563490); ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო 2018 წლის 30 მაისის გირავნობის ხელშეკრულებით #CAP000282662 (გირავნობის საგანი - 483 649.32 ლარი, ანაბრის #CD25607872, სერტიფიკატის #cd11843185).
5.18. 2018 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CA000288112-5604873 (მსესხებელი ხ.მ–ი, კრედიტის პროგრამული ნომერი 5604873) საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო 2018 წლის 28 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით CAP00028128 (გირავნობის საგანი - 400 000 ლარი, #CD25607872, სერთიფიკატის #cd12104524).
5.19. 2018 წლის 10 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CA000296127-5667980-1022008 (მსესხებელი - ი/მ ხ.მ–ი, კრედიტის პროგრამული ნომერი 5667980).
5.20. წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო 2018 წლის 10 აგვისტოს გირავნობის ხელშეკრულებით #CAP000296130 (გირავნობის საგანი 48 000 ლარი, №СD25607872, სერთიფიკატის #cd12494427).
5.21. დადგენილია, რომ 2021 წლის 02 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CA000478724-7101615-11141664 (მსესხებელი - გ.დ–ი, შპს „ი–ნი” ლ.ლ–ი; კრედიტის პროგრამული ნომერი 7101615); უზრუნველყოფილი იყო 2018 წლის 02 მარტის გირავნობის ხელშეკრულებით #CAP000478737 (გირავნობის საგანი - 1 500 000 ლარი, ანაბრის ხელშეკრულება #CD18962686).
5.22. 2020 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CA000443280-6871456- 10600279 (მსესხებელი - ი/მ ვ.დ–ი; კრედიტის პროგრამული ნომერი 6871456); უზრუნველყოფილი იყო 2018 წლის 25 სექტემბრის გირავნობის ხელშეკრულებით #CAP000443281 (გირავნობის საგანი 1 160 000 ლარი, ანაბრის ხელშეკრულება #CD18141155).
5.23. მსესხებელთა ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების საფუძვლით, 2023 წლის 18 იანვარს მოხდა ბანკში მსესხებელთა სახელზე არსებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შეწყვეტა, რის ფარგლებშიც, თითოეული გირავნობის საგანი, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მიმართული იქნა ამ გირავნობის საგნით უზრუნველყოფილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების დასაფარად/შესამცირებლად.
5.25. ხ.მ–ის მიერ დაგირავებული გირავნობის სერტიფიკატებით #cd11843185, cd12104524, cd12494427 გათვალისწინებული თანხები მოხმარდა ბანკსა და მოსარჩელეთა შორის, მითითებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, მსესხებელთა სასარგებლოდ გაცემული შემდეგი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების დაფარვა/შემცირებას.
5.26. 2019 წლის 18 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #NCLA0003600477-6229159- 1027489 (კრედიტის პროგრამული ნომერი 6229159) გამომდინარე ვალდებულება 71 044.77 ლარის ოდენობით.
5.27. 2019 წლის 03 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #NCLA000357910-6199125 (კრედიტის პროგრამული ნომერი 6199125) გამომდინარე ვალდებულება 231 145.59 ლარის ოდენობით.
5.28. 2019 წლის 03 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #GLCAO00357915-6199244 (კრედიტის პროგრამული ნომერი 6199244) გამომდინარე ვალდებულება 50 832.04 ლარის ოდენობით.
5.29. 2020 წლის 03 ნოემბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან NGCLCA000451595- 6926249-10763335 (კრედიტის პროგრამული წომერი 6926249) გამომდინარე ვალდებულება 412 720.05 ლარის ოდენობით.
5.30. 2018 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CA000282659–5563490 კრედიტის პროგრამული ნომერი 5563490) გამომდინარე ვალდებულება 177 594.83 ლარის ოდენობით.
5.31. 2018 წლის 10 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #CA000296127-5667980- 1022008 (კრედიტის პროგრამული ნომერი 5667980) გამომდინარე ვალდებულება 460 147.45 ლარის ოდენობით.
5.32. 2018 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #CA000288112-5604873 (კრედიტის პროგრამული ნომერი - 5604873) გამომდინარე ვალდებულება 375 200.35 ლარის ოდენობით.
5.33. დ.ვ.ს მიერ დაგირავებული გირავნობის სერტიფიკატებით #CD18141155 გათვალისწინებული თანხები მოხმარდა ბანკსა და მოსარჩელეთა შორის, მითითებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, მსესხებელთა სასარგებლოდ გაცემული შემდეგი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების დაფარვა/შემცირებას:
5.34. 2020 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #CA000443280-6871456- 10600279 კრედიტის პროგრამული ნომერი 6871456) გამომდინარე ვალდებულება 1 100 213.15 ლარის ოდენობით.
5.35. 2020 წლის 03 ნოემბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან # GCLCA000451595- 6926249-10763335 კრედიტის პროგრამული ნომერი 6926249) გამომდინარე ვალდებულება 293 532.39 ლარის ოდენობით.
5.36. ლ.ლ–ის მიერ დაგირავებული გირავნობის სერტიფიკატით #CD18962686 გათვალისწინებული თანხები მოხმარდა ბანკსა და მოსარჩელეთა შორის, მითითებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, მსესხებელთა სასარგებლოდ გაცემული შემდეგი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების დაფარვას:
2021 წლის 02 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #CA000478724-7101615- 11141664 (კრედიტის პროგრამული ნომერი 7101615) გამომდინარე ვალდებულება 1 457 446.21 ლარის ოდენობით; საანაბრე ანგარიშზე დარჩენილი თანხა 231 975.56 ლარის ოდენობით გაიტანა გ.დ–მა.
5.37. დ.ს–ის მიერ დაგირავებული გირავნობის სერტიფიკატებით #CD18391092 გათვალისწინებული თანხები მოხმარდა ბანკსა და მოსარჩელეთა შორის, მითითებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე, მსესხებელთა სასარგებლოდ გაცემული შემდეგი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების შემცირებას: 2020 წლის 03 ნოემბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #GCLCA000451595-6926249-10763335 (კრედიტის პროგრამული ნომერი 6926249) გამომდინარე ვალდებულება - 711 999.07 ლარის ოდენობით. შესაბამისად, თითოეული დაგირავებული სერტიფიკატით გათვალისწინებული თანხა (გირავნობის საგანი) მოხმარდა ბანკის წინაშე, მსესხებელთა არსებული იმ კონკრეტული ვალდებულებების დაფარვას, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფილი იყო სწორედ ამ გირავნობის სერტიფიკატებით.
5.38. პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული თითოეული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ კრედიტს და მსესხებელი ვალდებული იყო სესხი მიზნობრივად გამოეყენებინა.
5.39. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შეწყვეტამდე, ბანკისთვის ცნობილი გახდა, რომ მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენების საფუძვლით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოპასუხეების გ.დ–ის, ხ.მ–ის (ი/მ ხ.მ–ის) და დ.ს–ის (ი/მ დ.ს–ის) წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე. 2023 წლის 17 იანვარს ააიპ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ თავად აცნობა ბანკს თანადაფინანსების შეჩერების ფაქტის შესახებ დ.ს–ის მიერ აღებული სესხის ნაწილში. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბანკმა 2023 წლის 18 იანვარს მსესხებლებს შეუწყვიტა ხელშეკრულება. 2022 წლის 25 იანვარს, ბანკს წარედგინა
მოპასუხეთა ანგარიშებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინება.
5.40. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სს ,,ს.ბ–ს" 2023 წლის 18 იანვრისათვის, როდესაც ცალმხრივად შეწყდა სესხი, არ გააჩნდა მსესხებელთა ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების მტკიცების საფუძველი არცერთი მსესხებლის მიმართ, რადგან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შეწყვეტამდე, ჯერ კიდევ 2022 წლის 25 იანვარს ბანკისთვის ცნობილი გახდა, რომ მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენების საფუძვლით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოპასუხეების გ.დ–ის, ხ.მ–ის (ი/მ ხ.მ–ის) და დ.ს–ის (ი/მ დ.ს–ის) წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე და ბანკს არავითარი ღონისძიებისთვის არ მიუმართავს, მათ შორის არ მომხდარა სესხის შეწყვეტა, რადგან არ წარმოშობია მსესხებელთა ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაურესების თაობაზე ვარაუდის საფუძველი, ასევე სახელმწიფოს მიერ არ გამოყენებულა აღნიშნულ პირთა მიმართებით სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში რაიმე სახის უზრუნველყოფის ღონისძიება. პალატამ ყურადღებას მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ 2023 წლის 17 იანვარს ააიპ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ ბანკს აცნობა თანადაფინანსების შეჩერების ფაქტის შესახებ მხოლოდ დ.ს–ის მიერ აღებული კონკრეტული სესხის ნაწილში და ააიპ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ დ.ს–ის მიერ აღებული სესხის შეაჩერა და არა შეწყვეტა.
5.41. ასევე პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ სს "ს.ბ–ის" მიერ შეწყვეტის დროისათვის 2023 წლის 18 იანვრისათვის არცერთ მსესხებელს არცერთ სესხზე არ უფიქსირდებათ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე რაიმე სახის ვალდებულების შეუსრულებლობა ბანკის წინაშე და მომდევნო გადახდა გრაფიკით უწევდათ 2023 წლის 18 მაისს.
5.42. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მსესხებლებს რაიმე სახის შეუსრულებელი ვალდებულება ეკისრათ არათუ კონკრეტულად სს ,,ს.ბ–ის" არამედ, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ და მითითებული გარემოებები სს ,,ს.ბ–ისათვის" არ წარმოშობდა მსესხებელთა ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების მტკიცების საფუძველს იმ პირობებში, როდესაც სესხი იყო უზრუნველყოფილი ანაბრით და უძრავი ქონებით, რომლის მოცულობა ფაქტობრივად ბევრად აღემატებოდა სესხის მოცულობას, რადგან სესხის საერთო მოცულობა შეადგენდა 3100000 ლარს, ხოლო უზრუნველყოფის მოცულობა ანაბარზე განთავსებული თანხის სახით, რომელიც ბანკის სასარგებლოდ იყო დაგირავებული, ბევრად აღემატებოდა სესხის საერთო ოდენობას, ასევე იპოთეკით დატვირთული იყო უძრავი ქონებები და მხოლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების ჯამური ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 6 600 000 ლარს (ანაბრის თანხის ოდენობის და უძრავი ქონების ღირებულება ს.ბ–ის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი, რადგან ამ ნაწილში კვალიფიციური შედავება წარმოდგენილი არ არის) და დაგირავებული ანაბარზე განთავსებული თანხის ოდენობა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ღირებულება, რომელიც რამდენიმეჯერ აღემატებოდა სესხის ოდენობას, ფაქტობრივად აქარწყლებდა მსესხებელთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების თაობაზე ვარაუდის საფუძველს.
5.43. პალატამ არ გაიზიარა სს ,,ს.ბ–ის" პოზიცია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელთა მიერ 2023 წლის 24 მაისის გრაფიკით დადგენილი და შემდგომი გადახდების განუხორციელობლობის შესახებ და მიუთითა, რომ სს ,,ს.ბ–ის" მიერ სესხის ხელშეკრულებები ამ პერიოდისათვის უკვე შეწყვეტილი იყო და მსესხებელთა მიერ უკვე არ არსებული ვალდებულების შესრულება ვერ განხორციელდებოდა და მითუმეტეს ვერ განხორციელდებოდა ააიპ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ შეწყვეტილი სესხის თანადაფინანსება.
5.44. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სესხის ხელშეკრულებები სუბსიდირებული იყო სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ; სისხლის სამართლის განაჩენი გამოტანილია ხ.მ–ის, ლ.ლ–ის, დ.ს–ის, გ.დ–ის მიმართ, რომელთაგან მოსარჩელეებს წარმოადგენენ: ხ.მ–ი, დ.ს–ი, გ.დ–ი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტით მიღებული თანხა მოსარჩელეებმა გამოიყენეს არადანიშნულებისამებრ და ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სსკ-ის 627-ე მუხლზე დაყრდნობით, მართლზომიერად მიიჩნია, ხ.მ–ისა და გ.დ–ის მიმართ სს ,,ს.ბ–ის" მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და ვალის დაბრუნების მოთხოვნა.
5.45. შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხ.მ–ისა და გ.დ–ის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, ვინაიდან არ დგინდებოდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
5.46. რაც შეეხება ვ.დ–ის მიმართ სს „ს.ბ–ის“ მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტას, პალატამ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე. კერძოდ აღნიშნა, რომ ბანკმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა 2023 წლის 18 იანვარს. აღნიშნული პერიოდისთვის არ არსებობდა ვადამოსული ვალდებულება, ანუ 18 იანვრისთვის მსესხებელს ვადაგადაცილება არ უფიქსირდებოდა. ვ.დ–ის მიმართ არ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის. არ არსებობდა სოფლის განვითარების სააგენტოს შედავება ვ.დ–ის მხრიდან მიზნობრივი კრედიტების არადანიშნულებისამებრ გამოყენებაზე. მის მიმართ თანადაფინანსებაც არ შეწყვეტილა.
5.47. პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან ვ.დ–ის მიმართ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არსებობდა გირავნობის საგანი, რომელიც უზრუნველყოფდა მოთხოვნას და აღნიშნული გირავნობის საგნიდან უპირატესად დაიფარებოდა ბანკის მოთხოვნა, არ არსებობდა ვ.დ–ის მიმართ სესხის დაფარვის გართულების რისკი, მსესხებლის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ სს „ს.ბ–ის“ თავდაპირველად წარმოდგენილი სარჩელიც არ ყოფილა აღძრული ვ.დ–ის მიმართ და ბანკი მას საკრედიტო ვალდებულების შესრულებას არ ედავებოდა, მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნულის მიუხედავად, ვ.დ–ს ანგარიშიდან ჩამოეჭრა 239 531 ლარი N6926249 სესხის დასაფარად, რომელიც დადებული იყო დ.ს–თან.
5.48. პალატამ არ გაიზიარა სს ს.ბ–ის პოზიცია, ვ.დ–ის ნაწილში სესხის შეწყვეტის მართლზომიერების დასადასტურებლად საერთო მეურნეობაზე მითითებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მხოლოდ აღნიშნული გარემოების დადასტურებაც ვერ გახდებოდა სესხის მართლზომიერად შეწყვეტის საფუძველი, რადგან სესხი უზრუნველყოფილი იყო ანაბარზე განთავსებული თანხით, რომელიც ბევრად აღემატებოდა ვ.დ–ის მიერ აღებულ სესხს, ასევე არ დასტურდებოდა რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო კავშირი ვ.დ–სა და იმ პირთა შორის, რომელთა მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა და ცნობილი იქნენ დამნაშავედ განაჩენით. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთებოდა ვ.დ–ის ანაბარზე განთავსებულ თანხასთან რაიმე კავშირი იმ სესხებთან, რომელთა მიმართაც განაჩენით დადგენილია არამიზნობრივი გამოყენება. შესაბამისად, პალატის მითითებით, არათუ საერთო მეურნეობის წარმოება, თუ მხარე კეთილსინდისიერად ასრულებს საბანკო ხელშეკრულებით წარმოშობილ ვალდებულებებს, რასაც ადგილი აქვს ვ.დ–ის ქმედებებში, არამედ თვით განაჩენით დამნაშავედ ცნობილ პირებთან ახლო ნათესაური კავშირიც, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, ვერ გახდებოდა სესხის მართლზომიერად შეწყვეტის ცნობის საფუძველი.
5.49. პალატის განსჯით, ვინაიდან დაიფარა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება, ვ.დ–მა ვერ მიიღო სუბსიდირების თანხა - 11%, რაც შეადგენს 121 023,45 ლარს. რაც შეეხება ანაბარზე მიუღებელ სარგებელს, ვინაიდან ანაბარის ვადა შეადგენდა 5 წელს, წლიური მისაღები სარგებელი კი შეადგენდა 92 000 ლარს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ.დ–ს უნდა აუნაზღაურდეს 4 წლის განმავლობაში მისაღები სარგებელი 368 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან სესხის ხელშეკრულების ვადის გასლის შემდგომ (48 თვე) აღნიშნული ანაბრის თანხა მიექცეოდა სასესხო ვალდებულებების შესასრულებლად. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სს „ს.ბ–ს“ ვ.დ–ის სასარგებლოდ ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა დაეკისროს 489 023,45 ლარის გადახდა, საიდანაც სუბსიდირების თანხას წარმოადგენს 121 023,45 ლარი, ხოლო ანაბრის სარგებელს 368 000 ლარი.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს სს ,,ს.ბ–მა’’, ხ.მ–მა, გ.დ–მა და ვ.დ–მა.
7. პირველი კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
7.1. კასატორი - სს ,,ს.ბ–ი’’ უთითებს რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მისი როლი და პრაქტიკულად შეითავსა ახალი ფაქტების დამდგენი სასამართლოს ფუნქცია, თანაც იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ფაქტები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და უდავოდ დადგენილ ფაქტებს. მოირგო რა მოწინააღმდეგის როლი, შეჯიბრებით პროცესში ობიექტური დამკვირვებლის ნაცვლად, სააპელაციო სასამართლო პრაქტიკულად მოგვევლინა აპელანტ მხარედ. სასამართლომ თავად ჩამოაყალიბა მოთხოვნა, თავად განსაზღვრა მისი დამფუძნებელი ფაქტები და თავად გაიანგარიშა ერთ-ერთი აპელანტის ვ.დ–ის ნაწილში ზიანი იმ ფონზე, როდესაც მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა ერთი სოლიდარული მოთხოვნა ბანკის წინააღმდეგ და ბანკი მუდმივად სადავოდ ხდიდა მოთხოვნის ბუნდოვანებასაც და მოთხოვნილი ზიანის საერთოდ არ არსებულ გაანგარიშებასაც.
7.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პროცესუალური დარღვევა, რაც პირველი ინსტანციის ეტაპზე უგულებელყოფილი ჰქონდა მოსარჩელე მხარეს, თავად უნდა გამოესწორებინა აპელაციის ეტაპზე, იმ პირობებში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენდა ,,სავარაუდო ზიანის’’ დაკისრებას. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ ჰქონდა საფუძველი ემსჯელა მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს მისცა შესაძლებლობა სააპელაციო ეტაპზე პრაქტიკულად არათუ დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა როგორც მისი ოდენობის, ასევე - გაანგარიშების და ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტების ნაწილში, არამედ მოწინააღმდეგე მხარეს პრაქტიკულად შესაძლებლობა მისცა, შეზღუდული აპელაციის პირობებში წარმოედგინა ახალი სარჩელი ,,დამატებითი ახსნა-განმარტების’’ ფორმატით.
7.3. სააპელაციო სასამართლომ ბანკს ჩამოართვა ყველა საპროცესო უფლება და აპელაციის ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა იმგვარი შედეგი, რომელიც ვერცერთ ეტაპზე ვერ იქნებოდა განჭვრეტადი ვერცერთი მხარისთვის. ბანკი, როგორც კეთილსინდისიერი მხარე, დავის განხილვის ყველა ეტაპზე მოქმედებდა საპროცესო ნორმების დაცვით. ვინაიდან, დავის პირველი ინსტანციით განხილვისას სასამართლომ საქმე მიიჩნია მომზადებულად და არსებითად განიხილა საქმეში არსებული შეგეგებული სარჩელი. აღნშნული კი სადავო არ გამხდარა არც სააპელაციო სასამართლოს მიერ. ბუნდოვანია, რა პროცესუალური მოწესრიგების გათვალისწინებით მიიჩნია სასამართლომ რომ სააპელაციო ეტაპზე წარმოდგენილი აპელანტების ,,დამატებითი ახსნა-განმარტება’’ შესაძლებელია გამხდარიყო არა თუ მოთხოვნის დაკმაყოფილების, არამედ მსჯელობის საგანიც კი. რის საფუძველზე მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ რომ სააპელაციო ეტაპზე წარმოდგენილი ბანკის შესაგებელზე წარმოდგენილი ,,საპასუხო პოზიცია’’ იყო მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა. რა საფუძვლით შეცვალა სააპელაციო ეტაპზე მოთხოვნის ფორმულირება და რის გამო მოგვევლინა თავად მოთხოვნის განმსაზღვრელ სუბიექტად.
7.4. სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად საუძველი გამოაცალა კვალიფიციური შედავების მნიშვნელობას, სამოქალაქო სამართლებრივი დავის განხილვისას და უგულებელყო, რომ ,,შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა აქვს კვალიფიციულ შედავებას..’’
7.5. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მხარეთა დისპოზიციურობის და თანასწორობის; დავის მიუკერძოებლად გადაწყვეტის, ისევე როგორც, შეზღუდული აპელაციის პრინციპების ერთმნიშვნელოვნად დარღვევას.
7.6. სააპელაციო სასამართლომ არასოწრად განსაზღვრა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა და მეორეული მოთხოვნის განხორციელებას (ზიანის ანაზღაურებას) მიანიჭა უპირატესობა ისე, რომ არ იმსჯელა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გათვალისწინებით, მის მიერვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შესაძლებელი იყო თუ არა პირვანდელი მდგომაროების აღდგენა. სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით, ზიანის არარსებობის პირობებში, ფაქტობრივად შექმნა გაუგებარი სამართლებრივი ურთიერთობა ვ.დ–ის ნაწილში, რადგან მიღებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის მიღმა, აბსოლუტურად ბუნდოვანია საკითხები: თუ კრედიტის შეწყვეტა იყო არამართლზომიერი, როგორ მიიჩნია სასამართლომ რომ კრედიტის შეწყვეტის შემდგომ მისი დაფარულად მიჩნევა არის მართლზომიერი; რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, თუ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა არამართლზომიერია, კრედიტი და ანაბარი ვერ აღდგებოდა? თუ საკრედიტო ხელშეკრულების დაფარვა არ არის სადავო, რატომ მიიჩნია სასამართლომ რომ მხოლოდ ანაბარი იყო სარგებლიანი? რატომ არ გაითვალისწინა, რომ ვ.დ–ს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული საპროცენტო სარგებლის გადახდა მხარეს აღარ უწევდა? თუ ვ.დ–ის ნაწილში საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა იყო არამართლზომიერი, ბანკისთვის მისაღები პროცენტი, რომლის გაღებაც ისედაც მოუწევდა ვ.დ–ს, რატომ არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერვე მითითებულ და გამოანგარიშებულ ზიანის ოდენობაში? თუ არსებობდა ზიანი, რატომ ვერ იქნა მისი კომპონენტები დასაბუთებული? სასამართლოს პრაქტიკულად ყურადღების მიღმა დარჩა ის გარმოება, რომ თავად მოწინააღმდეგე მხარის, მათ შორის ვ.დ–ის ვალდებულებების შესრულებას მოხმარდა ანაბარზე განთავსებული თანხები.
7.7. სააპელაციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად მცდარად შეაფასა განსახილველი დავის ის მატერიალური ნაწილიც, რომლის შესაბამისადაც მან ბანკს ზიანის ანაზღაურება პრაქტიკულად უაპელაციოდ დააკისრა ორი კომპონენტის - ანაბარზე სამომავლოდ დასარიცხი პროცენტის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გადაუხდელი სუბსიდიის თანხების ჯამიდან, ისე რომ საერთოდ არ შეაფასა თუნდაც ის ნაწილი, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ სუბსიდიის სახით გადასახდელი თანხა, შეწყვეტილი საკრედიტო ხელშეკრულების ფონზე, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის/ქონებრივი დანაკლისის შემქმნელი. ამასთან, არასწორად მიიჩნია, რომ საპროცენტო სარგებლის მიმღებია ვ.დ–ი, იმ პირობებში, რომ მისი ვალდებულების შემცირებისას, უზუნველყოფის საგნიდან სააგენტოს წილი პროცენტი არ დაფარულა. სააპელაციო სასამართლომ დაკმაყოფილებულ ნაწილში უგულებელყო უდავოდ დადგენილი, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის სისხლის სამარათლის დავის ფარგლებში წარმოდგენილი განჩინება, რომლიც დადასტურებულად უკავშირდებოდა სწორედ ვ.დ–საც.
8. მეორე კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
8.1. კასატორების: გ.დ–ის, ხ.მ–ის და ვ.დ–ის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არამართებულად მიიჩნია სს ,,ს.ბ–ის’’ მიერ 2023 წლის 18 იანვარს გ.დ–ის და ხ.მ–ის ნაწილში ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მართლზომიერად. სასამართლომ ძირითადად სწორად დაადგინა არაერთი ფაქტობრივი გარემოება, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასების გამო მიღებული იქნა არასწორი გადაწყვეტილება.
8.2. კასატორები განმარტავენ, რომ სააგენტოს მხირდან თანადაფინანსების შეჩერების საფუძველი მრავალი შეიძლება ყოფილიყო. ამასთან, შეჩერებულ თანადაფინანსებაზე სააგენტოს მხრიდან პერიოდულად ხდებოდა შემოწმება და დარღვევის არ გამოვლენის შემთხვევაში ხდებოდა დაფინანსების გაგრძელება. სააგენტოს მიერ თანადაფინანსების შეჩერება ცალსახად არ იწვევს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტას. ბანკის მიერ სესხის დაფარვა განხორციელდა სააგენტოს მიერ დაფინანსების შეწყვეტამდე, შესაბამისად შეუძლებელი იყო თანადაფინანსების გაგრძელება, როდესაც სესხები ფიზიკურად აღარ არსებობდა. ამასთან, სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების შეწყვეტაც კი არ წარმოადგენს სესხის შეწყვეტის საფუძველს და არ ადასტურებს მსესხებელთა ფინანსური მდგომარეობის გაუარესებასა და ვალის დაბრუნების საფრთხის არსებობას.
8.3. პალატამ თავის გადაწყვეტილებაში სწორად აღნიშნა, რომ სს ,,ს.ბ–ის’’ მიერ ხელშეკრულებების შეწყვეტის დროისათვის 2023 წლის 18 იანვრისათვის არცერთ მსესხებელს არცერთ სესხზე არ უფიქსირდებოდათ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე რაიმე სახის ვალდებულების შეუსრულებლობა ბანკის წინაშე და მომდევნო გადახდა გრაფიკით უწევდათ 2023 წლის 18 მაისს. მსესხებელს სს ,,ს.ბ–თან’’ არსებული მთელი საკრედიტო ისტორიის განმავლობაში ერთდღიანი ვადაგადაცილებაც კი არ ჰქონიათ, რაც თავად ბანკის მიერაც დადასტურდა. პალატამ სწორად მიუთითა იმ ფაქტზე, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მსესხებლებს რაიმე სახის შეუსრულებელი ვალდებულება ეკისრათ არათუ კონკრეტულად სს ,,ს.ბ–ის", არამედ - სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ და მითითებული გარემოებები სს ,,ს.ბ–ისათვის" არ წარმოშობდა მსესხებელთა ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების მტკიცების საფუძველს იმ პირობებში, როდესაც სესხი იყო უზრუნველყოფილი ანაბრით და უძრავი ქონებით, რომლის მოცულობა ფაქტობრივად ბევრად აღემატებოდა სესხის მოცულობას, რადგან სესხის საერთო მოცულობა შეადგენდა 3100000 ლარს, ხოლო უზრუნველყოფის მოცულობა ანაბარზე განთავსებული თანხის სახით, რომელიც ბანკის სასარგებლოდ იყო დაგირავებული, ბევრად აღემატებოდა სესხის საერთო ოდენობას, ასევე იპოთეკით დატვირთული იყო უძრავი ქონება და მხოლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ჯამი შეადგენდა დაახლოებით 6 600 000 ლარს. დაგირავებული ანაბარზე განთავსებული თანხის ოდენობა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ღირებულება, რომელიც რამდენიმეჯერ აღემატებოდა სესხის ოდენობას, ფაქტობრივად აქარწყლებდა მსესხებელთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების თაობაზე ვარაუდის საფუძველს.
8.4. სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა სს ,,ს.ბ–ის’’ პოზიცია იმის შესახებ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლებს გრაფიკით დადგენილი 2023 წლის 24 მაისის და შემდგომი გადახდა არ შეუსრულებიათ, რადგან თვით სს ,,ს.ბ–ის'' მიერ სესხის ხელშეკრულებები აღნიშნული პერიოდისათვის უკვე შეწყვეტილი იყო. შესაბამისად, მსესხებელთა მიერ უკვე არ არსებული ვალდებულება ვერ შესრულდებოდა და მითუმეტეს ვერ განხორციელდებოდა ააიპ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ შეწყვეტილი სესხის თანადაფინანსება.
8.5. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ თითქოს სისხლის სამართლის საქმის განაჩენიდან გამომდინარე, სსკ-ის 627-ე მუხლზე დაყრდნობით, ხ.მ–ისა და გ.დ–ის მიმართ დადასტურდა სს ,,ს.ბ–ის’’ მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და ვალის დაბრუნების მოთხოვნის მართლზომიერება.
8.6. სააპელაციო პალატამ განაჩენის შეფასებისას ყურადღების მიღმა დატოვა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენის მიხედვით, სამართალდარღვევის პერიოდად განსაზღვრულია 2020 წლის 13 ოქტომბრიდან 2021 წლის 23 ივნისამდე დრო. განაჩენში მკაფიოდ არის განსაზღვრული თუ რა პერიოდში მოხდა სამართალდარღვევის ჩადენა, ხოლო სს ,,ს.ბ–ის’’ მხრიდან დაფარული სესხები არ ხვდება აღნიშნულ პერიოდში და არ მოიცავს სამართალდარღვევის ნიშნებს. ბანკის მხრიდან მოხდა ისეთი სესხების ვადაზე ადრე შეწყვეტა, რომლებიც არ მოიცავდა სამართალდარღვევის ნიშნებს, იყო მიზნობრივად გაცემული, მიზნობრივად დახარჯული და არ არსებობდა ხელშეკრულებების შეწყვეტის არანაირი კანონიერი საფუძველი. ასევე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ყოველი ახალი სესხის გაცემამდე როგორც ბანკის თანამშრომლის, ასევე სააგენტოს წარმომადგენლის მიერ ხდებოდა გადამოწმება წინა გაცემული სესხის თანხის მიზნობრიობის შესაბამისად გამოყენების თაობაზე და მხოლოდ ამ შემოწმებისა და დასკვნის საფუძველზე ხდებოდა შემდგომი ახალი სესხის დამტკიცება.
8.7. კასატორები არ ეთანხმებიან ხელშეკრულებათა შეწყვეტის მართლზომიერად მიჩნევის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლოს მითითებას მხარეთა შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულების 8.1. პუნქტზე და განმარტავენ, რომ აღნიშნული მუხლის ანალიზის საფუძველზე თავად სასამართლო განმარტავს, რომ შესაბამისი საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დამგირავებლისგან, მოვალისგან ან/და ნებისმიერი მესამე პირისგან მოითხოვოს ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნების დაუყოვნებლივი შესრულება. რასაც ფაქტია, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, სს ,,ს.ბ–ს’’ არ მოუთხოვია მსესხებლებისგან ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება, ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. შესაბამისად, ვერც მოვალეთა მხრიდან ბანკის მოთხოვნის შეუსრულებლობას ექნებოდა ადგილი და სრულიად უსაფუძვლოა 8.2.4.2 პუნქტზე მითითებით მხარეთა მიერ ბანკის მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით, ბანკის უფლებაზე საუბარი - თავისი შეხედულებისამებრ მიემართა ანაბარზე განთავსებული თანხები სესხების დასაფარად.
8.8. კასატორების განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლო, თავისი გადაწყვეტილებით, რომლითაც აპელანტებს უარი ეთქვათ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ერთადერთ საფუძვლად უთითებს ხ.მ–ის, ლ.ლ–ის, დ.ს–ის და გ.დ–ის მიმართ განაჩენის დადგომას. განაჩენი გამოტანილ იქნა 2023 წლის 10 აპრილს, ხოლო ბანკის მიერ ხელშეკრულებები უკნონოდ შეწყდა 2023 წლის 18 იანვარს, როდესაც აღნიშნული პირები ბრალდებულის სახითაც კი არ ყოფილან პასუხისგებაში მიცემულნი, არათუ მსჯავრდებულნი. საყურადღებოა, რომ განაჩენი დადგა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, იმ პირობებში, რომ მხარეებმა შეასრულეს სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებები, ანაზღაურებული იქნა ზიანი სახელმწიფოს მიმართ. ამასთან, საპროცესო შეთანხმების ფარგლებში დაკისრებული ჯარიმები სრულად გადაიხადეს და კასატორებმა პირნათლად შეასრულეს სახელმწიფოს წინაშე ყველა ვალდებულება. შესაბამისად, არც მოგვიანებით 2023 წლის 10 აპრილს განაჩენის დადგომა არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ არსებითად გაუარესდა მსესხებელთა ფინანსური მდგომარეობა ან/და საფრთხე შეექმნა ვალის დაბრუნებას. აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
8.9. საქმეზე დადასტურებულია და უდავოდ არის დადგენილი, რომ N6229159, N6199125, N6199244 კრედიტების არამართლზომიერად შეწყვეტის გამო, გ.დ–მა და ხ.მ–მა ვერ მიიღეს სახ. სუბსიდირების თანხა - 353 022.4 ლარის 11% -38 832.46 ლარი. N5563409, N5667980, N5604873 კრედიტების არამართლზომიერად შეწყვეტის გამო, მსესხებელმა ხ. მ–მა ვერ მიიღო სახ. სუბსიდირების თანხა - 1 012 942.63 ლარის 11% - 111 423.69 ლარი. N6229159, N6199125, N5563409, N5667980, N5604873 კრედიტების ხ.მ–ის სადეპოზიტო სერთიფიკატებით გათვალისწინებული თანხებით არამართლზომიერად დაფარვის გამო ხ.მ–მა ვერ მიიღო 1 365 965.03 ლარის ოდენობის ანაბრის სარგებელი (12,25% 1824 დღისთვის) – 567 414.2 ლარის ოდენობით.
8.10. კასატორები არ ეთანხმებიან ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც ვ.დ–ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე და სს ,,ს.ბ–ისათვის’’ 92 000 ლარის (ანაბრის მიუღებელი სარგებელი) დაკისრებაზე.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა დადგენილი, რომ ვ.დ–ის 25.09.2020 წლის საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს, ხოლო ანაბრის ვადა შეადგენდა 5 წელს, მაგრამ არასწორად მიიჩნია, რომ 5 წლის ვადით გაფრომებული ანაბრის თანხით სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ (48 თვე) დაიფარებოდა სასესხო ვალდებულებები. საყურადღებოა, რომ ვ.დ–ის კრედიტის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული წესის მიხედვით ხდებოდა შესაბამისი პერიოდულობით და არა ერთჯერადად 48 თვის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, რამდენადაც მხარეთა შორის გაფორმებული იყო დისკონტური ანაბრის/სადეპოზიტო ხელშეკრულებები, ანაბრის სარეგებელს ვ.დ–ი მიიღებდა 5 წლის გასვლის შემდგომ, 5 წლის პერიოდისათვის. შესაბამისად, სს ,,ს.ბ–ს’’ ვ.დ–ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაკისრებოდა 460 000 ლარის გადახდა და არა 368 000 ლარი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით სს „ს.ბ–ის“, ხ.მ–ის, ვ.დ–ისა და გ.დ–ის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 2025 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ.მ–ის, ვ.დ–ისა და გ.დ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სს „ს.ბ–ს“ უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმების გამოყენებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასება-დადგენის თვალსაზრისით, პირველ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, მეორე კასატორმა კი, ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა.
12. საკასაციო საჩივრების შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატის შეფასების საგანს უპირველესად წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შეწყვეტის მართლზომიერება.
13. საქმის მასალებითა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად ცნობილი გარემოებებით ირკვევა, რომ:
- 2019 წლის 03 ივნისს ბანკს, გ.დ–სა და ი/მ ხ.მ–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის გენერალური ხელშეკრულება NGCLOO0357492-8680015, რომლის 2020 წლის 03 ნოემბრის დამატებითი პირობები N2, GCLO00357492-8680015-6-ის თანახმად, გენერალურ ხელშეკრულებას სოლიდარულ მოვალედ/თანამსესხებლებად დაემატა ინდმეწარმე დ.ს–ი.
- 2019 წლის 03 ივნისის გენერალური ხელშეკრულება გაფორმდა შემდეგი პირობებით: გენერალური საკრედიტო ხაზის მოცულობა - 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი ან/და ეკვივალენტი სხვა ვალუტაში; გენერალური საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა - 240 თვე; საპროცენტო სარგებელი განისაზღვრება გენერალური საკრედიტო ხაზის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით. წინამდებარე გენერალური ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო ბანკსა და მოსარჩელე მხარეებს (ასევე ლ.ლ–ს) შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებებით.
- დადგენილია, რომ 2019 წლის 03 ივნისის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების #GLC0003574492-8680015 საფუძველზე და ამ ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის გაფორმებული იყო შემდეგი ხელშეკრულებები:
· 2019 წლის 18 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #NCLA#003600477-6229159-1027489 (მსესხებელი - ი/მ ხ.მ–ი, კრედიტის პროგრამული ნომერი - 6229159);
· 2019 წლის 03 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #GLCA000357915-6199244 (ი/მ ხ.მ–ი, კრედიტის პროგრამული ნომერი - 6199244);
· 2019 წლის 03 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #NCLAO00357910-6199125 (ი/მ ხ.მ–ი, კრედიტის პროგრამული ნომერი - 6199125);
· 2020 წლის 03 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CLA00045151595-6926249-10763335 (მსესხებელი - დ.ს–ი, კრედიტის პროგრამული ნომერი - 6926249).
- ბანკსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება და შესაბამისად, მისგან გამომდინარე ყველა ხელშეკრულება, უზრუნველყოფილი იყო ბანკსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის გაფორმებული გირავნობის შემდეგი ხელშეკრულებებით:
· გირავნობის ხელშეკრულება #CAP000357760: დამგირავებელი - ხ.მ–ი; გირავნობის საგანი - ანგარიშზე არსებული და სამომავლო თანხის მოცულობა, ანაბრის #CD25607872, სერტიფიკატის #cd12494427;
· გირავნობის ხელშეკრულება #CAP000357769: დამგირავებელი - ხ.მ–ი; გირავნობის საგანი - ანგარიშზე არსებული და სამომავლო თანხის მოცულობა, ანაბრის #CD25607872, სერტიფიკატის #cd12104524;
· გირავნობის ხელშეკრულება #CAP000357779, დამგირავებელი - ხ.მ–ი; გირავნობის საგანი - ანგარიშზე არსებული და სამომავლო თანხის მოცულობა, ანაბრის #CD25607872, სერტიფიკატის #cd11843185;
· გირავნობის ხელშეკრულება #CAP000451598, დამგირავებელი - დ.ს–ი; გირავნობის საგანი - ანგარიშზე არსებული და სამომავლო თანხის მოცულობა, ანაბრის, სერტიფიკატის #CD18391092;
· გირავნობის ხელშეკრულება #CAP000451600; დამგირავებელი - ვ.დ–ი; გირავნობის საგანი - ანგარიშზე არსებული და სამომავლო თანხის მოცულობა, ანაბრის, სერტიფიკატის #CD18141155.
- ბანკსა და მოსარჩელეებს შორის, გენერალური ხელშეკრულებისგან დამოუკიდებლად, ასევე გაფორმებული იყო შემდეგი სახის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები:
· 2018 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CA000282659-5563490 (მსესხებელი - ი/მ ხ.მ–ი; კრედიტის პროგრამული ნომერი 5563490); ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო 2018 წლის 30 მაისის გირავნობის ხელშეკრულებით #CAP000282662 (გირავნობის საგანი - 483 649.32 ლარი, ანაბრის #CD25607872, სერტიფიკატის #cd11843185);
· 2018 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CA000288112-5604873 (მსესხებელი ხ.მ–ი, კრედიტის პროგრამული ნომერი 5604873) საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო 2018 წლის 28 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით CAP00028128 (გირავნობის საგანი - 400 000 ლარი, #CD25607872, სერთიფიკატის #cd12104524);
· 2018 წლის 10 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CA000296127-5667980-1022008 (მსესხებელი - ი/მ ხ.მ–ი, კრედიტის პროგრამული ნომერი 5667980).
- წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო 2018 წლის 10 აგვისტოს გირავნობის ხელშეკრულებით #CAP000296130 (გირავნობის საგანი 48 000 ლარი, №СD25607872, სერთიფიკატის #cd12494427).
- დადგენილია, რომ 2021 წლის 02 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CA000478724-7101615-11141664 (მსესხებელი - გ.დ–ი, შპს „იასამანი” ლ.ლ–ი; კრედიტის პროგრამული ნომერი 7101615); უზრუნველყოფილი იყო 2018 წლის 02 მარტის გირავნობის ხელშეკრულებით #CAP000478737 (გირავნობის საგანი - 1 500 000 ლარი, ანაბრის ხელშეკრულება #CD18962686).
- 2020 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CA000443280-6871456- 10600279 (მსესხებელი - ი/მ ვ.დ–ი; კრედიტის პროგრამული ნომერი 6871456); უზრუნველყოფილი იყო 2018 წლის 25 სექტემბრის გირავნობის ხელშეკრულებით #CAP000443281 (გირავნობის საგანი 1 160 000 ლარი, ანაბრის ხელშეკრულება #CD18141155).
- მსესხებელთა ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების საფუძვლით, 2023 წლის 18 იანვარს მოხდა ბანკში მსესხებელთა სახელზე არსებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები შეწყდა, რის ფარგლებშიც - თითოეული გირავნობის საგანი, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მიმართულ იქნა ამ გირავნობის საგნით უზრუნველყოფილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების დასაფარად/შესამცირებლად.
- ხ.მ–ის მიერ დაგირავებული გირავნობის სერტიფიკატებით #cd11843185, cd12104524, cd12494427 გათვალისწინებული თანხები მოხმარდა ბანკსა და მოსარჩელეთა შორის, მითითებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, მსესხებელთა სასარგებლოდ გაცემული შემდეგი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების დაფარვა/შემცირებას:
2019 წლის 18 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #NCLA0003600477-6229159- 1027489 (კრედიტის პროგრამული ნომერი 6229159) გამომდინარე ვალდებულება - 71 044.77 ლარის ოდენობით;
2019 წლის 03 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #NCLA000357910-6199125 (კრედიტის პროგრამული ნომერი 6199125) გამომდინარე ვალდებულება - 231 145.59 ლარის ოდენობით;
2019 წლის 03 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #GLCAO00357915-6199244 (კრედიტის პროგრამული ნომერი 6199244) გამომდინარე ვალდებულება - 50 832.04 ლარის ოდენობით;
2020 წლის 03 ნოემბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან NGCLCA000451595- 6926249-10763335 (კრედიტის პროგრამული წომერი 6926249) გამომდინარე ვალდებულება - 412 720.05 ლარის ოდენობით;
2018 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CA000282659–5563490 კრედიტის პროგრამული ნომერი 5563490) გამომდინარე ვალდებულება - 177 594.83 ლარის ოდენობით;
2018 წლის 10 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #CA000296127-5667980- 1022008 (კრედიტის პროგრამული ნომერი 5667980) გამომდინარე ვალდებულება - 460 147.45 ლარის ოდენობით.
2018 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #CA000288112-5604873 (კრედიტის პროგრამული ნომერი - 5604873) გამომდინარე ვალდებულება - 375 200.35 ლარის ოდენობით.
- ვ.დ–ის მიერ დაგირავებული გირავნობის სერტიფიკატებით #CD18141155 გათვალისწინებული თანხები მოხმარდა ბანკსა და მოსარჩელეთა შორის, მითითებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, მსესხებელთა სასარგებლოდ გაცემული შემდეგი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების დაფარვა/შემცირებას:
· 2020 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #CA000443280-6871456- 10600279 კრედიტის პროგრამული ნომერი 6871456) გამომდინარე ვალდებულება - 1 100 213.15 ლარის ოდენობით;
· 2020 წლის 03 ნოემბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან # GCLCA000451595- 6926249-10763335 კრედიტის პროგრამული ნომერი 6926249) გამომდინარე ვალდებულება - 293 532.39 ლარის ოდენობით.
- ლ.ლ–ის მიერ დაგირავებული გირავნობის სერტიფიკატით #CD18962686 გათვალისწინებული თანხა მოხმარდა ბანკსა და მოსარჩელეთა შორის, მითითებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, მსესხებელთა სასარგებლოდ გაცემული შემდეგი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების დაფარვას:
- 2021 წლის 02 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #CA000478724-7101615- 11141664 (კრედიტის პროგრამული ნომერი 7101615) გამომდინარე ვალდებულება - 1 457 446.21 ლარის ოდენობით; საანაბრე ანგარიშზე დარჩენილი თანხა 231 975.56 ლარის ოდენობით გაიტანა გ.დ–მა.
- დ.ს–ის მიერ დაგირავებული გირავნობის სერტიფიკატებით #CD18391092 გათვალისწინებული თანხა მოხმარდა ბანკსა და მოსარჩელეთა შორის, მითითებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე, მსესხებელთა სასარგებლოდ გაცემული შემდეგი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე - ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების შემცირებას: 2020 წლის 03 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #GCLCA000451595-6926249-10763335 (კრედიტის პროგრამული ნომერი 6926249) გამომდინარე ვალდებულება - 711 999.07 ლარის ოდენობით. შესაბამისად, თითოეული დაგირავებული სერტიფიკატით გათვალისწინებული თანხა (გირავნობის საგანი) მოხმარდა ბანკის წინაშე, მსესხებელთა არსებული იმ კონკრეტული ვალდებულებების დაფარვას, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფილი იყო სწორედ ამ გირავნობის სერტიფიკატებით.
14. ხ.მ–ის, გ.დ–ის და ვ.დ–ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე მხარე ზიანის ფაქტს უკავშირებს ბანკის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტას - ბანკის ქმედების არამართლზომიერებას. რა დროსაც მათ ვერ მიიღეს სახელმწიფო სუბსიდირების თანხა და ანაბრის სარგებელი.
15.საკასაციო პალატის განსჯით, ვინაიდან ზიანის მიყენების ფაქტს მოსარჩელე უკავშირებს ბანკის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტას, განსახილევლი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, უნდა დადგინდეს ბანკის მხრიდან ხელშეკრულებების შეწყვეტის მართლზომიერება. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს გარემოება მასზე, რომ მოპასუხე სს ,,ს.ბ–მა’’ მოსარჩელე მხარესთან ხელშეკრულებები რამდენად მართლზომიერად მშეწყვიტა, ამასთან, ამ კონტექსტში, ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებზე, რასაც სკ-ის 8.3. და 115-ე მუხლები ითვალისწინებს (სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენება და კეთილსინდისიერება).
16. უპირველესად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი ეყრდნობა უზოგადეს წესს - „pacta sunt servanda“ („ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-925-2022, 30.09.2022წ).
17. ხსენებული პრინციპის მიუხედავად, სამოქალაქო ბრუნვისთვის უცხო არ არის გარემოებათა იმგვარი ცვლილება, რომელიც ხელშეკრულების განუხრელად შესრულებას ხდის შეუძლებელს ან აქცევს იმდენად მძიმე და არაგონივრულ ტვირთად, რომ შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობის ქვაკუთხედს - კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს.
18. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილს და 361-ე მუხლის მეორე ნაწილს და განმარტავს, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე - სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა (სკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით (სუსგ Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წ.) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მხარის არაკეთილსინდისიერი ქცევის შეფასებისთვის ერთ-ერთ ელემენტს იმ საკითხის გამოკვლევა წარმოადგენს, მისმა მოქმედებამ გამოიწვია თუ არა კონტრაჰენტისთვის ზიანის მიყენება.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულებისას ქართული სამოქალაქო კოდექსი იძლევა ინტერესთა მშვიდობიანი თანაარსებობის შესაძლებლობას. პატივსადები ინტერესი ხდება ვალდებულებითი ურთიერთობის როგორც ტრანსფორმაციის, ისე მისი შეწყვეტის საფუძველი. თავად ინტერესის მდგომარეობას განსაზღვრავს როგორც შესრულების პროცესი, ისე მის გარეთ არსებული გარემოებანი. ხელშეკრულების შეწყვეტა, შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ იგი ხელშეკრულების ადაპტაციასთან შედარებით უკეთესად უზრუნველყოფს მხარეთა ორმხრივ ინტერესებს და ამასთან, შეწყვეტით ზიანი არ ადგება საჯარო ან მესამე პირების ინტერესებს. სსკ-ის 399-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე. (დამატებით იხ., Lando O., Beale H., Principles of European Contract Law, part I and II, Kluwer Law International, The Hague/London/Boston, 2000, 327. 883 Ciematniece I., Contract Renegotiation and Adaptation, Concept of Contract Renegotiation and Adaptation in International Commercial Law Contracts, Lambert Academic Publishing, Saarbrücken, 2010, 11). გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა მართლზომიერად იქნება მიჩნეული, თუ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა განპირობებულია პატივსადები საფუძვლით. პატივსადები საფუძვლის ნორმატიულ განმარტებას თავად დასახელებული ნორმა შეიცავს და ადგენს, რომ საფუძველი პატივსადებია, თუ სახეზეა დაუძლეველი ძალა ან სხვა რაიმე ორმხრივი და არა ცალმხრივი ინტერესი, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ ცალმხრივი ინტერესით არის განპირობებული, ასეთ შემთხვევაში, მხარეს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება უნდა მოეთხოვოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე მაინც წყვეტს სახელშეკრულებო ურთიერთობას, აღნიშნული შეწყვეტით მეორე მხარეს ზიანი არ უნდა მიადგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის წინასწარ განხორციელებული შესრულება უკან არ უნდა დაბრუნდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესრულება წინასწარ განხორციელებული არ არის, ასეთ შემთხვევაში, მხარეს არამართლზომიერად სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლით დაკარგული შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ზიანი, რომელიც, თავისი არსით, არამართლზომიერად შეწყვეტილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისათვის მისაღები შესრულებაა. (იხ. საქმე №ას-814-2023 21 სექტემბერი, 2023 წელი)
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას. ვალდებულების დარღვევა ობიექტური მაშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ორმხრივი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო.
21. საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 399-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, ,,ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად“, განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი პატივსადებ საფუძვლებს განსაზღვრავს, დაწესებული ვადის დაუცველად ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით, როგორიცაა, დაუძლეველი ძალა და ორმხრივი ინტერესი, თუმცა, გარდა ამისა, სამოქალაქო სამართალში არსებობს სსკ-ის 627-ე მუხლი, რომელიც, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეს უფლებას აძლევს, ხელშეკრულება ვადის დაუცველად მოშალოს.
22. სსკ-ის 627-ე მუხლთან დაკავშირებით ,,გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ“, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება ანუ ხელშეკრულების შეწყვეტის არასტანდარტული უფლება, გამსესხებელს წარმოეშობა კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, კერძოდ, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება და სესხის დაბრუნებას საფრთხე ექმნება.
23. მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესება, რომელიც სესხის დაბრუნების საფრთხეს ქმნის, შეფასების საგანია და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
24. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, ხოლო თითოეული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ კრედიტს. შესაბამისად, მსესხებელი ვალდებული იყო სესხი მიზნობრივად გამოეყენებინა.
25. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შეწყვეტამდე, ბანკისთვის ცნობილი გახდა, რომ მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენების საფუძვლით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოპასუხეების გ.დ–ის, ხ.მ–ის (ი/მ ხ.მ–ის) და დ.ს–ის (ი/მ დ.ს–ის) წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე.
26. 2022 წლის 25 იანვარს, ბანკს წარედგინა მოპასუხეთა ანგარიშებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინება.
27. 2023 წლის 17 იანვარს ააიპ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ ბანკს აცნობა თანადაფინანსების შეჩერების ფაქტის შესახებ დ.ს–ის მიერ აღებული სესხის ნაწილში (იხ. ტომი II, ს.ფ. 365-373).
28. სს ,,ს.ბ–მა’’ 2023 წლის 18 იანვარს მსესხებლებს შეუწყვიტა ხელშეკრულება.
29. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სს ,,ს.ბ–ს" 2023 წლის 18 იანვრისათვის, როდესაც ცალმხრივად შეწყდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, მსესხებელთა ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. არცერთ მსესხებელს არცერთ სესხზე არ უფიქსირდებათ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე რაიმე სახის ვალდებულების შეუსრულებლობა ბანკის წინაშე, მომდევნო გადახდა მოსარჩელეებს (მსესხებლებს) გრაფიკით უწევდათ 2023 წლის 18 მაისს. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მსესხებლებს არ ჰქონდათ რაიმე სახის შეუსრულებელი ვალდებულება არათუ კონკრეტულად სს ,,ს.ბ–ის", არამედ სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ. რაც შეეხება სს ,,ს.ბ–ის" პოზიციას, იმის შესახებ, რომ მსესხებელთა მიერ 2023 წლის 24 მაისისა და შემდგომი გადახდების განუხორციელებლობით დადასტურდა მათი ვარაუდი, მსესხებელთა ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების შესახებ. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღნიშნული პერიოდისათვის თავად სს ,,ს.ბ–ის" მიერ სესხის ხელშეკრულებები უკვე შეწყვეტილი იყო და მსესხებელთა მიერ უკვე არ არსებული ვალდებულების შესრულება ვერ განხორციელდებოდა. ასევე, აღსანიშვანია, ის ფაქტები, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო ანაბრით და უძრავი ქონებით, რომლის მოცულობა აღემატებოდა სესხის მოცულობას, სესხის საერთო მოცულობა შეადგენდა 3100000 ლარს, ხოლო უზრუნველყოფის მოცულობა ანაბარზე განთავსებული თანხის სახით, რომელიც ბანკის სასარგებლოდ იყო დაგირავებული, აღემატებოდა სესხის საერთო ოდენობას, ასევე იპოთეკით დატვირთული იყო უძრავი ქონებები და მხოლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ჯამი შეადგენდა დაახლოებით 6 600 000 ლარს (ანაბრის თანხის ოდენობა და უძრავი ქონების ღირებულება ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის აღნიშნული ფაქტი) და დაგირავებული, ანაბარზე განთავსებული თანხის ოდენობა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ღირებულება, რომელიც რამოდენიმეჯერ აღემატებოდა სესხის ოდენობას, აქარწყლებს მსესხებელთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების თაობაზე ვარაუდის საფუძველს
30. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეზე 2023 წლის 10 აპრილს დამდგარი განაჩენით დადგენილია, რომ: „2020 წლის 13 ოქტომბრიდან 2021 წლის 23 ივნისამდე დროის პერიოდში, სხვადასხვა პირების, მათ შორის, ხ.მ–ის, ლ.ლ–ის, დ.ს–ი დახმარებით, გ.დ–მა სპირტის წარმოებასთან დაკავშირებული ინვენტარისა და მანქანა-დანადგარების შეძენის მიზნით, სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის მისაღებად, სს „თ.ბ–ში”, სს „ლ.ბ–სა” და სს „ს.ბ–ში” ეტაპობრივად შეიტანა 27 განაცხადი, რაც დაკმაყოფილდა და დამტკიცდა ყოველწლიური 13%-იანი, მიზნობრივი სახელმწიფო კრედიტი, ჯამში 34 900 000 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხზე დარიცხული სარგებელი 11% (ჯამში -14 668 139.97ლარი) გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა ააიპ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს. სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტით მიღებული 34 900 000 ლარი, გ.დ–მა გამოიყენა არადანიშნულებისამებრ - 32 225 103.98 ლარი სს „თ.ბ–ში, სს „ლ.ბ–ში” და სს „ს.ბ–ში” განათავსა მასთან კავშირში მყოფი პირების ანაბრებზე, რომელსაც ყოველწლიურად ერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი, ხოლო დარჩენილი 2 674 896.12 ლარი გამოიყენა სხვადასხვა საჭიროებისათვის. საბოლოოდ, არადანიშნულებისამებრ კრედიტის გამოყენებამ, გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი - სოფლის მეურნეობაში არ განხორციელებულა 34900000 ლარის ღირებულების ინვესტიცია და არ მომხდარა პროგრამით გათვალისწინებული საწარმოო პროცესის გაუმჯობესება, ხოლო ააიპ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს გაუჩნდა 14 668 139.97 ლარის ვალდებულება. საიდანაც პროცენტის სახით სააგენტოს ბიუჯეტიდან გადახდილ იქნა 324 643.45 ლარი.”. აღნიშნულ განაჩენში მკაფიოდ არის განსაზღვრული თუ რა პერიოდს შეეხება სამართალდარღვევის ჩადენა. ამასთან, მოსარჩელეებზე გაცემულია მიზნობრივი სესხი, რომლის შესაბამისი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლს მოპასუხესთან ერთად ახორციელებდა სოფლის განვითარების სააგენტო და მხოლოდ მათი დადებითი დასკვნის საფუძველზე ხორციელდებოდა ყოველი შემდგომი ტრანშის გამოყოფა. მოსარჩელეთა განმრტებით დგინდება (მოპასუხეს საწინააღმდეგო შეპასუხება არ წარმოუდგენია), რომ სს ,,ს.ბ–ის’’ მიერ გაცემული თანხები გამოყენებული იქნა მიზნობრივად, არ შეიცავდა რაიმე სამართალდარღვევის ნიშნებს, შესაბამისად, არ არსებობდა ხელშეკრულებების ვადაზე ადრე შეწყვეტის კანონიერი საფუძველი.
31. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშვანს, რომ ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015წ.).
32. შესაბამისად, როდესაც საკითხი უკავშირდება ამა თუ იმ პირის მხრიდან უფლების განკარგვის კანონიერებას, გამოვლენილი ნება მოწმდება არა მხოლოდ კანონის იმპერატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში, არამედ - შეფასებას ექვემდებარება ამ პირის მხრიდან უფლების განხორციელების მართლზომიერება.
33. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სს ,,ს.ბ–ის’’, როგორც ხელშეკრულების კონტრაჰენტის, ქცევა ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს და მისი ქმედება უნდა შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 115-ე მუხლს. ხოლო, რაც შეეხება სს ,,ს.ბ–ის’’ მითითებას, რომ ბანკმა საბანკო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის დროს შეაფასა მხოლოდ ვარაუდი (საფრთხე), რომ გადახდისუუნარობა დადგებოდა, აღნიშნული კი დაუკავშირა სისხლის სამართლის საქმეზე 2022 წლის 25 იანვარს მოპასუხეთა ანგარიშებიდან ინფორმაციის გამოთხოვას (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.04.2025 წლის სხდომის ოქმი), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბანკის ეს მითითება არ შეიძლება გახდეს შეწყვეტის მართლზომიერად მიჩნევის საფუძველი. სს ,,ს.ბ–ს’’ კეთილსინდისიერების პირობებში შეეძლო ააიპ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან გამოეთხოვა ინფორმაცია, ეს უკანასკნელი წყვეტდა/აგრძელებდა თუ არა მოსარჩელეთა მიმართ გაცემული სესხის სუბსიდირებას, ამის შემდეგ შეეფასებინა რისკები და მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელეთა ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
34. საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლება, აღნიშნული უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერებისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვით. შეწყვეტის უფლების შესახებ მხოლოდ ფორმალური მითითება ვერ გამოდგება საკმარის სამართლებრივ საფუძვლად, თუ არ არსებობს ურთიერთობის გაგრძელების ობიექტურად შეუძლებლობის შესახებ დასაბუთებული გარემოება. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერად მიჩნევისთვის უნდა არსებობდეს კანონით ან ხელშეკრულებით პირდაპირ განსაზღვრული საფუძველი, რეალური და არსებითი ფაქტობრივი გარემოებები და შეწყვეტა უნდა წარმოადგენდეს აუცილებელ და უკიდურეს ღონისძიებას. აღნიშნული პირობების არარსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას და არამართლზომიერია.
35. იმ მოცემულობაში, როდესაც დადგენილია რომ ბანკმა არამართლზომიერად შეწყვიტა ხელშეკრულებები, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნა უნდა შემოწმდეს სსკ-ის 394.1 და 408-ე მუხლებთან მიმართებით.
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება მიეკუთვნება მეორად/დამატებით მოთხოვნებს და იწვევს ქონებრივი ან არაქონებრივი ხასიათის უარყოფითი შედეგების დადგომას (შდრ. ჰ.ბოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, 33). ზიანის ანაზღაურება მოთხოვნა წარმოიშობა მაშინ, როდესაც პირველადი მოთხოვნის შესრულებისას ჩნდება პრობლემა. პრობლემა შეიძლება მდგომარეობდეს ვალდებულების შეუსრულებლობაში, არაჯეროვნად შესრულებაში ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულების დარღვევაში. ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას.
37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გამოიხატება სამართალდამრღვევისათვის განსაზღვრული უარყოფითი შედეგების დადგომით, კერძოდ – ქონებრივი ან პირადი უფლებების შეზღუდვით, რომლებიც ითვალისწინებენ ვალდებულების დამრღვევი პირისათვის იმის ზემოთ დამატებითი მოქმედების შესრულების დაკისრებას, რაც მას ვალდებულებით ევალებოდა. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ერთი კონტრაჰენტისა მეორეს წინაშე, სამართალდამრღვევისა – დაზარალებულის წინაშე, დაკავშირებულია არა პიროვნული თავისუფლების ბოჭვასთან, როგორც ისტორიულ წარსულში, არამედ მოვალის მხოლოდ ქონების შემცირებასთან.
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ცენტრალურ და უზოგადეს ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 394-ე I მუხლი, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობებია: 1) ზიანი; 2) ქმედების მართლწინააღმდეგობა 3) მიზეზობრივი კავშირი 4) ბრალი.
39. სამოქალაქო სამართალში ზიანი გულისმობს ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგს. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ შეიძლება წარმოიშვას. ზიანი, სწორედ რომ, მართლსაწინააღმდეგო მოქმედების და სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგია.
40. კონტინენტური ევროპის კერძო სამართლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა განიხილება ვალდებულების ნატურით შესრულების მოთხოვნასთან მიმართებით, როგორც დამატებითი ხასიათის და გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუკი ვალდებულების ნატურით შესრულება შეუძლებელია ანდა კრედიტორმა დაკარგა ინტერესი ასეთი შესრულების მიმართ. საერთო სამართალი კი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას განიხილავს, როგორც კრედიტორის უფლებების დაცვის ძირითად საშუალებას და მას ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია ვალდებულების შეუსრულებლობის (დარღვევის) შემთხვევაში.
41. ზიანის ანაზღაურების საკითხთან მიმართებით, როგორც კონტინენტური ევროპის, ისე საერთო სამართლის სისტემის ქვეყნები ადგენენ საერთო ზოგად პრინციპებს: ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ფულადი ანაზღაურების მიზანია დაზარალებული მხარის ქონებრივი დანაკარგების კომპენსაცია. კრედიტორი არ უნდა დაზარალდეს მატერიალურად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. მოვალის მხრიდან ზიანის ანაზღაურებამ უნდა გამოიწვიოს კრედიტორის აღდგენა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი იქნებოდა, თუკი მოვალე ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებდა. დოქტრინაში ასეთ მიდგომას უწოდებენ დადებით სახელშეკრულებო ინტერესების დაცვას, განსხვავებით უარყოფითი სახელშეკრულებო ინტერესების დაცვისაგან, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კრედიტორის იმ მატერიალური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რომელშიც იგი იქნებოდა, თუკი ხელშეკრულება საერთოდ არ დაიდებოდა და რომლის დაცვაც, როგორც წესი, ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება ბათილად იქნება აღიარებული.
42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, ერთმანეთისაგან განასხვავებს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთის ხელყოფით შემოიფარგლება. ქონებრივი ზიანი გულისხმობს არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირებას, არამედ პასივების გაზრდასაც.
43. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, ,,პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურად განვითარების შემთხვევაში ანუ ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.
44. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ.
45. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადექვატურობა; სავარაუდოობა.
46. საკასაციო პალატა განმარტავს, ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხრის უსაფუძვლო გამდიდრება. ზიანის ანაზღაურების უმნიშვნელოვანეს დათქმას უსაფუძვლო გამდიდრების აკრძალვა წარმოადგენს. ამ პრინციპის მიხედვით, მოვალემ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც კრედიტორი იქნებოდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მოვალე არ არის ვალდებული კრედიტორი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იგი ზიანის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა.
47. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება.
48. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით სახელშეკრულებო ურთიერთობებში მოვალე ძირითადად კრედიტორის შეფარდებით (რელატიურ) უფლებებს არღვევს. მართლსაწინააღმდეგო ქმედება გულისხმობს როგორც აქტიურ მოქმედებას, ისე უმოქმედობასაც. როცა ხელშეკრულების მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებას, იგი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს. მისი არსი ისაა, რომ ქმედება არღვევს სამართლის ნორმით გამოხატული მოქმედების ან უმოქმედობის ვალდებულებას. კანონის ან ხელშეკრულების ძალით პირი ვალდებული იყო (სამართლებრივი კრიტერიუმი, რომელიც გულისხმობს განსაზღვრული მოქმედების განხორციელების სამართლებრივ ვალდებულებას) და შეეძლო ემოქმედა (მოქმედების განხორციელების ფაქტობრივი შესაძლებლობა), თუმცა არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა განსაზღვრული მოქმედება. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ,,ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.” მეცნიერებამ მიზეზობრივი კავშირის მრავალი თეორია შეიმუშავა (აუცილებელი და შემთხვევითი მიზეზობრივი კავშირის თეორია; შესაძლებლობისა და სინამდვილის თეორია; ეკვივალენტურობის თეორია; უშუალო მიზეზეობრივი კავშირის თეორია და ა.შ.). საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უპირატესობას ანიჭებს უშუალო მიზეზობრივი კავშირის თეორიას. ანუ პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან (causa principalis sine qua non) ანუ დამდგარი ზიანი დარღვეული ვალდებულების რეალური და მოსალოდნელი შედეგია და მისი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასთან ობიექტური გადმოსახედიდან დასტურდება. სავარაუდობა სახეზეა, თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო (შდრ. ჰ. ბიოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ. 48). მაშასადამე, უშუალო ანუ ადექვატური მიზეზობრიობის თეორიის თანახმად, შედეგის მიზეზად ერთი პირობაც საკმარისია, თუ ის ქმნის შედეგის დადგომის ობიექტურ შესაძლებლობას ანუ მიზეზობრივი კავშირის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოვლენებს შორის ობიექტური კავშირის არსებობას და იმას, რომ მიზეზსა და შედეგს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.
50. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტის ელემენტია. სსკ-ის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.” ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი, საყოველთაოდაა აღიარებული სახელშეკრულებო სამართალში. ბრალის სამართლებრივი კატეგორია განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში. კონტინენტურ სამართალში ვალდებულების შეუსრულებლობა, მოვალის ბრალეულობის მიუხედავად, აფუძნებს ვალდებულების დარღვევის ობიექტურ კატეგორიას, რაც განაპირობებს მეორეული მოთხოვნის უფლებისადმი კრედიტორის ხელმისაწვდომობას, ხოლო ბრალი, როგორც სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის უზოგადესი წინაპირობა, მნიშვნელობას იძენს გამოსაყენებელი მეორეული მოთხოვნის უფლების განსაზღვრისათვის მას შემდეგ, რაც სახეზეა ვალდებულების დარღვევის დასრულებული შემადგენლობა. კრედიტორის ბრალი გავლენას ახდენს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების წარმოშობაზე, ანაზღაურებას დაქვემდებარებული ზიანის ოდენობის განსაზღვრაზე და სანაცვლო შესრულების მოთხოვნის უფლების არსებობაზე აისახება (შდრ. ნ. ჩიტაშვილი, ბრალის მნიშვნელობა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ,,სამართლის ჟურნალი”, №1, 2009, 143.).
51. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე ბანკმა მოსარჩელე მხარესთან ხელშეკრულება შეწყვიტა არამართლზომიერად, სახეზეა სსკ-ის 394.1 და 408.1 მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები, კერძოდ, როდესაც სს „ს.ბ–ის“ მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მიჩნეულ იქნა არამართლზომიერად, მოსარჩელე მხარის ხ.მ–ის და გ.დ–ის მოთხოვნა მიყენებული ზიანის სახით სუბსიდირების თანხის და ანაბრის სარგებლის ბანკისათვის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია.
52. ბანკის მიერ მოსარჩელე მხარესთან ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის შედეგად დაიფარა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებები (2019 წლის 18 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #NCLA0003600477-6229159- 1027489 (კრედიტის პროგრამული ნომერი 6229159) გამომდინარე ვალდებულება 71 044.77 ლარის ოდენობით. 2019 წლის 03 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #NCLA000357910-6199125 (კრედიტის პროგრამული ნომერი 6199125) გამომდინარე ვალდებულება 231 145.59 ლარის ოდენობით. 2019 წლის 03 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #GLCAO00357915-6199244 (კრედიტის პროგრამული ნომერი 6199244) გამომდინარე ვალდებულება 50 832.04 ლარის ოდენობით. 2018 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #CA000282659–5563490 კრედიტის პროგრამული ნომერი 5563490) გამომდინარე ვალდებულება 177 594.83 ლარის ოდენობით. 2018 წლის 10 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #CA000296127-5667980- 1022008 (კრედიტის პროგრამული ნომერი 5667980) გამომდინარე ვალდებულება 460 147.45 ლარის ოდენობით. 2018 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #CA000288112-5604873 (კრედიტის პროგრამული ნომერი - 5604873) გამომდინარე ვალდებულება 375 200.35 ლარის ოდენობით)). ხ.მ–მა და გ.დ–მა ვერ მიიღეს სუბსიდირების თანხის - 11%, რაც შეადგენს 38 832,46 ლარს, ხოლო ხ.მ–მა ცალკე ვერ მიიღო სუბსიდირების თანხის - 11%, რაც შეადგენს 111 423,69 ლარს. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მოპასუხისთვის ხ.მ–ის სასარგებლოდ ანაბარზე მიუღებელი სარგებლის დაკისრება. საქმეზე დადგენილი გარემოებებით ირკვევა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ვადიანი ანაბრის ხელშეკრულებები, რომელზეც წლიური მისაღები სარგებელი შეადგენდა 167 328,61 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა, საქმის კონკრეტული გარემოებების და მოთხოვნის მოცულობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სს ,,ს.ბ–ს’’ ხ.მ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ანაბარზე მიუღებელი სარგებლის ანაზღუარება 501 985,83 ლარის ოდენობით.
53. რაც შეეხება ვ.დ–ის ნაწილში ზიანის დაკისრების მართზლომიერებას, ამ ნაწილში საკასაციო პალატა ერთობლივად იმსჯელებს ორივე კასატორის პრეტენზიაზე. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვ.დ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს „ს.ბ–ს“ ვ.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 489 023,45 ლარის (საიდანაც სუბსიდირების თანხას წარმოადგენს 121 023,45 ლარი და ანაბარს - 368 000 ლარი) გადახდა. სხვა ნაწილში ვ.დ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
54. პირველი კასატორის პრეტენზია ემყარება უმთავრესად იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მცდარად შეაფასა განსახილველი დავის ის მატერიალური ნაწილი, რომლის შესაბამისადაც მან ბანკს ზიანის ანაზღაურება დააკისრა ორი კომპონენტის - ანაბარზე სამომავლოდ დასარიცხი პროცენტის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გადაუხდელი სუბსიდიის თანხების ჯამიდან, ისე რომ საერთოდ არ შეაფასა ის ნაწილი, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ სუბსიდიის სახით გადასახდელი თანხა, შეწყვეტილი საკრედიტო ხელშეკრულების ფონზე, ვერ იქნებოდა მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის/ქონებრივი დანაკლისის შემქმნელი. ამასთან, არასწორად მიიჩნია, რომ საპროცენტო სარგებლის მიმღებია ვ.დ–ი, იმ პირობებში, რომ მისი ვალდებულების შემცირებისას, არ მომხდარა უზუნველყოფის საგნიდან სააგენტოს წილი პროცენტის დაფარვა. სააპელაციო სასამართლომ დაკმაყოფილებულ ნაწილში უგულებელყო უდავოდ დადგენილი, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის სისხლის სამარათლის დავის ფარგლებში წარმოდგენილი განჩინება, რომელიც დადასტურებულად ეხებოდა სწორედ ვ.დ–საც. მეორე კასატორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც ვ.დ–ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე და სს ,,ს.ბ–ისათვის’’ 92 000 ლარის (ანაბრის მიუღებელი სარგებელი) დაკისრებაზე.
55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
56. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: დადგენილია, რომ ბანკმა ხელშეკრულებები ცალმხრივად შეწყვიტა 2023 წლის 18 იანვარს. იმ დროისათვის არ არსებობდა ვადამოსული ვალდებულება, ანუ 18 იანვრისთვის მსესხებლებს ვადაგადაცილება არ უფიქსირდებოდათ. ვ.დ–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ მიმდინარეობდა და მის მიმართ არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. არ დასტურდება რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო კავშირი ვ.დ–სა და იმ პირთა შორის, რომელთა მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა და ცნობილი იქნენ დამნაშავედ განაჩენით. არც განაჩენით და არც საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება ვ.დ–ის ანაბარზე განთავსებულ თანხასთან რაიმე კავშირი იმ სესხებთან, რომელთა მიმართაც განაჩენით დადგენილია არამიზნობრივი გამოყენება. არ დასტურდება მსესხებელთა მიერ საერთო მეურნეობის წარმოება. არ არსებობდა სოფლის განვითარების სააგენტოს შედავება ვ.დ–ის მხრიდან მიზნობრივი კრედიტების არადანიშნულებისამებრ გამოყენებაზე. არ შეწყვეტილა მის მიმართ თანადაფინანსებაც. საქმეში წარმოდგენილია სოფლის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 17 იანვრის წერილი, სადაც განმარტებულია, რომ ვინაიდან სესხზე ბენეფიციარს შეჩერებული ჰქონდა სააგენტოს თანადაფინანსება და მონიტორინგის შედეგად ვერ დგინდება ბენეფიციარის (ვ.დ–ის) მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, სესხზე უნდა გაგრძელებულიყო სააგენტოს თანადაფინანსება. ვ.დ–ის მიმართ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არსებობდა გირავნობის საგანი, რომელიც უზრუნველყოფდა მოთხოვნას და არ არსებობდა ვ.დ–ის მიმართ სესხის დაფარვის გართულების რისკი მსესხებლის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. სს „ს.ბ–ის“ თავდაპირველად წარმოდგენილი სარჩელი არ ყოფილა აღძრული ვ.დ–ის მიმართ და ბანკი მას საკრედიტო ვალდებულების შესრულებას არ ედავებოდა, მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. დადგენილია, რომ ვ.დ–ს ანგარიშიდან ჩამოეჭრა 239 531 ლარი N6926249 სესხის დასაფარად, რომელიც დადებული იყო დ.ს–თან. ვ.დ–თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების ნომერი კი არის N CA000443280-6871456-10600279. ვ.დ–თან ხელშეკრულება დადებული იყო დამოუკიდებლად, წარმოადგენდა დამოუკიდებელი შეთანხმების საგანს, შეთანხმებული პირობებით, კრედიტის მოცულობით და ვადით. ვ.დ–თან 25.09.2020 წელს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას ვ.დ–ისთვის სუბსიდირების თანხა - 11%-ის და ოთხი წლის განმავლობაში მისაღები სარგებლის 368 000 ლარის ოდენობით ანაზღაურებასთან დაკავშირებით და იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ აღნიშნული ანაბრის თანხა მიექცეოდა სასესხო ვალდებულებების შესასრულებლად.
57. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის სს ,,ს.ბ–ის’’ პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან მოსარჩელე მხარის დამატებითი ახსნა-განმარტების გაზიარებასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს შეგებებული სარჩელის წარდგენის შემდგომ ქვემდგომ ინსტანციის სასამართლოებში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიაზე - საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის განჩინებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის მიღებაზე შემდეგი საფუძვლით: ა. სარჩელი წარდგენილი არ არის მოსამზადებელ ეტაპზე; ბ. შეგებებულ სარჩელით მოსარჩელე ვ.დ–ი არ არის ძირითად სარჩელში მოპასუხე; გ. შეგებებულ სარჩელს არ ერთვის ვ. დ–ის მიერ გაცემული მინდობილობა (იხ. გასაჩივრებული განჩინება ს.ფ. ტ. 2, გვ 69-72). სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 მარტის განჩინებით, გ.დ–ის, ხ.მ–ის, დ.ს–ისა და ვ.დ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, გაუქმდა შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 იანვრის განჩინება და საქმე, შეგებებული სარჩელის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე უკანასკნელი სხდომა ჩანიშნული იყო 2023 წლის 16 ნოემბერს. სხდომის დასრულების აღსანიშნავად მიღებული საოქმო განჩინებას არ დაუსრულებია მოსამზადებელი ეტაპი. საოქმო განჩინების უკანასკნელი წინადადება (სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა მთავარი სხდომის ეტაპიდან განსახილველად გადაიდო 2024 წლის 6 თებერვალს, 11:00 საათზე) იძლეოდა იმის განმარტების საშუალებასაც, რომ მოსამზადებელ ეტაპად მოპასუხეებს შეეძლოთ 06.02.2024 წ.-მდე სრული პერიოდით სარგებლობა. პალატამ აღნიშნა, რომ უერთიერთგამომრიცხავი ან ბუნდოვანი ჩანაწერის არსებობა, სხდომის გადადების შესახებ, განჩინებაში არ უნდა გამხდარიყო სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობაში ხელშემშლელი გარემოება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის აქტით სასამართლომ განსახილველად მიიღო ხ.მ–ის, გ.დ–ის, ვ.დ–ის და დ.ს–ის შეგებებული სარჩელი და მოსარჩელეებს განუსაზღვრა ვადა, მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტის წარსადგენად. 2024 წლის 10 ივნისს სს ,,ს.ბ–ის’’ მიერ სასამართლოში შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი იქნა შესაგებელი. ხოლო, 2024 წლის 31 ივლისის სატელეფონო აქტებით და სასამართლო უწყებით მხარეებს ეცნობათ 2024 წლის 10 ოქტომბერს ჩანიშნული მთავარი სხდომის შესახებ. 2024 წლის 2 აგვისტოს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სასამართლომ განიხილა სს ,,ს.ბ–ის’’ სარჩელის გახმობის თაობაზე მხარეთა პოზიციები და განსაზღვრა მომდევნო მთავარი სხდომის თარიღი 2024 წლის 10 ოქტომბერი. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მხარეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებაზე (გაზრდაზე), იმ საფუძვლით, რომ სასამართლო იმყოფებოდა მთავარი სხდომის ეტაპზე (იხ. 10.10.2024 წლის სასამართლო სხდომის ოქმი) და ამავე სხდომაზე გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2024 წლის 15 ოქტომბერს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, წერილობით იქნა წარდგენილი აპელანტების გ.დ–ის, ხ.მ–ის და ვ.დ–ის დამატებითი ახსნა-განმარტება. სადაც დეტალურად იქნა მითითებული თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხების ოდენობები. თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამით არ დარღვეულა მოპასუხის საპროცესო უფლება, რადგან მოსარჩელე მხარის მხრიდან არ მომხდარა მოთხოვნის გაზრდა და შეცვლა, არამედ მოხდა თავდაპირველი მოთხოვნის ფარგლებში, მოსარჩელეთა სასარგებლოდ დასაკისრებული თანხის ოდენობის დაზუსტება (გაანგარიშება). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე, სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება. რაც შეეხება საქმის ზემდგომი წესით განხილვას, ამ შემთხვევაში, კანონმდებელი იმპერატიულად კრძალავს მოთხოვნის გაზრდას (იხ. სსსკ-ს 381-ე და 406-ე მუხლები), რადგანაც ზემდგომი წესით გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება საქმის მომზადების დასრულების დროისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი პრეტენზიების ფარგლებში. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე საქმის განხილვის დროს მოპასუხის პროცესუალური უფლებები არ შელახულა, საქმის ზეპირი განხილვის დროს გამართულ სხდომაზე, სასამართლომ მოუსმინა მხარეებს და ამასთან, მისცა საკუთარი პოზიციის სასამართლოსათვის წარდგენის შესაძლებლობა.
58. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
59. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს.ბ–ის’’ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხ.მ–ის, გ.დ–ის და ვ.დ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
60. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
61. მოცემულ შემთხვევაში, სს ,,ს.ბ–ს’’ მოსარჩელე ხ.მ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის გადახდა, ხოლო გ.დ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ, სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 4659,88 ლარის გადახდა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 53-ე, 55-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს.ბ–ის'' საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ხ.მ–ის, გ.დ–ის და ვ.დ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ხ.მ–ის და გ.დ–ის სააპელაციო საჩივარი და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. ხ.მ–ის და გ.დ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. სს „ს.ბ–ს“ ხ.მ–ის და გ.დ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 38 832,46 ლარის გადახდა;
6. სს ,,ს.ბ–ს’’ ხ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 613 409,52 ლარის (საიდანაც სუბსიდირების თანხას წარმოადგენს 111 423,69 ლარი და ანაბარს - 501 985,83 ლარი) გადახდა;
7. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება;
8. სს ,,ს.ბ–ს’’ ხ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 6000 ლარის გადახდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
9. სს ,,ს.ბ–ს’’ გ.დ–ის სასარგებლოდ სამივე ინსტანციის სასამართლოში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4659,88 ლარის ანაზღაურება;
10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე